ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

AutoSharing Option
შეერთებული შტატების გუნდი 2023 წლის რაგბის ჩემპიონატს გამოეთიშა და მიიღო გადაწყვეტილება, ოფიციალურად უგულშემატკივროს საქართველოს ნაკრებს.

"თქვენი ქვეყნის ერთგულება რაგბისადმი. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეებიდან დაწყებული, მათი ჩათვლით, ვისაც აქვს პატივი, წარმოადგენდეს თქვენს ქვეყანას. თქვენი დამოკიდებულება და თავდადება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი გასაოცარია და პატივისცემას იმსახურებს. ამ თავდადებას, გაზარდოთ თამაში ფესვიდან ხის კენწერომდე, რაგბის ყველა ერი უნდა სწავლობდეს.

უზომოდ ამაყნი ვართ, რომ შეგვიძლია გიწოდოთ ჩვენი მეგობრები. იმედი გვაქვს, რომ "ბორჯღალოსნებსა" და ჩვენს მეგობრებს საქართველოს რაგბის კავშირში ოკეანის გაღმა მისწვდებათ ჩვენი გულშემატკივრობის ხმა მსოფლიო ჩემპიონატის
თამაშებისას. სტადიონსა და სახლებში. ჯორჯიიდან საქართველოში. წინ, ბორჯღალოსნებო!" - ჯორჯიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი სტივ მეისი".

წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველოში
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფრთხილად ამერიკა, ყაველა არ გამოიყვანოთ წყობილებიდან თორემ მაგრად დაგერხევათ.
კუჭკუჭი
14:06 23-01-2023
13
აბა რააა წარმატებები როგორც საკუთარ სახლში ისე იგრძნობენ თავს მოედანზე და მის მიღმა
giorgi
13:14 23-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული