the guardian "6 ერის" გაზრდაზე მსჯელობს - საქართველო თუ სამხრეთი აფრიკა?

AutoSharing Option
პლეი-ოფის ფინალმა, რომელშიც მონაწილეობას "რაგბი ევროპის" გამარჯვებული მიიღებს, შესაძლოა, რაგბიში ახალი გულშემატკივრების შემოყვანას ხელი შეუწყოს.

ისმის კითხვა: როგორ გააუმჯობესებდით "ექვს ერს"? გუნდების გაზრდით თუ შემცირებით? სამხრეთ ნახევარსფეროს ნაკრების დამატებით? ან საერთოდ რომ არ შეიტანოთ ცვლილებები? ახლა იდეალური პერიოდია დებატების დასაწყებად...

დავიწყოთ ყოველწლიური საუბრით იტალიის შესახებ, რომელსაც "ექვს ერში" ზედიზედ 33 მარცხი აქვს. ამავდროულად, საქართველომ, მოულოდნელად, პორტუგალიასთან 25-25 ითამაშა. 2017 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა "ბორჯღალოსნებმა" მეორე რანგის შეჯიბრებაში ვერ გაიმარჯვა.

დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს შემოსვლით ტელემაყურებელთა რაოდენობა და საზოგადოებრივი ინტერესი
გაიზრდება?!

შესაძლოა, ერთ-ერთი ვერსია "შვიდი ერი" იყოს, რომელიც 2024 წლიდან დაიწყება. ის მოიცავს ამჟამინდელ "ექვს ერს" პლუს 2023 წლის რაგბის ევროპის ტიტულის მფლობელს. ამის შემდეგ ყოველწლიური დაწინაურება/დაქვეითების პლეი-ოფი იქნება.

უფრო სამართლიან გაყოფას მივიღებდით - სამი თამაში სახლში და სამიც გასვლითი...

პლუსები საბოლოოდ გადაწონის მინუსებს? სამხრეთ აფრიკის დამატება დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. ბევრ ადამიანს ნამდვილად არ სურს გრძელი შაბათ-კვირის გატარება ჯობურგში ან პრეტორიაში და არა რომში. 

განა ლოჯისტიკურად უფრო მარტივი არ იქნება ჩემპიონატი დარჩეს მხოლოდ ევროპული და გლობალური ელემენტი ივლისისა და ნოემბრის ფანჯრებისთვის შემოვიდეს? კითხვები, კითხვები, რომლებზეც ჯერ კიდევ არ არის საბოლოო პასუხები...

მომზადებულია theguardian-ის მიხედვით

altრაგბი ევროპა - ნაკრებში ნამატით ნიდერლანდებისთვის

altმაისაშვილი: კოვიდის გამო 11 მოთამაშე დაგვაკლდა - ამ კვირაში 12-ჯერ მოგვიწია შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება

altასე რუსეთთანაც გაგვიჭირდება - "ბორჯღალოსნების" ფრე უამრავი წუნით [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 19 /
სამხრეთ აფრიკის ჩართვა 6 ერში არის დიდი სისულელე ჯერ ერთი იმიტომ რომ შორსაა ევროპიდან და 5 გუნდს და მათ ქომაგებს მოუწევთ დიდი მანძილის გავლა და ამას არ დათანხმდებიან და კიდევ--სამხრეთ აფრიკა არის 5 ერის მონაწილე გუნდი არგენტინა-ავსტრალია ზელანდია იაპონიასთან ერთად და იმაზე უარს იტყვიან ? ის 5 ერი არანაირად არაა 6 ერზე სუსტი პირიქით უფრო ძლიერია ! და საქართველოს რაც შეეხება ჩვენ თვითონ არ უნდა გვაწყობდეს უკვე ეხლა 6 ერში შესვლა იმიტომ რომ ჯერ ერთი პლეი ოფის თამაშებში იტალია გაანადგურებს ამ ჩვენ კრიზისში მყოფ ნაკრებს და რომც მოხდეს სასწაული და მოვუგოთ იტალიას მერე რა ? რა და ის რომ კატასტროფული ანგარიშებით წავაგებთ თამაშებს @ ჭ კლასის პორტუგალიას რომ ვერ ვუგებთ საკუთარ მორდანზე წარმოიდგინეთ რას გვიზამენ ბობოლები! 5-6 წლის წინ ნაღდად შეგვეძლო იტასლიის მოგებაც და ბობოლებთან კარგი თამაშიც და მაშინ იყო კარგი დრო 6 ერისთვის ! და ყველანაირ აზრს და ინტერესს რომ დაკარგავს ჩვენთან თამაშები 2-3 წელში საერთოდ საბოლოოდ გამოგვაგდებენ იქედან და აღარც კი მიგვასუნინებენ ! ჯობია დავალაგოთ სიტუაცია მოვიყვანოთ უცხოელი მწვრთნელი და დავიბრუნოთ ძველი ფორმა და დიდება და 3-4 წელში უკვე მივუკაკუნოთ კარზე !
zura222
16:30 09-02-2022
3
სანამ 50 000 ქართველს წელიწადში 5 ჯერ 50-100 ევროიანი ბილეთების ყიდვა არ შეგვეძლება, სანამ მინიმუმ 5 ათასი გულშემატკივარი არ გაყვება გასვლით თამაშებზე, მანამდე შეგვიძლია მხოლოდ ოცნებით შემოვიფარგლოთ. უნდა გავმდიდრდეთ, მეგობრებო! გავაძვიროთ ხინკალი და ღვინო! ავაშენოთ ჰესები! იქნება გვეშველოს! :)
ქუთაისელი
18:33 09-02-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული