საქართველო VS რუსეთი შესაძლოა, გადაიდოს

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები ოფიციალურად დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, კვირას, 27 თებერვალს, "რაგბი ევროპის" ეგიდით გასამართი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს.

ამ თემის შესახებ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ თქვა, რომ შეხვედრა შესაძლოა, აღარ გაიმართოს.

მატჩის გადადების მიზეზი შესაძლოა, "რაგბი ევროპის" გადაწყვეტილება იყოს, რომელმაც რუსული მედიის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირის მიერ უკაინულ ენაზე გავრცელებული ტექსტის წაშლა უკვე მოითხოვა და ახლა შესაძლოა, შეხვედრის დროს შესაძლო დაძაბული ვითარების თავიდან აცილება სურს.

შეგახსენებთ,
სარაგბო მატჩზე დაგეგმილ აქციას გუშინ, 23 თებერვალს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა:

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სპორტი და პოლიტიკა ყოველთვის გამიჯნული იყოს ერთმანეთისგან". ამასთან, მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, გამოხატოს სოლიდარობა, მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში.

altსაქართველო VS რუსეთი - 250-ე ტესტ-მატჩი სამმაგი დატვირთვით

altკალაძე: სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს

altრაგბის კავშირმა უკრაინული ტექსტი წაშალა - მიზეზი

მკითხველის კომენტარები / 16 /
არათუ უნდა გადაიდოს, არამედ საქართველომ დემონსტრაციულად უარი უნდა განაცხადოს რუსეთთან თამაშზე ამ პერიოდში (თუნდაც ტექნიკური წაგება ჩაგვეთვალოს) და ასევე უნდა მოიქცეს ჩემი აზრით ყველა ევროპული თუ არაევროპული ქვეყანა სპორტის ყველა სახეობაში..
zaza
17:08 24-02-2022
1
არანაირი თამაში არ უნდა შედგეს, იქ უდანაშაულო ხალხი იხოცება და აქ რუსებს ვეთამაშოთ, რა სისულელეა
გოგა
16:18 24-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული