შარიქაძე: იტალიელებმა იგრძნეს, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და ემოციებში არ ავყევით

AutoSharing Option
ისტორიულ მატჩში იტალიის დამარცხების (28:19) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"ჩვენ წინასწარ არ ვსაუბრობდით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით. მოედანზე ყველაფერი დავდეთ და წარმატებას მივაღწიეთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, სტადიონზე ასეთი გარემო არასდროს მახსოვს. მადლობა ბათუმს, ეს გულშემატკივრობა სწორედ გადამწყვეტი იყო. კადრებში ჩვენი ემოცია კარგად ჩანს. პასუხისმგებლობას ვგრძნობდით იმათ წინაშე, ვინც რაგბი ჩვენამდე მოიტანა. ამ ხალხის ნაშრომი დღეს ჩვენ კარგად უნდა დაგვემთავრებინა.

იტალიელებმა როცა იგრძნეს, რომ თამაშს ვაკონტრილებდით, ემოციებს მოუმატეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ამას არ უნდა ავყოლოდით. მომდევნო მატჩი, პორტუგალიასთან,
მარტივი არ იქნება, რადგან ამ შეხვედრიდან გადართვა უნდა მოვახერხოთ. ბიჭებმა გასახდელში ერთმანეთს ვუთხარით, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, პორტუგალიასთან მარცხი რა ცუდი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
მთავარი სისუსტე დავძლიეტ ამ კონკრეტულ თამაშში, ამოვარდნა არ გვქონდა თამაშიდან რაც ქრონიკულად დაგვჩემდა. მეორე ტაიმში თუ არ გავაძლიერეთ თამაშში არც არაფეწრი დავუთმეთ იტალიელებს და მოვიგეთ. ესე უნდა გავაგრძელოთ!
გიორგი
00:10 11-07-2022
1
მერაბ შე მაგარო კაცო, გილოცავთ.............
ტყუპი ქოი
23:48 10-07-2022
0

სიახლეები პოპულარული