საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის რაგბი ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთს 26:23 სძლია.

მატჩი საინტერესოდ დაიწყო: დებიუტში მეტოქემ „ბორჯღალოსნების“ იერიში მოიგერია, მსაჯმა ტაბუცაძე გააძევა, აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ შემდეგი შეტევისას ლობჟანიძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მელინტემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ამას შარიქაძისა და თოდუას ლელოები და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული გარდასახვები მოჰყვა. ტაიმის დასასრულს კოჟოკარუმ ლელო გაგვიტანა, მელინტემ გარდასახვა, ბოლოს მან ცენტრიდან საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმი 21:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ შარიქაძე მსაჯს შეეკამათა,
მან საჯარიმო დანიშნა და მილინტემ მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვა, მოწინააღმდეგე სახიფათო ზღვარზე მოგვიახლოვდა, 66-ე წუთზე შეტევის მოგერიებისას მსაჯმა აფრასიძე გაასიმბინა, „ბორჯღალოსნებმა“ წნეხს გაუძლეს, ტაბუცაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გააცუდა. ვლახებმა სწრაფად გვიპასუხეს ლელოთი და ზუსტი გარდასახვით და ანგარიში ისევ 3 ქულამდე შემცირდა, სიტუაცია უაღრესად დაიძაბა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლო.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ევროპის ზონიდან პირველი ადგილით გავიდა და ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის გამარჯვებულ გუნდთან ერთად იასპარეზებს.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

4 ლელო: ლობჟანიძე, შარიქაძე, თოდუა, ტაბუცაძე

3 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 სინბინი: ტაბუცაძე, აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 52 /
ღმერთო,-რა-იდიოტები-არიან.ანტიმოზ-ივერიელის-თასი-დარჩათ(ამ-პირდაპირი-გაგებიტ-წმინდა-ადამიანის).არადა,დარწმუნებული-ვარ-რუმინეთში-50-კაციანი-დელეგაცია-მაინც-ჩავიდოდა,მათ-შორის-ფედერაციის-ხელმძღვანელები.მაშ-არ-არიან-კრეტინები?!აბა-თასი-მაისაშვილის-სახელობის-ყოფილიყო-ტუ-დარჩებოდათ...სად-არის-პატრიოტიზმი,ქარტველობა...სხვა-თუ-არაფერი-ხომ-კიდევ-ერტხელ-გაიჟღერებდა-სტადიონზე-ანტიმოზ-ივერიელის-სახელი-ეს-არ-იქნებოდა-ჩვენი-ქვეყნის-სადიდებელი-და-იმ-სულმნათი-ადამიანის-დაფასება?ხორვატები-ჩაიდენდნენ-ასეტ-სიმდაბლეს,არა,იმიტომ-რომ-მათთვის-ხორვატიაა-უპირველეს-ყოვლისა...ვაგლახ,ის-არ-გვაკმარეს-რომ-ქაქი-მიირთვეს-და-თავის-მოკლე-ჭკუით,მოგვატყუეს-კიდეც,-თასი-დაგვრჩაო...როგორც-ჩანს=ყველა-ერტბაშად-გამოშტერდა?!ბიჭებო,-ჩანს-იდეოლოგიურად-ვერ-ქაჩავთ-ანუ-სახელმწიფო-აზროვნება-არ-გაგაჩნიათ.ეტყობა,-თავის-დროზე,-ოჯახებში-არ-გიყვებოდნენ-საქარტველოზე-და-ღირსეულ-ქართველებზე...ვფიქრობ,თქვენგან-არაფერი-გამოვა...თქვენ-დაგრჩათ(კი-არ-დაგრჩათ-შეგნებულად-დატოვეთ!)-ანთიმოზ-ივერიელის-თასი,რაც-იმას0ნიშნავს,რომ-ქართული-აზროვნება-და-ქართული-ჟინი-თქვენში-მკვდარია,ყოველივე-ესპანეთთან-მატჩშიც-გამოჩნდება-ესპანელები-გადაგივლიან,რადგან-თავისი-ქვეყნის-პატრიოტები-არიან-და-არაფერი-ავიწყდებათ-რაც-შეეხება-ესპანეთს-და-ესპანელებს...
agmsarebeli
16 მარტი 2022 13:10
1
რუმინელებისთვის სასიცოცხლო თამაში იყო, მოგებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს (თითქმის) ინაღდებდნენ. მწვრთნელი, თამაშიდანაც გამოჩნდა (რომც არ გვცოდნოდა)ჩვენსაზე გაცილებით ეფექტური და უკეთესი ყავდათ, სახლში ხომ თამაშობდნენ და ნატურალიზირებული მოთამაშეებითაც გაძლიერებული, თან გათამამებულები და კუდიყავარზეგადებულები კი ვართ "ბულკებად" რომ მიგვაჩნია, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ძლიერი წარსული/ტრადიციების მქონე გუნდია და მიუხედავად ყოველივე ზემოდთქმულისა ჩვენებმა ღირსეულად გაიმარჯვეს, რაზედაც დიდი მადლობა ბიჭებს. მწვრთნელი (მაისაშვილი) რაც გვყავს ეგაა და უკეთესი დიახაც რომ გვინდა და გვჭირდება, მაგრამ სანამ გვეყოლება ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოღონდაც მაისა გუნდს ჩამოშორდეს და მგონი ზოგ ვაი-გულშემატკივარს ჩვენი წაგებაც კი გაუხარდება. მე პირადად მაისაშვილს მადლობას ვეტყვი რადგან რაც შეუძლია თავის მაქსიმუმს დებს გუნდში, და აქვე დავამატებ: ლევან შეეცადე და რაგბის სიყვარულით დათმე პირადული და შეეცადე ნაკრებისთვის ტოპ მწვრთნელის მოძიებას/ჩამოყვანას ხელი შეუწყე...
r
15 მარტი 2022 17:08
3
:) დღესდღეობით რუმინელები შეგუებულნი არიან, რომ ჩვენთან მარცხდებიან! არაფერ შუაშია ადრე ჩვენზე მაგრები რომ ივნნენ და თანაც ძლიერი სარაგბო ქვენების ნაკრებ გუნდებსაც რომ ამარცხებდნენ. მაისაშვილს რას გადაეკიდეთ??? ეს კაცი თავის საქმეს ჯერჯერობით თავს ართმევს, როგორც ნაკრებში ასევე შავი ლომის გაძღოლით! ყველა დარწმუნდა, რომ 6 ერის გათამაშებაში არ გვღებულობენ! ახლა ნაკრების მწვრთნელად რაც არ უნდა კარგი სპეციალისტი მოვიყვანოთ, მსოფლიო ჩემპიონატზე ტიერ1 ნაკრებ გუნდებს ვერ დავამარცხებთ, ამ დონეზე თამაშით!
....
15 მარტი 2022 19:32
1
რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში ქომაგებს შორის რაგბი ძალიან ცოტა ვინმეს თუ ესმის! რამოდენიმე ხნის წინ მსოფლიოში ყველა აღნიშნავდაა, რომ საქართველოს ნაკრები ამ დონის ტურნირისთვის გადაიზრდილი სჩანს, ყველა ჩატარებულ თამაშს დამაჯერებლად იგებსო. 6 ერის გათამაშებაში ჩვენ არ გვღებულობენ! იძულებულები ვართ ფეხი აუწყოთ რეალობას! მე თქვენ გეკითხებით, ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ქვეყნებისთვის, რაიმე ინტერესი ექნება ამ ტურნირს, საქართველოს ნაკრებმა რომ ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგოს? ასე რომ მოხდეს ჩვენ კი გაგვიხარდება, მაგრამ მარტო ქართველების ქეიფზე ხომ არ ივლის FIRA AER-ი? როგორ შეიძლება, რომ ამას ვერ ხედავდე ???
....
15 მარტი 2022 09:01
4
მაისაშვილს რას ერჩით, საქმეს თავს ვერ ართმევს, თუ რა??? პასუხი მოვთხოვოთ, თუ წავაგებთ ბოლო თამაშს ესპანელებთან, ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით!
....
14 მარტი 2022 21:30
12
რამის 2 წელია ნაკრებს წვრთნის, 1 ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს და წელს სულაც პორტუგალიასთან ვიწვალეთ სახლში.დიდი მადლობა მაისაშვილს
: )))))))
15 მარტი 2022 23:25
1
ჩემის აზრით, საქართველოს ნაკრები რუმინეთს უფრო იოლად დაამარცხებდა.ჩვენმა ბიჭებმა ათამაშეს რუმინელი მორაგბეები, მრავალი ფაქტორის გამო: მონაწილე ქვეყნებისთვბის საინტერესო რომ გახდეს ევროპის ჩემპიონატი რაგბში. ამ მატჩის საყურებლად სტადიონზე მოსული მაყურებლებისთვს, რუმინელების სახელოვანი ინგლისელი მწვრთნელის გამო.
....
14 მარტი 2022 08:13
20
:))) რაგბის "პროფესორებო", დიზლაიკების წერას გიჯობთ კარგად დაუკვირდეთ თუ რა ხდება...
....
14 მარტი 2022 21:35
4
გუშინდელი მატჩის შესახებ აქ ისედაც ბევრი წერია და ტყუილად არ ვაკაკუნებ კლავიატურას, ერთი კითხვა მაქვს: ამ საიტზე იციან რომ კიდევ ერთი მეორეხარისხოვანი სარაგბო ტურნირი იმართება ხოლმე წლის ამ დროს, ექვსი ერის თასი ჰქვია და ზერელედ რომ მიმოვიხილოთ ხოლმე არ იქნება ურიგო
გუგა
13 მარტი 2022 21:30
0
:))) ჯორჯინას ინსტაგრამში არიან, არ ცალიათ.
ლუკა
13 მარტი 2022 22:35
0
მაისაშვილო, რას გვერჩი, რა გინდა ჩვენგან (ქომაგებისგან)? რა დაგვღალე ასეთი რომ შენ თვითონ აღარ დაიღალე?! ყველა ხედავს, რომ ამ გუნდის ყველაზე სუსტი წერტილი არის მთავარი მწვრთნელი (ბიჭებს მადლობა ყველაფრისთვის) და შენ ვეღარ უნდა მიხვდე?! ასე ძნელია სკამის დათმობა, თუნდაც საერთო ინტერესებისთვის?! იყავი "შავი ლომი"-ს სათავეში და დარჩი ნაკრებშიც, ოღონდ არა მთავარ მწვრთნელად!!!
fani
13 მარტი 2022 18:09
4
ეს მძიმე ბრძოლა, ჩვენების მიერ დაშვებულმა ბევრმა შეცდომამ გამოიწვია, უცხოელი მაღალი კვალიფიკაციის მთავარი მწვრთნელი გვჭირდება, დროს ვკარგავთ ტყუილად, ეს უფრო ადრეც უნდა გაგვეკეთებინა
ალეკსანდრე
13 მარტი 2022 13:26
6
ბიჭებს მადლობა, ყოველთვის იბრძვიან ბოლომდე და ამის ხარჯზე იგებს ნაკრები,ეს მაისაშვილი კი სასწრაფოდ შესაცვლელია სანამ მსოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ რაღაც დროა დარჩენილი,თუმცა მხოლოდ აზრის გამოთქმაა და ისედაც მისახვედრია რომ არავინ გაუშვებს მაისაშვილის და მსოფლიოზეც მაგ იქნება, და ია მაშინაა ნაკრები ცოდო.... წარმატებები ნაკრებს და მთლიანად ქართულ რაგბს
დავითი...
13 მარტი 2022 12:26
5
ისე წერენ მძიმე ბრძოლაშიო მოიგოო აბა სასეირნოდ იყვნენ წასულები რუმინეთში ? ვაახ .
goga
13 მარტი 2022 10:23
2

სიახლეები პოპულარული