ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ედი ჯონსი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტს დატოვებს. როგორც კი ეს ცნობილი გახდა, დაიწყო საუბრები, თითქოს ის ფრანგულ "რასინგ 92"-ს ჩაუდგება სათავეში ან იაპონიის ეროვნული გუნდის კონსულტანტი გახდება.

ახლა მას ახალი ვარიანტი და როგორც ამბობენ, ყველაზე სერიოზული გამოუჩნდა. ედის თვალი ამერიკელებმა დაადგეს და ნაკრების ჩაბარება შესთავაზეს. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რვაწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ასეთ შემთხვევაში ჯონსი აშშ-ის ნაკრებს 2031 წლის საშინაო მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.

თავად ჯონსმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ინგლისის შემდეგ
ნაკრებში მუშაობა არ სურს, მაგრამ ეტყობა, ამერიკელთა წინადადება ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესოა Sydney Morning Herald-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ამერიკულ მხარეს ედისთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხში ქართველების მხრიდან სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

ეს ამბავი, ცოტა არ იყოს და, დაუჯერებლად მოჩანს, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს რაგბის კავშირმა 62 წლის ჯონსს ამერიკელებზე უფრო მაცდუნებელი წინადადებით მიმართოს. თუმცა, ვინ იცის...

