შარიქაძე: იტალიელებმა იგრძნეს, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და ემოციებში არ ავყევით

AutoSharing Option
ისტორიულ მატჩში იტალიის დამარცხების (28:19) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"ჩვენ წინასწარ არ ვსაუბრობდით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით. მოედანზე ყველაფერი დავდეთ და წარმატებას მივაღწიეთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, სტადიონზე ასეთი გარემო არასდროს მახსოვს. მადლობა ბათუმს, ეს გულშემატკივრობა სწორედ გადამწყვეტი იყო. კადრებში ჩვენი ემოცია კარგად ჩანს. პასუხისმგებლობას ვგრძნობდით იმათ წინაშე, ვინც რაგბი ჩვენამდე მოიტანა. ამ ხალხის ნაშრომი დღეს ჩვენ კარგად უნდა დაგვემთავრებინა.

იტალიელებმა როცა იგრძნეს, რომ თამაშს ვაკონტრილებდით, ემოციებს მოუმატეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ამას არ უნდა ავყოლოდით. მომდევნო მატჩი, პორტუგალიასთან,
მარტივი არ იქნება, რადგან ამ შეხვედრიდან გადართვა უნდა მოვახერხოთ. ბიჭებმა გასახდელში ერთმანეთს ვუთხარით, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, პორტუგალიასთან მარცხი რა ცუდი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ახლა ფიჯისზე მოგება მინდა ...შერკინების დომინირება აღადგინეთ ბიჭებო და...
კახაბერი
13:27 11-07-2022
0
შარიქაძე ბევრი მილანძღია აქამდე მაგრამ საბოლოოდ მაინც იმსახურებს პატივისცემას. ძალიან გაწონასწორებული და მოაზროვნეა. რაღაცნაირი უცნაური ტიპია, ისეთი შთაბეჭდილება რჩება ძალას ყოველთვის ინახავს და სწორად მოქმედებს. რაც ჩემში არ ჯდება და არასდროს არ ჩაჯდება, მაგრამ სიმართლეა სწორია და შედეგი მოაქ. განსაკუთრებით ამის მატჩის წინა განცხადება მომეწონა, იტალიასთან მოგება 6 ერის ბოსებზე არავითარ გავლენას არ მოახდენსო მაინც არ მიგვიღებენო ანუ. ამით იტალიელები მოადუნა სწორი ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა, მოდით ბიძია ნუ გეშინიათო რომც მოგიგოთ 6 ერიდან არავინ არ გამოგაგდებთო დაწყნარდითო ტ==== მაინც გამთბარი გექნებათო. არადა იტალიელები დიდი პრეტენზიებით მოდიოდნენ. ამან მოადუნა დააწყნარა დააგოიმა ტექნიკურად, სწორი პასუხი გასცა და გავლენა ამანაც იქონია ჩემი აზრით. ძალაც დაუმალა, დანარჩენი ფაქტორები გულშემატიკივრობა თვითონაც მაგარი მონდომებით ითამაშეს და მოვუგეთ. იტალიელები აქამდე ვერ ბედავდნენ ჩამოსვლას სანამ ჩვენი ნაკრები უფრო ძლიერი და სახიფათო იყო გორგოძე რომ გვყავდა აშ, ბოლო წლებში ცოტა ფეხი დაგვიცდა დავსუსტდით შედარებით ხალხი დაგვაკლდა და ეხლა გაბედეს დიდის ამბით ჩამოსვლა არადა მანამდე რომ იმალებოდნენ არაფერი ვითომ. ხოდა კარგად ჩამოვიტყუეთ. მიიღეს საკადრისი და იდგნენ სარნაყლაპეპი ეხლა. იტალიელებს წუწუნი ხო ევასებათ და საწუწუნო მიზეზი მივეცით აწი თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობაში არიან შალონ თითები ჟესტიკულაციებით იწუწუნონ ეხლა
Bidzi.
00:57 11-07-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული