აშშ-ის ელჩის სტუმრობა - შარიქაძე ესპანეთთან მატჩის წინ კრიტიკოსებს ობიექტურობისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ, "ბორჯღალოსნებმა" თოვლიან „დინამო არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

უხვმა ნალექმა, რომელმაც „დინამო არენას“ მოედანი დაფარა, გუნდის გეგმები არია. შუადღისას დაგეგმილი ვარჯიში 4 საათის დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით 40 წუთში დასრულდა.

ვარჯიშის დაწყებამდე "ბორჯღალოსნებს" აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეწვია. გუნდის წევრებმა მას სამახსოვრო ავტოგრაფებით დამშვენებული კვართი და ბურთი გადასცეს, მერე კი, შეძლებისდაგვარად, კომბინაციები გადაიმეორეს.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და ესპანეთს მსოფლიო თასის საგზური
უკვე განაღდებული გვაქვს, კვირას ფინალი, პრინციპული თამაში გველოდება. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და გვინდა ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. ამისთვის ვემზადებით და ყველა შესაძლო სცენარი გავიარეთ. მოედანი დათოვლილია და ვეცდებით ჩვენი თამაში ამ პირობებს მოვარგოთ.

ჩვენთვის გულშემატკივარი ძვირფასია და ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ისინი მაქსიმალურად იქნებიან ტრიბუნებზე. ასევე ვიმედოვნებთ, რომ თასს კიდევ ერთხელ ავწევთ მათ წინაშე.

პორტუგალიასთან ისე ვერ ვითამაშეთ როგორც გვსურდა. ასევე გაუქმდა რუსეთთან თამაში, სადაც 5 ქულის აღებას ვგეგმავდით და ისე მოხდა, რომ დასკვნით თამაშს უჩვეულო, მეორე ადგილით ვხვდებით. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წელს გამოჩნდა ძალიან ძლიერი გუნდი ესპანეთი, რომელიც უმთავრესად საფრანგეთში მოთამაშე ნატურალიზირებული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. მათ მოახერხეს ყველა თამაშის დამაჯერებლად მოგება და მათთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ცოტას ვნერვიულობთ, მაგრამ როგორც წესი, სპორტში ამ ტიპის ნერვიულობა კარგია.

რუმინეთთან თამაშის შემდეგ კომენტარები წავიკითხე და ერთ რამეზე დამწყდა გული: რაც ნაკრებში ვარ, სულ მესმის, რომ შერკინება კარგად თამაშობს და ხაზი მას მხარს ვერ უბამს. რუმინეთთან ისე მოხდა, რომ შერკინებაში გვაჯობეს, მაგრამ ერთი კომენტარიც არ წამიკითხავს ხაზზე. ვაღიარებთ, რომ შეჯგუფებებში რუმინეთმა გვაჯობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ესპანეთთან ასე არ იქნება. დასანანი და საწყენია, რომ ხაზის კარგ თამაშზე არავინ საუბრობს და მოვუწოდებ კრიტიკოსებს, იყვნენ ობიექტურები და ხანდახან ჩვენც წაგვახალისონ“.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი | V ტური
20 მარტი. თბილისი. „დინამო არენა“. 18:00 საათი
საქართველო – ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 10 კეპი, 23 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 80 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 38 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ., 83 კეპი, 65 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 96 კეპი, 70 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 31 კეპი, 216 ქულა), 9. ვასილ ვარჯიში ლობჟანიძე (ბრივი, 63 კეპი, 70 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 28 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 87 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 27 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 71 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 31 კეპი, 40 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 26 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 40 ქულა).

მარქაფა:
16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 70 კეპი, 10 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 5 კეპი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 9 კეპი, 10 ქულა), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი), 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 38 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
არ ვიცი ესპანეთთან როგორ იქნება, ის კი ნათელია რომ ნაკრები სტაგნაციაშია და 5-6 წელია წინ ერთი გამართულიჯი ნაბიჯი ვერ გადადგა. ჰეიგი მიხვდა და წავიდა... ვერცერთი მოგება ხეირიანი( აუტსაიდერის გარდა) არ იყო.... ის რომ მსოფლიოზე გავედით კარგია მაგრამ წარმატება ნაკლებად, ეგ ისე გამოდის ქვეყანაში რომ ისევ მე-9 და მე 10 ბლოკი ისმოდეს ელ. დენის პრობლემად.... მსოფლიო ვითარდება ომობს ჯეკპოტის მოსახსნელად, ჩვენ კი ხაზზე და ბურთით თამაშს ვინღა დაეძებს, შერკინებებსაც ვაგებთ არალიდერებთან.... გაიღვიძე საქართველო!
გუსანი
15:33 20-03-2022
3
ცუცქირიᲫე რატომ არ გამოიᲫახა Ჩვენმა გენიოსმა? მაინცდამაინც Შავ ლომᲨი უნდა ᲗამაᲓობდეს რომ სასტავᲨი დააყენოს?!
დილეტანტი
06:15 20-03-2022
3

სიახლეები პოპულარული