მკითხველის კომენტარები / 37 /
არ შეიძლება მხოლოდ ემოციებით საკითხის გადაწყვეტა , ანალიზი სჭირდება ნებისმიერი საქმის სასიკეთოდ გაგრძელებას . ერთხელ და სამუდამოდ , უნდა მივეჩვიოთ , რომ საქმის მცოდნე ხალხმა , ობიექტურმა ჟურნალისტებმა და თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე მეორე ჯგუფმაც , ობიექტური და სწორი შეფასება გავუკეთოთ ყველაფერს . ქვეყნის ნაკრებზეა საუბარი , ვიღაცის პირადი წყენა , ვიღაცის სუბიექტური აზრი , არ შეიძლება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდეს . მაისაშვილის მოსვლის მერე , გავარჩიოთ სად გვაგვს რეგრესი და სად პროგრესი , სად იყო ნაკრები რეიტინგში მის დანიშვნამდე , თაობათა ცვლა , და ბოლოს მსოფლიომდე ყველა შემთხვევაში უნდა ვაცადოთ , თუ მსოფლიო ვერ დამთავრდა იმ შედეგით , რა მოლოდინებიც გვაქვს ყველას , მაშინ იქაც ობიექტურად უნდა მოხდეს ანალიზი და გადაწყვეტილებაც სამართლიანი იქნება . დროა შევდგეთ როგორც ქვეყანა , ასეთი წვრილმანებიდან და ურთიერთპატივისცემიდან და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებიდან , როცა იქნება მივალთ იქამდე , რასაც თაობებია ნატრობენ ამ ქვეყანაში . ღმერთი გფარავდეთ ყველას .
ATP 16
22 ნოემბერი 2022 11:58
0
რაც არ უნდა მაგარი მწვრთვნელი იყოს და მე ვთვლი, რომ მაისაშვილი მაგარია, ნაკრების მწვრთნელი პერიოდულად უნდა იცვლებოდეს, თორემ პროგრეს უკუსვლა ან ერთ ადგილზე გაყინვა მოყვება. გავიხსენოთ თუნდაც მილტონი, ძალიან მაგარი პირველი მსოფლიოს მერე, პროგრესი არ ჩანდა და მომდევნო მსოფლიო პრაქტიკულად ჩააგდო. ეხლა ნაადრევია ამაზე ფიქრი, მაგრამ მგონია, რომ მსოფლიოს შემდეგ, ახალი, ტოპ დონის მწვრთნელი უნდა მოვიწვიოთ, თუნდაც ედი ჯონსი, კარგი კანდიდატურაა.
irakli81
22 ნოემბერი 2022 11:53
1
სხვათა შორის ჰეიგს თავისანვე ემდუროდა ნაკრების საკმაოდ გამოცდილ მოთამაშეთა ნაწილი, მათ შორის მართლაც ისეთი დიდი მორაგბე, როგორიც ზირაქაშვილია. მისი თქმით, ჰეიგი საერთოდ არ ითვალისწინებდა მოთამაშეთა აზრს იმ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ მორაგბეებს ეხებოდათ და მხოლოდ თანაშემწე მწვრთნელებს ეკითხებოდა. ასეთი უთანხმოებები ხშირად ხდებოდა , უბრალოდ გარეთ არ გამოგვქონდაო.2019 წლის მსოფლიოს დაწყებამდე მან საკმაოდ მცდარი მეთოდი აირჩია და წარმოუდგენლად გაზარდა ფიზიკური დატვირთვები, რის შემდეგაც გუნდს პრაქტიკულად რესურსი აღარ ჰქონდაო. ამაზე თუ არ ვცდები, შალვა სუთიაშვილმა ისაუბრა. ვეტერანმა მორაგბემ მევლუდ მთიულიშვილმა მამაძაღლის მსგავსი ეპითეტით მოიხსენია ჩვენი პირველი წარმატების შემოქმედი კლოდ სორელი, გიორგი შკინინმა გაიხსენა, 18 წლის ასაკში, როდესაც ეცადა მისთვის აეხსნა კონკრეტული სიტუაცია, სამუდამოდ როგორ მოკვეთა ნაკრებიდან. ასე, რომ თავისი წილი შეცდომა ყველამ, მათ შორის მაისაშვილმაც დაუშვა და სამართლიან კრიტიკას იმსახურებდა. მთავარი ის არის, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვუყუროთ და დამსახურებაც საკადრისად დავუფასოთ
: )))))))
22 ნოემბერი 2022 20:58
0
მწვრთნელი ბრიტანეთიდან გვჭირდება, იმისთვის რომ ბრიტანეთის რაგბში გაუკვლიოს ბიჭებს გზა. (მეორული მიზანი.)
11
22 ნოემბერი 2022 11:32
4
თორემ მაისაშვილთან მადლობის მეტი რა გვეთქმის, გარდა მაგისა მთავარი მწვრთნელის უცხოეთიდან მოწვევა მას არ დააკნინებს. მისთვისაც მოიძებნება ადგილი.
11
22 ნოემბერი 2022 14:33
0
აცადეთ მაისაშვილს, რა არ მოგწონთ? ნელნელა ატყობს ხელს ნაკრებს, უელსს მეორე ტაიმში ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და რა მიზეზით უნდა გაუშვათ? ორი დიდი გამარჯვება მაისაშვილს ეკუთვნის. ვაცადოთ მსოფლიო თასიც იქნებ რას აკეთებს. არ იქნება სწორი მაისაშვილის შეცვლა.
anti
22 ნოემბერი 2022 11:23
20
თუ რამე შეიცვალა ისედაც მსოფლიო თასის მერე მოხდება მანამდე გამორიცხულია
გავაშა
22 ნოემბერი 2022 12:18
0
მაისაშვილს ისევ და ისევ მადლობა, გაწეული შრომისთვის, რაც შეუძლია, მაგას პატიოსნად ასრულებს და შედეგსაც აჩვენებს, თუმცა ყველა რომ ბედნიერი იყოს - მაისაშვილი შავ ლომში, რომელიც იმედია უკეთეს ტურნირებში იასპარეზებს მსოფლიო თასის შემდეგ და ჯონსი, ან მსგავსი კალიბრის მწვრთნელი ნაკრებში - ეს არის ნაკრების განვითარების და წინსვლის შანსი!
Just Supporter
22 ნოემბერი 2022 10:58
2
1000%
გიორგი
22 ნოემბერი 2022 11:12
1
უყურე შენ,თურმე უმწვრთნელო გუნდს მოუგია იტალიისა და უელსისთვის?!...
მადლობა ბიჭებო,მადლობა მწვრთნელებო.გაიხარეთ ჩვენი გახარებისთვის.გვეიმედებით.კიდევ ბევრჯერ გესახელებინოთ ჩვენი საქართველო!!!
კოტე
22 ნოემბერი 2022 10:40
8
როდესაც მაისაშვილი დაინიშნა ჯვარს ვაცვით, უვიციაო, გადადგესო და როგორ არ ლანძღა ხალხმა. ახლა მან და მთელმა გუნდმა უმაგრესი შედეგი დადო, მოუგო იტალის, დაამარცხა უელსი და ამის მერე გვინდა შევცვალოთ ლევანი ? რაღაც არამგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს. ჩემი მხარდაჭერა ლევანს.
QT
22 ნოემბერი 2022 10:38
14
სხვათაშორის, თუკი იაპონიის ნაკრების კონსულტანტობა განიხილება, ედი ჯონსი ან მისი დონის კონსულტანტი ჩვენც (ბორჯღალოსნებს) არ გვაწყენდა... ამის წინააღმდეგი არც არავინ იქნება.
რამაზ
22 ნოემბერი 2022 10:37
0
მდაა... სტატია იწყება ფრაზით
"2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ"
მსოფლიო თასის მერე მწვრთნელი ვინ გვეყოლება ამაზე საუბარი ნაადრევად მეჩვენება.
რამაზ
22 ნოემბერი 2022 10:33
2
"ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი"
მერაბი
22 ნოემბერი 2022 10:30
5

სიახლეები პოპულარული