რაგბი ევროპის ჩემპიონატი - ახალი მონაწილეებით და ახალი ფორმატით

AutoSharing Option
ბელგია, პოლონეთი და გერმანია 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებენ. წელს ტურნირიდან არავინ გავარდნილა, შედეგად, გაისად ის 6-ის ნაცვლად 8-გუნდიანი იქნება.

2022 წლის რაგბი ევროპის ალაფაზე ბელგიამ პირველი ადგილი დაიკავა, პოლონეთი კი მეორე იყო. რადგან რუსეთი დისკვალიფიცირებულია, უძლიერესთა შორის თამაშის უფლება მესამე ადგილზე გასულმა გერმანიამაც მიიღო.

ამრიგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომავალ გათამაშებაში საქართველო, რუმინეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, პოლონეთი და გერმანია ითამაშებენ.

ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
პოლონეთთან ორიდან ორი წაგება გვაქ და 100 ქულას არასდროს ავსულვართ. ნეტა...
Rezo
29 ივლისი 2022 22:10
0
რაც შეეხება იტალიას და ზოგადად ნაკრებების რანჟირებას - მსოფლიო რაგბი უმთავრეს მნიშვნელობას ანიჭებს რეიტინგს და სარეიტინგო ქულებს. ამ პარამეტრით იტალია დიდი ხანია ბობოლებში ვერ მოიაზრება. საერთოდაც რუმინეთს უფრო უკეთესი შედეგები აქვს ნაჩვენები ვიდრე იტალიას.
ასე რომ იტალიას რომ მოვუგეთ კარგია, მაგრამ რეალურად პირველი ეშელონის გუნდისთვის არ მოგვიგია. აი უელსთან მოგება თუ მოვახერხეთ, მაშინ დაიწყება ჩვენთვის სხვა დროის ათვლა...
რამაზ
28 ივლისი 2022 12:21
12
ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო და არის სამხრეთ ამერიკაში სადაც არგენტინა სხვებზე გაცილებით ძლიერია
https://en.wikipedia.org/wiki/South_American_Rugby_Championship#History
ვითამაშოთ, მოვიგოთ, კარგი ტესტები მოვითხოვოთ და როცა მსოფლიო თასზე ჯგუფიდან გავალთ მერე შემოთავაზებებიც გაჩნდება. ეხლა მთავარია მოწინააღმდეგის შეუფასებლობა არ დაგვემართოს.
არგენტინის ნაკრების სტატისტიკაში ერთი საინტერესო დეტალია: მათ აბსოლუტურად ყველა თამაში აქვთ მოგებული სამხრეთ ამერიკაში: https://en.wikipedia.org/wiki/Argentina_national_rugby_union_team

"Argentina has won every match against South American national teams, including 41 against Uruguay, 38 against Chile, 17 against Paraguay and 13 against Brazil."
რამაზ
28 ივლისი 2022 11:47
0
არასწორი თარგმანი გაქვს მეგობარო. სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებთან აქვთ ყველა მოგებული.
ავთო
29 ივლისი 2022 09:59
0
ჩამოვა ბელგია,ჰოლანდია და გერმანია ნატურალიზებულებით და შერკინებაში ვაჯობოთ,ან რა 3ციფრიანი ანგარიშით)))))))
ზურა
28 ივლისი 2022 11:33
0
შეეშვით 6 ერს, არ შეგვიშვებენ. მსოფლიო რაგბს შეუძლია რაგბი ევროპაზე თამაში აიძულოს 6 ერის ბოლო 2-3 გუნდს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვონ. ეს ხომ მაინცაა რაგბი მსოფლიოს ტურნირი? ესაა გამოსავალი, მაგრამ არც ამას აკეთებენ.
გიორგი
28 ივლისი 2022 01:32
3
შესაძლოა ეს ტესტირება იყოს 6 ერისთვის, რომ ამავე ფორმატში ჩაატარონ- ბოლო ადგილზე გასული გამოვარდეს. მხოლოდ საქართველო რომ მიიღონ, სავარაუდოდ იტალია გამოვარდება. ახლა კი გზას ეძებს რაგბი-ევროპა, ბობოლებს დააჯეროს საქართველოს და ესპანეთისან პორტუგალიის დამატებით 6 ერი კომერციულად არ წააგებს. მანამდე დიდი გზაა, მაგრამ ცვლილებების დაწყებით ქვემოდან ზემოთ რამე შეიცვალოს ჩვენ ამ დაბალდონიანებთან თამაშთან(რომლებსაც სამნიშნა ანგარიშით მოვიგებთ) პარარელულად ტიერ 1 გუნდებთან წლიურად 5-6 მატჩი მოვითხოვოთ (თუ ჩვენ ვკადრულობთ ჭ კლასელებთან თამაშს იკადრონ მათაც თორემ დაემსგავსა 6 ერი ,,კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტს"
ლევანი
27 ივლისი 2022 23:48
0
ეს ნიშნავს რომ რაგბი ევროპის დონე,კიდევ უფრო დაეცემა და ჩვენი ბიჭები,ინტერესს დაჰკარგავენ.თუ ტესტებში არ მოხდა კომპენსაცია,რეგრესი გარდაუვალი იქნება.6 ერის 8 გუნდიანად გადაკეთებაც გამოსავალი იქნებოდა,თუნდაც ბოლო ორი ადგილის რაგბი ევროპის ორ გამარჯვებულთან ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებით,მაგრამ გასაგებია,რომ 6 ერს ეს არაფერში აწყობს.ისევ ფრანჩიზებში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.ვიპოვოთ მათთვის უფრო ძლიერი ლიგა და იქიდან გავაძლიეროთ ნაკრები.ამ შემადგენლობის რაგბი ევროპის მატჩების ნახევარს,ალბათ თითქმის ახალგაზრდული ნაკრებით ვითამაშებთ და ამ ახალგაზრდების გამოჯეკვა იქნება თამაშების მიზანი.
სოსო
27 ივლისი 2022 21:45
0
პოლონეთტან და ამ დონის გუნდებთან უნდა ვთამაშობდეთ იტალიის დამარცხების შემდე, დაგვცინიან
ალეკსანდრე
27 ივლისი 2022 19:48
1

სიახლეები პოპულარული