მეტოქე კარგად ნაცნობი გუნდია. "ბორჯღალოსნებს" მათ წინააღმდეგ 8-ჯერ აქვს ნათამაშები და ყველა გამარჯვებით დაასრულა, ლელოების საერთო სხვაობით 63/3-ზე, ხოლო ქულების 418:35-ზე. გერმანიამ ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ თამაშში გაგვიწია. 1995 წელს საქართველომ „დინამო არენაზე“ 14:3 იმარჯვა, მას შემდეგ კი ქართული რაგბი წინ წავიდა და 2010 წელს მეტოქე სარეკორდო სხვაობით, 77:3 დაამარცხა. 2015-19 წლებში გერმანელები რეგულარულად თამაშობდნენ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და
მას შემდეგ გერმანია ალაფაზე დაქვეითდა, გასულ სეზონში იქ მესამე ადგილი დაიკავა და რადგან რაგბი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, ის ელიტას დაუბრუნდა.
"ბორჯღალოსნები" მომავალ შეხვედრას და ზოგადად, წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატს 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად განიხილავს. კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომელსაც რაგბი ევროპა 11-ჯერ აქვს მოგებული ამბობს, რომ აქცენტი ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხზე კეთდება:
„რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთადერთი რეგულარული ტურნირია, რომელშიც ყოველწლიურად ვმონაწილეობთ. ამავდროულად, ჩვენ მას მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად განვიხილავთ და მნიშვნელოვანია, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წელი გამარჯვებით დავიწყოთ. შარშან ისეთი შედეგები გვქონდა, არ გვაქვს უფლება, თამასა დაბლა დავწიოთ. ამას არც ქომაგი გვაპატიებს და არც ჩვენ ვაპატიებთ საკუთარ თავს. ამიტომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაშს სრული პასუხისმგებლობით ვუდგებით და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული“.
ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხზე აკეთებს აქცენტს თორნიკე ჯალაღონია:
„ვემზადებით წლის პირველი, საშინაო თამაშისთვის და დატვირთული კვირა გვაქვს. გერმანია ჩემპიონატზე წელს დაბრუნდა და ფავორიტად ვითვლებით, თუმცა მოწინააღმდეგეს ვაფასებთ და ვეცდებით გულშემატკივარს მაქსიმალურად სანახაობრივი, ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ“.

rugby.ge