მათი აზრით, "ბორჯღალოსნებმა" გულშემატკივრებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო.
"რა თქმა უნდა, იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებს შესანიშნავი შემოდგომის სერია ჰქონდათ, თუმცა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უელსის პირველად დამარცხებით ყველა გააკვირვა.
ამგვარად, საქართველომ წელიწადი შთამბეჭდავად, 10 მატჩიდან 7 გამარჯვებით დაასრულა - პორტუგალიას დაუზავდა, არგენტინა XV-სა და სამოასთან კი დამარცხდა.
ლევან მაისაშვილის გუნდმა რაგბი ევროპის მოგება ზედიზედ მეოთხედ შეძლო და ჯამში მე-14 ტიტული მოიპოვა - ამ ტურნირზე ესპანეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი და ესპანეთი
მიუხედავად არგენტინასთან მარცხისა (24:30), ქართველებმა საკუთარი თავის ირწმუნეს და ერთ კვირაში ბათუმში ისტორია დაწერეს, როდესაც "ექვსი ერის" წევრ იტალიის ნაკრებს 28:19 სძლიეს.
მათი შერკინების ხაზი უელსის წინააღმდეგ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. უნდა აღინიშნოს ნაკრების ახალი წევრების, ნიკა აბულაძისა და ალექსანდრე ქუნთელიას თამაში. თედო აბჟანდაძისა და დავით ნინიაშვილის მოედანზე მოქმედებები კი ცხადყოფს, რომ "ბორჯღალოსნებს" ნებისმიერი დაცვის ხაზის გარღვევა შეუძლიათ" - წერს გამოცემა.
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
BBC: საქართველოს ნაკრების "6 ერში" გაწევრიანებაზე ახლა უფრო ხშირად ილაპარაკებენ
მაისაშვილის შემართება თავის გუნდდთან თავის ლომ ბიჭებთან ერთად უდაოთ დიდი წარმატების მოლოდინში გვამყოფებს მთელ ქვეყანას !!!
როდესაც აკეთებ იმ საქმეს რაც გიყვარს და რაც გესმის წარმატება გარდაუვალია !!!!!
პ.ს. ეგრედწოდებულმა ექსპერტებმა რამე საქმე რომ იპოვოთ არ გინდათ? ან დადეთ კოორდინატებინ დაგასაქმებთ !!!