საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ამსტერდამში ნიდერლანდები 40:8 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებმა" 6 ლელო გაიტანეს - დუბლები გიორგი ჭყოიძემ და მიხეილ გაჩეჩილაძემ მიითვალეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, A ჯგუფის ლიდერია და 18 თებერვალს გასვლაზე ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ნიდერლანდები – საქართველო 8:40 (3:12)
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე:

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. გიორგი ჭყოიძე, 3.
ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე (კაპ.), 8. ოთარ გიორგაძე;

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. სერგო აბრამიშვილი, 18. ვახტანგ აბდალაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. ლაშა ხმალაძე.

6 ლელო: ნინიაშვილი, ჩაჩანიძე, ჭყოიძე (2), გაჩეჩილაძე (2)

5 გარდასახვა: აბჟანდაძე (3), მატკავა (2)

3 სინბინი: საღინაძე, ნინიაშვილი, აბრამიშვილი

მკითხველის კომენტარები / 11 /
საშინლად ვითამაშეთ და მაინც ასე დამაჯერებლად მოვიგეთ. აქ ჩანს რომ კლასი გვაქვს მაგათზე გაცილებით დიდი და ჩვენი ადგილი უფრო მაღლაა :)
1
სოსო: "ნიდერლანდები ჰქვია, თუმცა გულშემატკივრების სკანდირება ისმოდა: ჰოლანდ! ჰოლანდ!"
იოსები გქვია, თუმცა შენი გამხნევება რომ გვინდოდეს, სკანდირებას გაიგონებ: "სოსო! სოსო!"
ქ. გ.
03:11 12-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული