"ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ბუქარესტში რუმინეთთან (26:23) მოგებული მატჩის შემდეგ მთელი რიგი სათამაშო კომპონენტებით უკმაყოფილო დარჩა:

"რუმინეთთან გასვლით შეხვედრაში გამარჯვებას ვგეგმავდით და მიზანს მივაღწიეთ, რაც ძალიან კარგია, თუმცა არ იყო მარტივი თამაში. ამას ველოდით, რადგან რუმინეთისთვის გამარჯვება ბოლო შანსი იყო, რეპეშაჟის გვერდის ავლით მოხვედრილიყო მსოფლიო თასზე. ის საკმაოდ კარგი გუნდია და საკუთარი პროგრესი ზაფხულში, არგენტინასთანაც დაამტკიცა (17:24). მათი მოთამაშეები ფიზიკურად მძიმეები არიან და ზუსტად ვიცოდით, რას დაგვიპირისპირებდნენ. მიუხედავად ამისა, მთელ რიგ კომპონენტებში გაგვიჭირდა“.

"კრიტიკას ვერ უძლებდა შეჯგუფებებში თამაში – რაქშიც, მოლშიც და შერკინებაშიც პრობლემები გვქონდა, რაც ძალიან საწყენია, რადგან მზადების პროცესში სწორედ ამაზე ვაკეთებდით აქცენტს. ველოდებოდით, რომ რუმინეთი სწორედ ძალისმიერ თამაშში ეცდებოდა უპირატესობის მოპოვებას და ვემზადებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, უპირატესობის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. ვეცდებით, შემდეგი თამაშისთვის ამ არეალში უკეთესები ვიყოთ“.

"გვქონდა ინდივიდუალური პრობლემებიც. ტექნიკური წუნის გამო რამდენჯერმე პირველი ბურთი ვერ ავიღეთ. როგორც წესი, ამ მოთამაშეებს მსგავს სიტუაციებში ასეთი შეცდომები არ მოსდით ხოლმე, თუმცა ხანდახან ასეც ხდება. ბევრი ჯარიმა ავიღეთ, რაც გარკვეულწილად იმით იყო განპირობებული, რომ შეჯგუფებებში მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა და 20 წუთი კაცნაკლულები ვიყავით. გვქონდა 3 საწყენი ჯარიმა. ეს არ იყო ის ეპიზოდები, როდესაც მეტოქემ კაცნაკლულობისა თუ დომინაციის შედეგად წნეხში მოგვაქცია. უკვე ტრადიციად ვაქციეთ და როგორც რუმინეთთან, ასევე ესპანეთთან მატჩის წინ ნიკა ამაშუკელი შეკრებაზე ჩვენთან ერთადაა და დიდ სამუშაოს ვატარებთ, მაგრამ ფაქტია, ემოცია ჯერ კიდევ ჭარბობს“.

"სამწუხაროდ, მსაჯი, რომელიც ამ თამაშზე იყო დანიშნული, წინა დღით შეიცვალა – დანიშნეს 7-კაცას უელსელი მსაჯი, რომელსაც 15-კაცა რაგბიში გამოცდილება არ ჰქონდა და ამან მატჩის მსვლელობას კვალი დაატყო. მიმაჩნია, რომ ყვითელი ბარათი ორივე შემთხვევაში ზედმეტი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა შევძლოთ მსგავსი სიტუაციების პრევენცია. 20 წუთით კაცნაკლულად თამაშმა ჩვენზე დიდი გავლენა იქონია, განსაკუთრებით, მეორე ყვითელმა, როდესაც მოედანზე 9 ნომრის გარეშე დავრჩით. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში მოვახერხეთ მობილიზება, მეტოქეს არ მივეცით მეტობის გამოყენების შესაძლებლობა და პირიქით, ორივე შემთხვევაში იქით შევძელით ლელოს გატანა“.

20 მარტს „დინამო არენაზე“ "ბორჯღალოსნები" 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის არაოფიციალურ ფინალში ესპანეთს მასპინძლობს. მომავალი შეხვედრისთვის, რომელიც 18 საათზე დაიწყება, გუნდში გარკვეული ცვლილებები იქნება:

"გვქონდა აღდგენა, ძირითადი ვარჯიშები კი ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გვექნება. გვაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები. თორნიკე ჯალაღონიას ტრავმები გაუმიზეზდა და დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანეთთან დაგვაკლდება. გამოჯანმრთელდა და დაგვიბრუნდა ოთარ გიორგაძე, ასევე, ბექა გორგაძე. გვაქვს მცირე ტრავმები და იმედს ვიტოვებ, რომ ხვალიდან ყველა მწყობრში იქნება“.

„გაფართოებულ შემადგენლობაში აღარაა ნიკო აფციაური. ორ ფრონტზე გვიწევს მუშაობა, რადგან "შავი ლომი" ქარი ქაფისთვის ემზადება. პირველ ეტაპზე, რომელიც სამ თამაშს მოიცავს, გუნდს ნაკრების რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდება. სამხრეთ აფრიკაში შიდა ჩემპიონატისა და 20-წლამდელებით შევსებულ გუნდს ლადო კილასონია წაიყვანს, რის შემდეგაც "შავი ლომი" შინ დაბრუნდება და რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალს ვითამაშებთ. დატვირთული და საინტერესო კალენდარი გვაქვს და ნიკოს პირველ ეტაპზევე მოუწევს "შავ ლომთან" ერთად გამგზავრება. ნახევარფინალის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში უკვე სრული შემადგენლობით დავბრუნდებით“.

"2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კი, ესპანეთთან, ფაქტობრივად, ფინალი, განსაკუთრებული შეხვედრა გვექნება. მეტოქე მსოფლიო თასზე უკვე გავიდა და ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებს. ის თბილისში მოსაგებად ჩამოვა, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს. კარგად გვესმის, რომ ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველის, რადგან ესპანეთი დაბალანსებული გუნდია, როგორც ძალისმიერი, ასევე ტექნიკური კუთხით და სრული მონდომებით ვემზადებით“.

„საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ასევე გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რაც განვლილ შეხვედრებში გვქონდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვიგოთ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამისათვის კი ესპანეთთან მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება“.

rugby.ge

ისინი სად არიან საინტერესოა, ვინც ე.წ კლანის წინააღმდეგ იყვნენ და თვლიდნენ, რომ არჩევნები წაართვეს? რატომ არ იღებენ ხმას? მაინცდამაინც ურემი უნდა გადაბრუნდეს, გზა რომ გამოჩნდეს? ან გამგეობაში რომ არიან ნაკრების ყოფილი წევრები და ვეტერანი მორაგბეები, შეუძლიათ ასე მშვიდად უყურონ თავიანთი ნაჯაფარის წყალში გადაყრას? წლევანდელ ბღლარძუნს თავი დავანებოთ, წინ მსოფლიოა და მომავალი, რომელსაც თუ ასე გაგრძელდა, თავიდან მოუწევს ყველაფრის დაწყება და თუ ეს დღე დადგა, აღარავის გაახსენდება რამდენი სათამაშო მოედანი აშენდა და რამდენი ფული დახარჯა ფონდმა ქართუმ ამ საქმეში იმიტომ, რომ ეს ყველაფერი წყალში იქნება გადაყრილი და ბოლოს გულშემატკივართა რიცხვს მარტო ნაცნობ-მეგობრებიღა შეადგენენ. ნამდვილად მართალი ბრძანდებით, ამას ჩვენ კი არა, ჟურნალისტები უნდა წერდნენ და აპროტესებდნენ!
rugby
ნამუსიც კარგი საქონელია ლევან! აბრალებს ყველას და ყველაფერს თავის თავის გარდა! საქართველოში ყველაფრის მწვრთნელი არის, ნაკრებ-ების, შავი ლომის, კლუბის ....! შავი ლომის ბიჭებს (როცა შეიძლება) თავის კლუბებში არ უშვებს (დიდ 10 ვგულისხმობ) და სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვთ, როგორ შეიძლება ნაკრების წევრებს 6 თვის განმავლობაში 4-5 თამაში ქონდეთ ნათამაშები, რის გამოც რეგრეს განიცდიან ბიჭები და რა თქმა უნდა დიდი 10! როგორც თვითონ ამბობს შავი ლომი არის ნაკრების შესავსები, (პირადული არავისთან) მაგრამ შავ ლომში ასაკით ბევრი გადაზრდილია! ყველა ასაკობრივ და მთავარ ნაკრებშიც და შავ ლომში ნეპოტიზმით ხდება მოთამაშეების შერჩევა, უპირატესობა ენიჭება ძირითადად ერთ კლუბ ....-ს, (რაგბში ჩახედულები მიხვდებიან)! და კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ჟურნალისტები!!!! დღეს საქართველოში არ არის ჟურნალისტი ვისაც შეუძლია თამაშს ანალიზი გაუკეთოს და პრობლემებზე ილაპარაკოს! აღარაფერს ვამბობ კომენტატორებზე! P.S. ძალიან დიდი შანსია ქართულმა რაგბმა რუმინიზაცია განიცადოს!!!!!! ქართულ რაგბს შველა უნდა და პირველი ნაბიჯი ლევან მაისაშვილის გაშვებაა!!!! წადი ლევან!!!!!
:D
მაისაშვილი დარწმუნებული ვარ, კითხულობს ჩვენს კომენტარებს და ერთი დისლაიქიც რომ არა აქვს არცერთს, ნეტავ რას ფიქრობს ამაზე?
ედი ჯონსი
ჟურნალისტებო ხმა ამოიღეთ!!! გაუშვით მაისაშვილი!! რა 6 ერი, რუმინეთი გვათრევს შერკინებაში, პორტუგალიას ძლივს გადავურჩით, ჰოლანდიასთანაც წავაგებთ ესე მალე. ყველას და ყველაფრის ბრალი როგორაა წაგება თავისი თავის გარდა! იყოს შავ ლომში, ნაკრებს დაანებოს თავი, დავიღუპებით!!

მაისაშვილის განმარტებები სულ ერთი და იგივეა და მასთან უკვე კითხვაც აღარ ჩნდება. საინტერესოა, ფედერაცია ესპანეთთან შერცხვენას ელოდება, რომ გაინძრეს თუ მაინცდამაინც მსოფლიოზე ის ერთი თამაშიც უნდა წავაგოთ?
აკინ
ამ კაცის უტიფრობა უსაზღვრო და უკიდეგანოა რა პრობლემები რომ გვაქვს და პროგრესი არ ჩანს ბატონო ერთ დროს დროებითო მწვრთნელო თამაშიდან თამაშამდე ამ უსუსურ ტურნირზე ვისი ბრალია? ამიტომ ხარ მწვრთნელი ბატონო რომ პრობლემები აღმოფხვრა და თუ არ შეგიძლია წაბრძანდე მაგრამ მაგის ნამუსი არ გაქვს მე მგონი ნამუსი კორონას რომ დაუძვერი (ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს) მაშინ დაკარგე საბოლოოდ არ გამოვიდა მწვრთლი შენიდან ბიძიკო და წადი რაღა
დემე
ისეთი გრძნობა მაქვს რომ მსოფლიოზე ძალიან ცუდ შედეგს დავდებთ რეპეშაჟიდან რუმინეთი თუ შეგვხვდა შეიძლება ჯგუფში ბოლოზეც გავიდეთ. იმედია გამოსწორდება მდგომარეობა მაგრამ უმოქმედობით არაფერი არ ხდება. ფრენჩაიზიც ძალიან სუსტი თემა მგონია, მითუმეტეს აფრიკის მეორე დივიზიონი. ორი კლუბი უნდა შეიქმნას რომელიც პრო 14ს ითამაშებს ან ერთმა ითამაშოს და მეორე აფრიკაში იყოს 20 წლამდელების კანდიდატებით და 32 წელს გადაცილებული მორგბეებით დაბალანსებული და კიდე აუიცლებელია ლეგიონერები როგორც დიდ 10ში ასევე ფრენჩაიზში და თუ შეიქმნება მართლა პრო თოთხმეტისთვის კლუბი, იქაც საჭირო იქნება იმიტომ რომ მაგათთან ერთად ვარჯიშში და თამაშში ვითარდები. ჩავიხარშეთ ჩვენ წვენში საშინელებაა მარაზმია უკვე, მაგრამ ვინც გავიდა საფრანგეთში და ტოპ 14 თამაშობს ისინიც ვეღადაფერს ახერხებენ ნაკრებში, არანაირი სინქრონი არ ჩანს შერკინებაში, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ხაზი ასე დაჩრდილავდა შერკინებას.
zura
gaushvit es kaci tavis saqmrac icoda gaaketa . vinme ucxoeli moikvanet.regresia ukveragbshi inerciit migoravs da gacherdeba male
Irakli Apkhaidze
მწვრთნელზე ბევრს აღარფერს დავწერ, ყველამ მაგაზე დაწერეთ. სამწუხაროდ მსოფლიოსთვის ახალი, კვალიფიციური, უცხოელი მწვრთნელის მოყვანა დღეს უკვე დაგვიანებულია და ამას არც არავინ განიხილავს. არც, თავის დროზე, ჰეიგის წასვლის მერე განუხილავთ. მე ის უფრო მაინტერესებს ახლა, აი გამოცდილი, უმაღლეს დონეზე მოთამაშე მორაგბეები, რომელთაც ჰეიგი გაებუტა (თუ პირიქით), რატო აღარ ხვდებიან ნაკრების შემადგენლობაში? ჩილაჩავა, ჟვანია, კაკოვინი საერთოდ დაივიწყეს??
sormona
პრობლემები გვქონდაო რო იძახის ახალი ამბავია ეს? რამდენი ხანია პრობლემებია თითქმის ყველა მიმართელებით და მაისაშვილიც ამას იძახის ყველა თამაშის მერე მაგრამ რა გააკეთა გამოსასწორებლად? და თუ გააკეთა ფაქტია რო არ გამოდის და დასკვნის გაკეთება ამ ყველაფრიდან ძნელია? მიეხმაროს მასინ ვისი ვალდებულებაცაა რო მიხვდეს!
Tazo
სულ ერთი და იგივეზე ტირილი ხომ არ შეიძლება,ან ახლობელი არ გყავს ვინმე,რომ გირჩიოს-წასვლის დროაააააააა!!!!წადი რა და პროფესიონალს ვინმეს დაუთმე მაგ ადგილი,არ ხარ შენ ნაკრების მწვრთნელის დონე,გაიგე რა!!!
simartle
ისაო ესაო არც ეს ვიცი არც ისო - თუ არ იცი არაფერი მაშინ რას აწვალებ ამ ბიჭებს უმწვრნელოდ რომ თამაშობენ, ზემოდან ჯდომა და ყურება მწვრთნელობა არ არის..წადი, გამოიჩინე კაცობა და წადი, გადადექი... ნუ შეაზიზღებ საქართველოს თავს...
გუსანი
ყველა ხვდება ნაკრების სტაგნაციას, 5-6 წელია ერთი მისხალითაც ვერ გავიზარდეთ, მიუხედავად თითქოს კარგი შევსებისა, მიზეზები ყველგან და ყველაფერში შესამჩნევია, მაგრამ საწყენი ისაა, რომ სხვა სფეროებისგან (სპორტსა და სხვებშიც)განსხვავებით, საქართველოში რაგბი ცოტა წინ იყო -ლოკომოტივის როლი კი ბოლომდე ვერ შეითვისა.... ცალსახად და უპირატესობით თუ არა ესპანეთთან მარტო მოგებაც ვერ გამომისწორებს ხასითს, ერთი აუტსაიდერს მოვუგეთ წყნარად, დანარჩენში ხინჯი ბევრი იყო.... უკეთესი მომავლის იმედით...
Martali
Ai ubralod visac ar dagezarebat gadaxedet Maisashvilis komentarebs.... Yoveltvis da Sul sxvaa dammashave da yoveltvis mizezebs edzebs Rom tavi gaimartlos..... AR aris es Kaci nakrebis donis mcvrtneli da rato vkargavt dros...
გულშემატკივარი
... და დერეფანში ხომ სულ ბდღვინი ვადინეთ რუმინელებს!
სოსო
ბურთიან კაცზე მიყოლა და რაქიდან სწრაფი გადაყრა,ისტორიულად ჩვენი ნაკლი იყო,მაგრამ ჩვენი თუ მეტოქის მოლი,ჩვენი სუსტი წერტილი რომ გახდა,ეგეც ხომ ფაქტია?უსუსურები ვართ.გასაგებია,შერკინების წესები ძალიან შეიცვალა და შეგუება გაგვიჭირდა,ამიტომ უპირატესობა დავკარგეთ,მაგრამ სხვები რომ უმატებენ,ჩვენ რაღა გვჭირს?აგერ პორტუგალიის ფედერაციის ბიუჯეტი,სულ რაღაც 2 მილიონი ევროა,ჩვენზე გაცილებით ცოტა,მაგრამ ბოლო წლებში ისე მოუმატეს,კინაღამ წავაგეთ.გეგმა შეადგინეს და მას მიჰყვებიან.იქნებ საჭირო სპეციალისტებს ვერ ვპოულობთ?ბოლოს და ბოლოს,დერეფანში პირველ-მეორე კაცზე აგდება მაინც ხომ შეგვიძლია,ბურთები საერთოდ რომ არ დავკარგოთ?სულ ჩანს,რომ გუნდს პოტენციალი გაცილებით დიდი აქვს,მაგრამ ვერ ვეღირსეთ მის სრულად ნახვას.ალბათ დროა,პოტენციალის თუნდაც ერთ თამაშში მაინც გამობრწყინება,რომ იმედი და რწმენა დაგვიბრუნდეს,თუ რა თქმა უნდა ეს პოტენციალი რეალურად გაგვაჩნია.რუმინეთთან მორკინალებს რომ გაუჭირდათ,ხაზმა გადაწყვიტა თამაშის ბედი და ეს განსაკუთრებით სასიხარულოა,მაგრამ ესპანეთი მოძრავი გუნდია,მათთანაც შევძლებთ ამდენს?ისე უნდა ვთამაშობდეთ,რომ რუსებმა გამარჯვების დაქადნება ვერ გაგვიბედონ და ვერც სხვებმა შეგვიმცირონ ჩამორჩენა.დღევანდელი მდგომარეობა,ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს.შავი ლომიც ხომ ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა,მაგრამ ჯერ ვერ ვხედავთ,შეთამაშების გაუმჯობესებას,დრო კი აღარ იცდის.კარგ თამაშს და ლამაზ გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს,ვიცი,რომ ჩვენს გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ,მაგრამ ამასთან ერთად,სულ უფრო უკეთესი თამაში გვინდა,ჟინიანი,თავისუფალი,ტემპიანი და დისციპლინირებული.მაშინ ყველაფერი ისე იქნება,როგორც საჭიროა.
qartveli
დღემდე ვერ ვისწავლეთ აუტის ღირსეულად ჩაწოდება, სწორედ მაგი გვღუპავს ხოლმე. ხომ შეიძლება ამ ასპექტში პროგრესი განვიცადოთ ?
მიმინო
რაც მაისაშვილია-სულ ეგეთი ტირილია-დაანებე ბუძი ამ საქმეს თავი და დაისვენე და დაგვასვენე
პაატა
მაგ ჩამონათვლს დერეფანში თამაში და უამრავი ჯარიმის აღებაც დაამატე და მერე დააბრალე მსაჯს:( რა უბედურება გჭირს ლევან, წადი რა ძმურად და აიმაღლე სამწვრთნელო კვალიფიკაცია, ვერ ხარ სანაკრებო დონის მწვრთნელი!!!
rable
"რაშიც პრობლემები გვქონდა იმაში ვემზადებოდითო" -ხოდა ესაა საქმე -თუ პრობლემას ვერ აგვარებ თანასწორ და მეტნაკლებად თანაბარი დონის გუნდთან -ადექი და სხვას დაუთმე ადგილი დალოცვილო, ვერმოგვარებას უმწვრთნელოდაც შეძლებს ყველა...
I have
4 welia mag problemebs chvenc vxedavt shen is gvitxari ratoa problemebi da rac dainishne ras miagwiee xelfasi garda
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!