ტესტ-მატჩში ურუგვაის 34:18 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს:

ლევან მაისაშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შეცდომები და ბევრი ჯარიმა ავიღეთ, თამაშით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეები ჩქარობდნენ და შეცდომებიც ამის შედეგი იყო. ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო და დარწმუნებული ვარ, მომდევნო შეხვედრაში ამდენი შეცდომა და ჯარიმა აღარ იქნება. თამაშის არცერთ ეტაპზე სადავეები ხელიდან არ გაგვქცევია. იყო სამწუხარო მომენტები, როდესაც არასისტემურად ვითამაშეთ, მაგრამ მალევე დავბრუნდით. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ტექნიკური წუნი თუ შეცდომები ამის შედეგია, რომლებიც აუცილებლად გამოსწორდება. კარგია, რომ გავიმარჯვეთ და თამაშიდან თამაშამდე განვვითარდებით. მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და რა თქმა უნდა, გულშემატკივარს.

ეს კვირა მხოლოდ სამოაზე ვიფიქრებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვებით უელსზე. კუნძულელებს ახასიათებთ თამაშების ჩაგდება და სამოას იტალიასთან მარცხმა არ უნდა მოგვატყუოს. ამ გადასახედიდან საგანგაშო ტრავმა არავის აქვს და ვიმედოვნებ, მომდევნო შეხვედრას ყველა მორაგბე მზადყოფნაში შეხვდება“.

მერაბ შარიქაძე: „სავსე სტადიონი უკეთესი იქნებოდა, თუმცა თითოულ გულშემატკივარს, რომელიც დღეს ტრიბუნაზე იყო, უდიდეს მადლობას ვუხდი. ვისურვებ, რომ სამოასთან მატჩში ტრიბუნები ბოლომდე იყოს სავსე.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, ბევრი ბურთი დავკარგეთ, მაგრამ მთლიანობაში ლაღი თამაში ვაჩვენეთ და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ, ყველა მათგანი ქულებში არ აისახა. მთლიანობაში ეს იყო თამაში, საიდანაც ბევრი რამ მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, სამოასთან შეხვედრამდე ინდივიდუალური შეცდომები გამოსწორდება. ამაზე მთელი კვირის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებთ“.

rugby.ge

გიორგი
შეცდომას ჰქვია მაისაშვილი.
15
რეგრესია ყოველი თამაშის შემდეგ! ასე თუ გაგრძელდა მალე ესპანეთი და პორტუგალია მოგვიგებს
NIGHT
ნაკრებს სჭირდება უბრალოდ მწვრთნელი არა სერიოზული მწვრთნელი მაღალი დონის გუნდი ვერ ანახებს იმ თამაშს რასაც უნდა ანახებდეს ამდენი წლის შემდეგ შავ ლომსაც სჭირდება მაღალი დონის მწვრთნელი შედეგს დებს მაგრამ რაგბის წინ სვლა არ ჩანს მაისაშვილი დიდი ხანია გასაშვებია
რეზო
ტრავმა
რეზო
30 ს გადაცილებული ვინ არის შერკინებაში? ჰუკერები? კი, ბატონო. სხვა ვინ?

პატივცემულო, მე აქ სარეიტინგო ქულები არ მიგულისხმია. საქართველოს ნაკრებს შეცდომები რომ არ დაეშვა და შეტევაში არ დაჯარიმებულიყო, მეტი ქულით შეძლებდა მეტოქის დამარცხებას - მეთქი
ანდრო
ეს მსისაშვილი ხომ ყოველთვის მართალი არის მისი წინამორბედივით. შეცდომები გვქონდა, ხან გუნდის ახალგაზრდობას აბრალებს და ზან რას. თვითონ ხომ არ იტყვის თუ რაშია მისი ბრალი ეხლა მოთამაშეების არ გამოძახებაც იმათი ბრალი ყოფილა, მათ სინდიზე თამაშობს. გარდა მელიქიძისა, კაკოვინის, ჟვანიას, ყაულაშვილის, კარკაძის, ჩილაჩავა და კიდევ სხვათა ისიც მათი არაპატრიოტობის ბრალია? და ეს რამდენი ხანია გეძელდება. ვიღაცა კი იტყვის რა დროს ეგენი არიან დაბერდნენო, მაგრამ თავის დროზე ჰეიგიდან მოყოლებული ასე იყო. გორგოძეც და ზერაქაც ისე წავიდნენ ეტყობოდა რაღაც იქ გუნდში არ იყო წესრიგში შარიქაზეს რომ უკვირს ხალხი რატომ არ დადისო?! კარგი ვიღაცა იტყვის ძვირიაო, მაგრამ ის 10 ლარიანი ბილეთების ადგილებიც ფაქტიურად ცარიელი იყო. რატომ კითხონ საკუთარ თავს, ფედერაციას,იმიტომ რომ ის ხალისი როცა ხალხი დადიოხა რაგბზე აღარ არის.
გიორგი-50
ლევან, პატივს გცემთ და ხშირად დამიცვიხართ სიტყვით...მაგრამ ახლა არ ხართ გულწრფელი, ამბობთ: ,,დავუშვით შეცდომები და ბევრი ჯარიმა ავიღეთო და თამაშით კმაყოფილი ვარო''.... ეს ხომ არაადეკვატური შეფასებააა... ალბათ, კმაყოფოლება ანგარიშზე უნდა გამოგეთქვათ... და კიდევ, თუ თავისით ვერ ხვდებიან, ცალკე ძმაკაცურად აუხსენი და დაუსაბუთე თქვენს 30-ს გადაცილებულ ძმაკაცებს, რომ წავიდნენ ან პატივით გავაცილოთ და გააგრძელონ თამაში ,,შავ ლომში'' და შერკინებაში მოიყვანეთ ახალგაზრდა ბიჭები... ხომ ატყობთ, რომ შერკინებაში პრობლემები და ბოლოწლების სამწუხარო უკუსვლის ტენდენცია გრძელდება...
მაის
სად არის ცუცქირიძე ,რატომ არ იძახებს?დაცვაში კედელივით გაუვალი იყო
რ
ერთი გამოსავალია - თუ ქართული რაგბის გულშემატკივრად მიაჩნია ვინმეს თავი, უნდა შევთანხმდეთ რომ საფრანგეთში მსოფლიო თასზე თამაშებამდე მაისაშვილის ბურღვას უნდა შევეშვათ. იქ თუ წარმატებები იქნება - დიდი მადლობა და უნდა დავუფასოთ, წარუმატებლობის შემთხვევაში უკვე საფუძლიანად პასუხი მოვთხოვოთ. ეხლა რაც ხდება ქართულ რაგბის მენტალობაში ვერ ეწერება - იტალიასთან მოგება მხოლოდ ბიჭების დამსახურება და პორტუგალიასთან ფრე მხოლოდ მაისაშვილის ქესტუმი? ურუგვაისთან კომფორტული ანგარიშით მოვიგეთ და სერიის პირველი თამაში რომ იყო და ეს შეცდომები რომ სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა ძალიან ცუდია, მაგრამ რამდენად გამოსწორებადია სამოასთან თამაშში ვნახავთ.
რ
ნაკრებების სატესტო მატჩებში, როცა გუნდების რეიტინგში 10 ქულაზე მეტი სხვაობა არაა, მნიშვნელობა აქვს 16 და მეტი ქულით მოგებას - ამ შემთხვევაში დარიცხული რეიტინგი ერთნახევარჯერ იზრდება. კონკრეტულად მოცემულ შემთხვევაში საქართველოს რეიტინგია 74.51 ურუგვაის 65.97. მასპინძელს (საქართველოს) პირობითი სარეიტინგო 3 ქულა ემატება და სხვაობა გამოვიდა 12.54. ეს ნიშნავს საქართველოს მოგების შემთხვევაში 0 ქულა ემატება, ფრეს შემთხვევაში 1.00 ქულას დავკარგავდით, 15 და ნაკლები ქულით დამარცხების შემთხვევაში 2.00 ქულას, ხოლო 16 და მეტი ქულით მარცხის შემთხვევაში 3.00. (ზოგადად თამაშის მერე რაც აკლდება დამარცხებულს იმდენივე ემატება მოგებულს).
მერაბი
ეჰ,რა ეშველება ამ გაუთავებელ შურს,ბოღმას,გაუტანლობას?....
ცოტნე
ეს რა მოუშორებელი ჭირია ! წადი დაგვანებე თავი რა თაობას აფუჭებს !

სხვათა შორის არ ამოუღიათ ის ვაზის რტო. თავიდან მეც ეგრე მეგონა. შედით ამ ლინკზე და ფორმას დეტალურად დააკვირდით https://rugbystore.ge/product/2022-2023-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a8/

პირველი, რაც თვალში მომხვდა, დებიუტანტების კარგი თამაში იყო. განსაკუთრებით პაპიძის და ჩაჩანიძის. კარგი იყო აბდალაძეც. ნინიაშვილი როგორც წესი გამორჩეული, ბექა გორგაძე კი საერთოდ საუკეთესო იყო, მაგრამ მუდმივად შეტევაში ჯარიმას და დერეფანში ცუდ თამაშს დასასრული არ უჩანს. ამიტომ იფლანგება ზღვა ენერგია. მერე როცა თამაში მიგვყავს და მეტოქისგან საფრთხე არ მოდის, ზუსტად მაშინ გვაქვს ჩავარდნა და კაცნაკლული ურუგვაი ლელოს გვიდებს. ასეთი შეცდომები შეიძლება მარცხის ფასად დაგვიჯდეს. მოკლედ, თავისუფლად შეიძლებოდა 20 ქულაზე მეტით მოგვეგო
პაატა
გაანახევრეთ ბილეთის ფასი და იქნება სტადიონი სავსე
ქორ-პარიკმახერი
მაისაშვილის მწვრთნელობაზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი და მიტომ. აი ტყემლაძე როგორი ნიჭიერი პრეზიდენტი ყავს რაგბს! ევროპა ლიგა რომ მოიგეს გაიქცა და თასს წამოუწვა თითქოს მაგის დამსახურება იყო. სამაგიეროდ ნიჭიერად ამოიღო ნაკრების ფორმიდან ეროვნული სიმბოლო, ვაზის რტო, იტალიის თან რომ მოიგეს ბიჭებმა ეგაც მაგის დამსახურება ყოფილა. მაგიტომ ილაპარაკა მერე თავის თავზე საათნახევარი. როგორ გატრუნულები ხართ ყველანი! გეშინიათ ხმა რომ ამოიღოთ ნაცობა არ დაგაბრალონ. სიმართლის თქმა სალანძღავი გახდა ამის .
რონი
ეს რა მოუშორებელი ჭირია..... კაკოვინი ჩილაჩავა ჟვანია მელიქიძე... კიდე არიან ბიჭები ვინც მოიძულეს რა არის ნაკრებია თუ მაისას საკუთრება?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
დუეს ტატუს ფოტო ვირუსულად გავრცელდა - რა აწერია პსჟ-ის მოთამაშეს ფეხზე, რაზეც ბევრი საუბრობს
[VIDEO] "ჩაყვინთა" - ლაპორტამ "რეალს" დასცინა და მომხდარი გაასცენარა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?