საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის რაგბი ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთს 26:23 სძლია.

მატჩი საინტერესოდ დაიწყო: დებიუტში მეტოქემ „ბორჯღალოსნების“ იერიში მოიგერია, მსაჯმა ტაბუცაძე გააძევა, აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ შემდეგი შეტევისას ლობჟანიძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მელინტემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ამას შარიქაძისა და თოდუას ლელოები და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული გარდასახვები მოჰყვა. ტაიმის დასასრულს კოჟოკარუმ ლელო გაგვიტანა, მელინტემ გარდასახვა, ბოლოს მან ცენტრიდან საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმი 21:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ შარიქაძე მსაჯს შეეკამათა,
მან საჯარიმო დანიშნა და მილინტემ მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვა, მოწინააღმდეგე სახიფათო ზღვარზე მოგვიახლოვდა, 66-ე წუთზე შეტევის მოგერიებისას მსაჯმა აფრასიძე გაასიმბინა, „ბორჯღალოსნებმა“ წნეხს გაუძლეს, ტაბუცაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გააცუდა. ვლახებმა სწრაფად გვიპასუხეს ლელოთი და ზუსტი გარდასახვით და ანგარიში ისევ 3 ქულამდე შემცირდა, სიტუაცია უაღრესად დაიძაბა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლო.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ევროპის ზონიდან პირველი ადგილით გავიდა და ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის გამარჯვებულ გუნდთან ერთად იასპარეზებს.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

4 ლელო: ლობჟანიძე, შარიქაძე, თოდუა, ტაბუცაძე

3 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 სინბინი: ტაბუცაძე, აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 52 /
უჭირთ შერკინებაში,ადრე ამაში თითქმის ყველა ძლიერ გუნდებსაც კი აჩმორებდენ,ეს რა ჯანდაბაა ჰაუტის მოწოდებასაც წესიერად ვერ ახერხებენ და სამჯერ,მგონი ზედიზედ მეტოქეს ჩააბარეს ბურთი,არ მინდა,რომ ვთქვა,მაგრამ მე მგონი რეგრესი სახეზეა,დროზეა შველა საჭირო,თორემ მომავალ წელს შეიძლება ურო ჩავყვინთოთ თანაც ღრმად.
ნიანია ბაკურიანი
12 მარტი 2022 22:58
0
მთელ ერს კონცენტრაცია უჭირს..
Zviads
12 მარტი 2022 22:51
0
ესე არ შეიძლებაა რა. მადლობა მაისაშვილს ყველაფრისთვის მაგრამ ხო ხედავთ რომ ნაკრებს მაგრად უჭირს. პორტუგალიას ვერ მოვუგეთ და დღეს ძლივს მოვიგეთ რუმინეთთან. წელიწად ნახევარია მსოფლიომდე, სასწრაფოდ ვინმე კვალიფიციური მწვრთნელი თუარ მოვიყვანეთ, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად წავა
ქართველი
12 მარტი 2022 22:49
1
მადლობა თითქმის ორწლიანი ბღლარძუნისათვის?
: )))))))
12 მარტი 2022 23:47
2
ეს თამაში მგონი ბოლო იქნება ამ მსაჯისთვის.ამაშუკელზე კიდევ სანამ რამეს დაწერ, გენიოსა, პარასკევის ტაიმ-აუტს უყურე და მერე აჩხაკუნე კლავიატურა.
12 მარტი 2022 22:44
1
გადააყენეთ მაისაშვილი !

დედას გაფიცებთ არ დამიბლოკოთ
დიდგორელი
12 მარტი 2022 22:19
1
ეს თამაში პრაკტიკულად იყო მარცხი ჩვენ არ გვყავს კვალიფიციური მწვრთნელი რომელიც რაღაც ტაქტიკურ მონახაზის ნაირს მაინც მისცემს ნაკრებს ისე რა უბედურებაა ეს არა კვალიფიციური მსაჯები ამ ბალაგან ტურნირზე ამ ბოლო პერიოდში ამ მსაჯმა შესცოდა ორივე გუნდის წინაშე თავისი უცოდინარობით
აკინ
12 მარტი 2022 22:18
0
ვულოცავ ამ გამარჯვებას, კომენტატორებზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, ამაშუკელმა სულ პედანტი ეძახა მსაჯს და თვითონ ისდაავიწყდა როგორ მოექცა იტალიას,რომარ გაეგდო ის იტალიელი ვის მოუბრუნდებოდა ენა ეთქვა რო ეს რა გააკეთეო?!გაწირა ისედაც განწირული იტალია, რაღაც მომენტში წესებით შეიძლება მართალი იყო მაგრამ როარგაეგდო უკეთესი იქნებოდა
ალიკა
12 მარტი 2022 22:09
29
წესი წესია მეგობარო. მხრით შევიდა ყელის არეში. წითელია აბა რა არის, სულ მარტივად შეიძლებოდა კისერი მოეტეხა. სწორი იყო ამაშუკელი.
გიორგი
12 მარტი 2022 22:41
0
მართლა რო არა ყავდეთ მწვრთნელი ესე მაინც არ უნდა ითამაშონ. უცხო ადამიანს რო შეეხადა იტყოდა ძალით აკეთებენო.
Joseph
12 მარტი 2022 22:07
1
რა გიკვირთ ხალხო???ამათ ბოლო ალბათ 10 ელია ვაფარჩაკებთ მანამდე რუმინეთი თუ წაიფორთხიალებდა რამეს მარა 6 ერში არ შეგვიშვეს მაინც მხოლოდ 2 თამაში მოგვცეც წელიწადში და შესაბამისად როცა მარტო იმათ ეთამაშები ვისაც აფარჩაკებ ბოლო ბოლო მერე იწყება რეგრესი მარტო მაისაშვილშო არაა საქმე ,ესე იყო ადრე რუმინეთიც
ვაჟა
12 მარტი 2022 22:05
16
ცხრილი დადეთ და სრულიად მოგვაწოდეთ ინფორმაცია.
dimo
12 მარტი 2022 22:04
1

სიახლეები პოპულარული