Daily Mail: საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია - ეს მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელებმა უნდა გაიგონ!

AutoSharing Option
ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრების მიერ იტალიის დამარცხებას (28:19) წერილი ბრიტანულმა "დეილი მეილმა" მიუძღვნა (ავტორი ალექს ბაიუოტერი). გთვაზობთ მცირედი შემოკლებით:

"საქართველომ კირან ქროულის გუნდს უამრავი გულშემატკივრის წინაშე სძლია... ამას წინ უძღოდა ექვს ერში გაერთიანების მოწოდება, რომელიც როგორც მოსალოდნელია, კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება. მასპინძლები შეხვედრის დიდი პერიოდის განმავლობაში დომინირებდნენ. ეს მათთვის ღია კარის დღე იყო და შანსი, მსოფლიო რაგბისთვის თავიანთი ამბიციების შესახებ განეცხადებინათ. "ლელომ" თავისი შანსი გამოიყენა. მაისაშვილის გუნდი გამაყრუებელი ხმაურის ფონზე ამ დახურულ კარში არა იმდენად შევიდა, რამდენადაც გატეხა.

ეს მნიშვნელოვანი
გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა მხედველობაში უნდა მიიღონ. საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია. მას მეტი ასეთი თამაში სჭირდება, რათა თავისი ფასეულობა აჩვენოს და მეორე დონის ქვეყანაში რაგბის განვითარებას ხელი შეუწყოს. ამ მოგების შედეგად ექვს ერში გაერთიანების მოწოდებები მხოლოდ გაძლიერდება. ბევრი თვლის, რომ ამ ტურნირში ყოველ წელს უნდა მოქმედებდეს გავარდნისა და დაწინაურების სისტემა. საქართველომ თავისი სიმართლე დაამტკიცა. დროდადრო ურიგოდ არ თამაშობდნენ და სწორედ ვნება და ამ მოვლენის მნიშვნელობა გვაოცებდა წარმოსახვაში.

ატმოსფერო საოცარი - ეს რაგბის თამაშის ფენომენალური გამოცდილება გახლდათ. სიმართლე გითხრათ, საქართველო მეტს იმსახურებს. ეს იყო ღამე, როდესაც მათი ხმა ისმოდა და მისი ექო ზაფხულის ბოლომდე მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელთა დერეფნებში უნდა გაიგონ.

საქართველო მიჩვეულია იმას, რომ თბილისში ეროვნულ გუნდს 50 ათასი გულშემატკივარი უჭერს მხარს, ამჯერად კი მატჩი ბათუმში გაიმართა და პირველი ეშელონის წარმომადგენელთან თამაშის იშვიათ შესაძლებლობას წარმოადგენდა. რაგბის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით შეხვედრების სხვადასხვა ქალაქში ჩატარება მათი გეგმის ნაწილს წარმოადგენს და "აჭარაბეთ არენა" თითქმის გაივსო. რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნული სახეობაა და მისდამი მგზნებარე დამოკიდებულება ცხადია. ამის გასაგებად ბათუმში ყოფნა იყო საჭირო. ეროვნული ჰიმნი ლამაზად შესრულდა.

მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებისთვის საუკეთესოდ წარიმართა და ისეთი ხმაური იყო, სტადიონს სახურავი რომ ჰქონოდა, აუცილებლად ჩამოინგრეოდა. არენაზე დიქტორი შეუსვენებლივ მუშაობდა. ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო წარმოდგენა იყო. ის რაგბიზე გადარეულ მაყურებელს ყოველ წუთში ამხნევებდა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. იტალია მეორე ტაიმში ბურთს ხშირად ფლობდა, მაგრამ გუნდმა, რომელმაც მარტში უელსს კარდიფში სძლია, შეცდომები დაუშვა, რამეთუ გიგანტურმა ქართულმა გუნდმა წაგებაზე უარი განაცხადა. როდესაც ტანით პატარა აფრასიძემ მოედნის თავისი ნახევრიდან საჯარიმო გაიტანა - ეს რაღაც წარმოუდგენელი გახლდათ. თქვენ საკუთარ თავს კითხვას დაუსვამდით, საერთოდ მიაწვდენდა კი მიზნამდე ბურთს? და ტრიბუნებმა ისევ იხუვლა. საქართველომ გამარჯვება დაიმსახურა და საფინალო სასტვენის შემდეგ აღფრთოვანდნენ. მხოლოდ მოედანზე როდი ზეიმობდნენ. მთელი ერი ზეიმობდა. ცათამბჯენიდან ფოიერვერკები გაისროლეს. ეს რაღაც ხმამაღალ განაცხადს წარმოადგენდა".

მკითხველის კომენტარები / 34 /
6 ერის ჩემპიონატის იმ სისტემით ჩატარება, როლითაც ტარდება ამუხრუჭებს ევროპულ რაგბს. ვინ სულელმა მოიგონა, რომ ლიგიდან ლიგაში გადასვლა საჭირო არ არის? მაშინ რა სტიმული აქვს იტალიას განვითარდეს თუ 6 ერში ადგილი ისედაც დაჯავშნული აქვს? ან რა სტიმული აქვს საქართველოს რაგბს განვითარდეს და 8 ერი კიდევ ერთხელ მოიგოს თუ თავს ზემოთ მაინც ვერ ახტება? თუ 6 ერში აუტსაიდერის პირდაპირი დაქვეითების სისტემას არ აამუშავებენ მაშინ 6 ერის აუტსაიდერისა და 8 ერის გამარჯვებულის ტესტ მატჩის გამართვას რა უშლის ხელს? ამით 6 ერისთვის ხომ უკეთეს გუნდს ვირჩევთ, ანუ მიმაჩნია, რომ ამ გზით 6 ერში გადასვლის სისტემა აუცილებლად უნდა შდანერგონ. რადგან იქ გამარჯვებული 6 ერს აუცილებლად გააძლიერებს, ამით კი ევროპული რაგბი განვითარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოზე აუტსაიდერის როლში აღმოჩნდება.
ჟორა გაბრიჭიძე
11 ივლისი 2022 10:50
1
ტიპებს არ აწყობთ რაგბის განვითარება, ვერ ხედავს ამაში დიდ მოგებას და სულ არ აინტერესებთ ხვალ რაგბი სად იქნება, 6 ერს ატარებს კომერციული ორგანიზაცია რომლის მიზანია ფულის შოვნა ზედმეტი დაძაბვის გარეშე. რაგბი მაგრად კიდიათ მაგათ!
ზურა
11 ივლისი 2022 10:47
0
ადრეც დავსვი ეს შეკითხვა,მაგრამ პასუხი არ ქონდა არავის და გავიმეორებ :) 6 ერში იტალიია ჩანაცვლებაზე რატომაა საუბარი? რომ დავემატოთ მეშვიდე წევრად? რამე ფორმალურობა უშლის ხელს?
შეტევა
11 ივლისი 2022 10:24
2
რამდეჯერ დაგვიმალა იტალია მსოფლიო რაგბის მამებმა,მაგრამ მოსახნავი პატარძალივით მაინც არ აცდა.
შულაია
11 ივლისი 2022 10:02
4
6 ერიდან ნებისმიერი გამოუშვით საქართველოში,ოღონდ ბათუმში ათამაშეთ,მალე ეს სტადიონი ფენერბახჩეს სტადიონს გადაუსწრებს ხმაურში)))
გიუᲨა
11 ივლისი 2022 09:53
0
შეცდომით წავიკითხე, ფენერბახჩეს სტადიონს გადაუსწრებს ხაშურშიო :) ამასწინათ ისეთები ქნეს მაყრებლებმა ხაშურში, რომ არც გამკვირვებია და მაგრაც ვიცინე :)
გიჟუას
11 ივლისი 2022 15:22
0
არ მიგვიღებენ და ძალით შევამტვრევთ კარებს. მსოფლიოზე ჯგუფიდან უნდა გავიდეთ, ჯგუფში უნდა ჩავტოვოთ უელსი და ფიჯი. მერე ვნახოთ სად დაგვემალებიან.
G.LA
11 ივლისი 2022 09:20
3
ფიჯი რატომ გგონია აუტსაიდერი? მსოფლიოზე ნახავ რასაც იზამს.
გიორგი
11 ივლისი 2022 11:10
1
თუ არ მიგვიღებენ არაა აუცილებელი, მთავარია გვესპარინგონ რომ იმდენივე მატჩი დაგვიგროვდეს რამდენიც პირველ გუნდებს.. მსოფლიოსთვის რომ მოვემზადოთ..
O.k.
11 ივლისი 2022 02:42
1
ზუსტად... ეხლა რო მიგვიღონ, პირველი ორი წელი გაგვარღვევენ ძირითადად და ისევ დაიწყება თემა რო არ ვართ იმ დონის... ბევრი ტიერ1 თამაში გვინდა ჯერ და აუცილებლად გავალთ იმ დონეზე რო ყველა თამაში არ წავაგოთ და შოტლანდიები ვანერვიულოთ... ლელო ლელო საქართველო
რა მაფიაა
11 ივლისი 2022 09:17
0
საოცარი სტატია.
იბერია
11 ივლისი 2022 02:00
1
ძალიან მაგარი სტატიაა, თან ვისგან!!!ეს უდავოდ დიდი აღიარებაა!
თომა
11 ივლისი 2022 01:55
0
ერთი ასეთიც და მიგვიღებენ
ლევან მაღლაკელიძე
11 ივლისი 2022 01:45
1
ჩვენი 10 ნომერი მიწაზე იწვა, დახმარებას იღებდა მედიკოსებისგან და ტიპებმა ირლანდიელებმა აუტი მოაწოდეს, მსაჯმაც არ გააჩერა თამაში, გაგვიშალეს ბურთი მეტობით დადეს ლელო. ეს იყო უდიდესი უსამართლობა უელსის მოგონილ ტრავმიანობასთან ერთად შერკინებაში რომ არ დამდგარიყვნენ.
,-.
11 ივლისი 2022 22:35
0
ერთი კი არა 2 ეგეთი იყო უკვე სინამდვილეში თანაც კარგა ხნის წინ და მშვენივრად იციან. ირლანდიასთან და უელსთან არ ჩათვლილ მოგებებს ვგულისხმობ
Mexsiereba.
11 ივლისი 2022 02:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული