პორტუგალიის წინააღმდეგ "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

6 თებერვალს „მიხეილ მესხზე“ (15 საათი), პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრისთვის, 23-კაციან განაცხადში ოთხი დებიუტანტია და ერთი მათგანი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, სამი კი მარქაფაშია.

მოედანზე პირველივე წუთიდან ვიხილავთ მესამეხაზელ სანდრო მამამთავრიშვილს. მარქაფაში არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე, მესამეხაზელი ნიკო აფციაური და ფრთა დავით მესხი.

2020 წლის თებერვლის შემდეგ გუნდს უბრუნდება კვაჭი ვანო კარკაძე, ხოლო ამავე წლის „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ - მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი.

ძირითად შემადგენლობაში არიან ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი,
რომლებსაც მეორე ტაიმში მიხეილ ნარიაშვილი და ლუკა ჯაფარიძე შეცვლიან. მეორე ხაზში თამაშს იწყებს ლაშა ჯაიანი, ხოლო ნოდარ ჭეიშვილი მარქაფაშია. მესამე ხაზში პირველივე წუთებიდან ვიხილავთ ოთარ გიორგაძეს და თორნიკე ჯალაღონიას.

9 ნომრის პოზიციაზე სასტარტოშია გელა აფრასიძე, რომელსაც თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება, ცენტრში კი, ბოლო პერიოდის მსგავსად, მერაბ შარიქაძესა და დემე თაფლაძეს ვიხილავთ. ფრთებზე მირიან მოდებაძე და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძეა. 9 ნომრის მარქაფაშია ვასილ ლობჟანიძე, ხაზში კი ლაშა ლომიძეს ვიხილავთ.

„ბიჭებმა დასახული გეგმის მიხედვით კარგად ივარჯიშეს. სამწუხაროა, რომ კოვიდ-ინფექციის გამო თავიდანვე გამოგვაკლდა მოთამაშეთა ნაწილი და შემდგომ, ვარჯიშის პროცესშიც განვიცადეთ დანაკლისი. აქედან გამომდინარე, მთლად კომფორტულად ვერ ვართ და გარკვეული გადაადგილებები მოგვიწია, მაგრამ საბედნიეროდ, გვყავს რეზერვი "შავი ლომიდან". მთლიანობაში, სასურველი შემადგენლობა არ გვყავს, თუმცა ამას მეორე, კარგი მხარეც აქვს – სხვა მოთამაშეებს მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი“ – ამბობს "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც მოხარულია, 6 თებერვალს ტრიბუნებზე გულშემატკივრები (საერთო ტევადობის 33%) რომ იქნებიან:

„გულშემატკივრის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მათი გვერდში დგომით განებივრებულები ვართ. ეს ჩვენთვის დამატებითი ემოციაა და ვეცდებით, იმედები არ გავუწბილოთ“.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი | I ტური. 6 თებერვალი

თბილისი. მიხეილ მესხი". 15 საათი

საქართველო – პორტუგალია 

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 80 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, უკეპო), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), 20. ნიკო აფციაური (შავი ლომი, უკეპო); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), 23. დავით მესხი (ენისეი, უკეპო).

Georgian rugby

alt რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში "მესხზე"

altმსოფლიო რაგბის ინტერვიუ "ბორჯღალოსნების" კაპიტანთან

altსაქართველო v პორტუგალია - დაპირისპირების ისტორია





მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველას მოსაწონ შემადგენლობას ლევანი ვერ დააყენებს... ძალიან გამეხარდა სანდრო მამამთავრიშვილისთვის შანსის მიცემა.... ეტყობა, ბიჭი ძალიან ცდილობს და შრომობს... წინსვლა ეტყობა.... მიზანი, პრემიალურით მოგება და ეფექტური თამაში უნდა იყო
საქართველოს გაუმარჯოს!
გიორგი 50
13:10 05-02-2022
3
თავის “ლუბიმჩიკები” ყავს მაისაშვილს სანამ დროა გაუშვით !!!
Cotne
20:58 04-02-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული