შარიქაძე: ვეცდებით, კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ, ვიდრე მათ ჰგონიათ

AutoSharing Option
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთთან 49:15 მოგების შემდეგ კომენტარი "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"კარგად ვითამაშეთ და ამჯერად ვერავინ მოგვედავება. წინა თამაშების შემდეგ დიდი კრიტიკა მივიღეთ და ძალიან გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა. იმედი გვაქვს, რომ ყველა გავახარეთ და მსგავსი გამარჯვებები მომავალშიც არაერთი იქნება. ესპანეთი ამ ტურნირზე შექებას იმსახურებს, თუმცა შექება ჩვენც გვეკუთვნის. დღეს მთელი გუნდით ამაყი ვარ, რადგან არ არის მარტივი, ამდენი ნეგატივის შემდეგ მობილიზება მოახერხო და სასურველი თამაში აჩვენო.

რაც ნაკრებში ვარ, სულ მესმის, რომ ხაზი ვერ
თამაშობს და ყველა გასაყრელია ნაკრებიდან. დავიწყეთ ხაზით თამაში. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაგრამ ფაქტია, უკეთ ვთამაშობთ და არსად შემხვედრია კომენტარი - რა კარგია, რუმინეთს ხაზით ოთხი ლელო რომ გავუტანეთ. საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა. გაგვიხარდებოდა შექება და მოტივაციაც აგვიმაღლდებოდა. ვეცდებით, ჩვენი კარგი თამაშით კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ, ვიდრე მათ ჰგონიათ".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველა ქომაგის საყურადღებოდ: მჯერა რომ ყველას გვინდა ყოველთვის კარგი და საუკეთესო თამაში ვნახოთ ჩვენი ბიჭების მიერ, მაგრამ ნუ გვავიწყდება რომ ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან და შეიძლება თამაში შედგრს ან არა. მადლობა მათ რომ ჯერ ჯერობით დადებითი ბალანსი ჭარბობს ბევრად. მოდი ჩვენ მოტივაცია მივცეთ, დადებითი მუხტი გავაძლიეროთ, მოგება შევუქოთ და წაგებაში გავამხნეოთ, ხოლო რაც შეეხება სათამაშო შეცდომებს ჩვენზე უკეთ აფიქსირებენ და დარწმუნებული ვარ მიხედავენ. წარმატებები ბორჯღალოსნებს!
ქომაგი
00:48 24-03-2022
0
Nakrebis girseuli kapitania da aravin titoeul moragbes ar ukargavs chadebul shromas nakrebshi.....magram chemi azrit arascoria imis tqma ro vitom usapuzvlo Kritikaa gundis mimart....

Scored magitom gvchirdeba dzlieri mcvrtneli saxeliani romelic eset situaciebshi Tavis tavze aigebs cnexs da gunds kritikas ar miakarebs magram maisashvils magdeni arc esmis da arc gamocdileba ar aqvs..... Gundis tamashi bolo dros gasakritikebelia Rom Ära erteuli moragbeebi da magati magali klasi aqamde upro cud situaciashi viqnebodit..
Martali
14:12 22-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული