Daily Mail: საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია - ეს მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელებმა უნდა გაიგონ!

AutoSharing Option
ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრების მიერ იტალიის დამარცხებას (28:19) წერილი ბრიტანულმა "დეილი მეილმა" მიუძღვნა (ავტორი ალექს ბაიუოტერი). გთვაზობთ მცირედი შემოკლებით:

"საქართველომ კირან ქროულის გუნდს უამრავი გულშემატკივრის წინაშე სძლია... ამას წინ უძღოდა ექვს ერში გაერთიანების მოწოდება, რომელიც როგორც მოსალოდნელია, კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება. მასპინძლები შეხვედრის დიდი პერიოდის განმავლობაში დომინირებდნენ. ეს მათთვის ღია კარის დღე იყო და შანსი, მსოფლიო რაგბისთვის თავიანთი ამბიციების შესახებ განეცხადებინათ. "ლელომ" თავისი შანსი გამოიყენა. მაისაშვილის გუნდი გამაყრუებელი ხმაურის ფონზე ამ დახურულ კარში არა იმდენად შევიდა, რამდენადაც გატეხა.

ეს მნიშვნელოვანი
გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა მხედველობაში უნდა მიიღონ. საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია. მას მეტი ასეთი თამაში სჭირდება, რათა თავისი ფასეულობა აჩვენოს და მეორე დონის ქვეყანაში რაგბის განვითარებას ხელი შეუწყოს. ამ მოგების შედეგად ექვს ერში გაერთიანების მოწოდებები მხოლოდ გაძლიერდება. ბევრი თვლის, რომ ამ ტურნირში ყოველ წელს უნდა მოქმედებდეს გავარდნისა და დაწინაურების სისტემა. საქართველომ თავისი სიმართლე დაამტკიცა. დროდადრო ურიგოდ არ თამაშობდნენ და სწორედ ვნება და ამ მოვლენის მნიშვნელობა გვაოცებდა წარმოსახვაში.

ატმოსფერო საოცარი - ეს რაგბის თამაშის ფენომენალური გამოცდილება გახლდათ. სიმართლე გითხრათ, საქართველო მეტს იმსახურებს. ეს იყო ღამე, როდესაც მათი ხმა ისმოდა და მისი ექო ზაფხულის ბოლომდე მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელთა დერეფნებში უნდა გაიგონ.

საქართველო მიჩვეულია იმას, რომ თბილისში ეროვნულ გუნდს 50 ათასი გულშემატკივარი უჭერს მხარს, ამჯერად კი მატჩი ბათუმში გაიმართა და პირველი ეშელონის წარმომადგენელთან თამაშის იშვიათ შესაძლებლობას წარმოადგენდა. რაგბის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით შეხვედრების სხვადასხვა ქალაქში ჩატარება მათი გეგმის ნაწილს წარმოადგენს და "აჭარაბეთ არენა" თითქმის გაივსო. რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნული სახეობაა და მისდამი მგზნებარე დამოკიდებულება ცხადია. ამის გასაგებად ბათუმში ყოფნა იყო საჭირო. ეროვნული ჰიმნი ლამაზად შესრულდა.

მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებისთვის საუკეთესოდ წარიმართა და ისეთი ხმაური იყო, სტადიონს სახურავი რომ ჰქონოდა, აუცილებლად ჩამოინგრეოდა. არენაზე დიქტორი შეუსვენებლივ მუშაობდა. ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო წარმოდგენა იყო. ის რაგბიზე გადარეულ მაყურებელს ყოველ წუთში ამხნევებდა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. იტალია მეორე ტაიმში ბურთს ხშირად ფლობდა, მაგრამ გუნდმა, რომელმაც მარტში უელსს კარდიფში სძლია, შეცდომები დაუშვა, რამეთუ გიგანტურმა ქართულმა გუნდმა წაგებაზე უარი განაცხადა. როდესაც ტანით პატარა აფრასიძემ მოედნის თავისი ნახევრიდან საჯარიმო გაიტანა - ეს რაღაც წარმოუდგენელი გახლდათ. თქვენ საკუთარ თავს კითხვას დაუსვამდით, საერთოდ მიაწვდენდა კი მიზნამდე ბურთს? და ტრიბუნებმა ისევ იხუვლა. საქართველომ გამარჯვება დაიმსახურა და საფინალო სასტვენის შემდეგ აღფრთოვანდნენ. მხოლოდ მოედანზე როდი ზეიმობდნენ. მთელი ერი ზეიმობდა. ცათამბჯენიდან ფოიერვერკები გაისროლეს. ეს რაღაც ხმამაღალ განაცხადს წარმოადგენდა".

მკითხველის კომენტარები / 34 /
თუ არ მიგვიღებენ არაა აუცილებელი, მთავარია გვესპარინგონ რომ იმდენივე მატჩი დაგვიგროვდეს რამდენიც პირველ გუნდებს.. მსოფლიოსთვის რომ მოვემზადოთ..
O.k.
11 ივლისი 2022 02:42
1
ზუსტად... ეხლა რო მიგვიღონ, პირველი ორი წელი გაგვარღვევენ ძირითადად და ისევ დაიწყება თემა რო არ ვართ იმ დონის... ბევრი ტიერ1 თამაში გვინდა ჯერ და აუცილებლად გავალთ იმ დონეზე რო ყველა თამაში არ წავაგოთ და შოტლანდიები ვანერვიულოთ... ლელო ლელო საქართველო
რა მაფიაა
11 ივლისი 2022 09:17
0
საოცარი სტატია.
იბერია
11 ივლისი 2022 02:00
1
ძალიან მაგარი სტატიაა, თან ვისგან!!!ეს უდავოდ დიდი აღიარებაა!
თომა
11 ივლისი 2022 01:55
0
ერთი ასეთიც და მიგვიღებენ
ლევან მაღლაკელიძე
11 ივლისი 2022 01:45
1
ერთი კი არა 2 ეგეთი იყო უკვე სინამდვილეში თანაც კარგა ხნის წინ და მშვენივრად იციან. ირლანდიასთან და უელსთან არ ჩათვლილ მოგებებს ვგულისხმობ
Mexsiereba.
11 ივლისი 2022 02:48
2
ჩვენი 10 ნომერი მიწაზე იწვა, დახმარებას იღებდა მედიკოსებისგან და ტიპებმა ირლანდიელებმა აუტი მოაწოდეს, მსაჯმაც არ გააჩერა თამაში, გაგვიშალეს ბურთი მეტობით დადეს ლელო. ეს იყო უდიდესი უსამართლობა უელსის მოგონილ ტრავმიანობასთან ერთად შერკინებაში რომ არ დამდგარიყვნენ.
,-.
11 ივლისი 2022 22:35
0
მადლობა მთარგმნელს, მადლობა ალექს ბაიუოტერს.
T.q
11 ივლისი 2022 14:46
0
საოცარი თამაში იყო საოცარი გულშემატკივრობით, 6 ერის წარმომადგენელი დავამარცხეთ, ეს შედეგი დიდი სიამაყის საფუძველს იძლევა, ამაყები უნდა ვიყოთ ქართველი მორაგბეებით ვეტერანებით და დღევანდელი თაობით, მატჩის ბოლოს კადრში მამუკა გორგოძე გამოაჩინეს, რომელმაც თავის დროზე ლომის წვლილი დადო ქართული რაგბი რომ ამ დონემდე მოსულიყო, ქართული რაგბის ისტორია დღემდე საოცარია, და ჩვენს გულებში სიამაყის და სიყვარულის გრძნობებს აღძრავს, კბილი გავუსინჯეთ ტიერ 1 გუნდს და აწინ კიდევ ხშირად მოვუგებთ, ბიჭებმა უკვე გამოსცადენ თუ რა არის ამისთვის საჭირო
Fani
11 ივლისი 2022 14:18
1
6 ერიდან ნებისმიერი გამოუშვით საქართველოში,ოღონდ ბათუმში ათამაშეთ,მალე ეს სტადიონი ფენერბახჩეს სტადიონს გადაუსწრებს ხმაურში)))
გიუᲨა
11 ივლისი 2022 09:53
0
შეცდომით წავიკითხე, ფენერბახჩეს სტადიონს გადაუსწრებს ხაშურშიო :) ამასწინათ ისეთები ქნეს მაყრებლებმა ხაშურში, რომ არც გამკვირვებია და მაგრაც ვიცინე :)
გიჟუას
11 ივლისი 2022 15:22
0
რამდეჯერ დაგვიმალა იტალია მსოფლიო რაგბის მამებმა,მაგრამ მოსახნავი პატარძალივით მაინც არ აცდა.
შულაია
11 ივლისი 2022 10:02
4
სტადიონის კომენტატორი - სამარცხვინო გამოგონებაა, ემოციური მწყემსი გაუთვიცნობიერებელ ჯგროს ჭირდება და არა რაგბის გულშემატკივარს.ტვინი შეჭამა.

თითქმის სავსე სტადიონიც ცოტა ტეხავს, ვერ შევავსეთ :(

თამაში კი იშვიათი შედგა, არ მახსოვს ასეთი ბოლოს ვნახეთ.

ანდრი
11 ივლისი 2022 11:04
3
სტადიონის კომენტატორმა მართლა ტვინი დაპეპლა :) სხვა ყველაფერი დიდებული იყო.
irakli81
11 ივლისი 2022 23:04
1
მოგვეცით ყოველ ტესტებზე სამივე თამაში ტიერ1 გუბდებთან. ეგ ხომ მაინც არარის ექვსი ერი?? აი მაგალითად ეხლა პორტუგალიასთან რო გვათამაშებთ ისევ. გვათამაშეთ უელსთან ან სკოტებთან. ტესტებიც კომერციული დახურული ტურნირია???
123
11 ივლისი 2022 11:57
0
ტყუილა უყურებ პორტუგალიას ალმაცერად.
ანდრი
11 ივლისი 2022 14:46
0
უელსთან უკვე არის თამაში დაგეგმილი 19 ნოემბერს.
გიორგი
14 ივლისი 2022 00:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული