საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტორელავეგაში ესპანეთი 41:3 დაამარცხა.

დებიუტში ჩვენი გუნდი ტაბუცაძის დუბლით დაწინაურდა, აბჟანდაძემ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა, მასპინძლებმა კი მოედნის ცენტრიდან სამიდან ერთი საჯარიმოს რეალიზება შეძლეს. საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას ფლობდა, მუდმივად უტევდა, 25-ე წუთზე გიგაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძე გარდასახვისას ისევ არაზუსტი იყო. პირველი ტაიმის დასასრულს მასპიძლები მოგვეძალენ, თუმცა „ბორჯღალოსანთა“ დაცვა კარგად დაუხვდა, რასაც აბჟან
დაძის ლელო-გარდასახვა მოჰყვა და პირველი ტაიმი 3:22 დასრულდა.

მეორე ტაიმი ლამაზი კომბინაციის შედეგად შარიქაძის დაგვირგვინებული ლელოთი დაიწყო და აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მაღალი ბოჭვის გამო მამუკაშვილი გაასინბინეს, რითაც ესპანელებმა ვერ ისარგებლეს. მერე აფრასიძის კიდეზე გადაკიდებული ბურთი თოდუამ დაამიწა, მატკვას გარდასახვიდან დარტყმული ბურთი კი ძელს მოხდა. 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბე გაასინბინა, ნინიაშვილმა მათი დაცვა გააღრვია, ხოლო მატკავამ ამჯერად ზუსტად გარდასახა.

მაისაშვილის გუნდმა ა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 5 მარტს მასპინძლის უფლებით ითამაშებს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ხვალ, პორტუგალიისა და რუმინეთის შეხვედრაში გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნაკრებმა დიდებულად ითამაშა და მხოლოდ 8 გამოხმაურებაა დადებული.მათ შორის,ერთი ჩემია.რომ გაგვჭირვებოდა,ანდა უარესი,წაგვეგო,სულ ცოტა 100 კომენტარი და კომენტატორი მაინც გამოვარდებოდა,წიოკით,მოაშორეთ ტყემალაძე,მოაშორეთ მაისაშვილი,მაგათ მოსპეს და დააქციეს,ქართული რაგბიო.არადა ბიჭებმა,სული და გული ჩადეს,ამ თამაშში,80 წუთი არც თავი დაზოგეს,არც მეტოქე და 6 ერის შესაფერისი დატვირთვებით ჩაატარეს მთელი მატჩი.არც მსაჯმა მოგვაკლო,ხელი,მაგრამ ბიჭებმა ყველა გარემოებაზე გაიმარჯვეს და ისე ითამაშეს,ამდენი წელი,საოცნებოდ რომ გვქონდა.ხელდახელ გაიტანეს ლელოების უმეტესობა.ჩვენ უკვე თითქმის ისე ვთამაშობთ,როგორი თამაშის სწავლასაც,მილტონ ჰეიგისაგან ველოდით.მანაც დიდი შრომა გასწია,თუმცა საბოლოოდ,მაინც მაისაშვილის ფორმაციის ნაკრებმა დაიწყო ისეთი თამაში,როგორზეც ვოცნებობდით.რა თქმა უნდა ოცნებას საზღვარი არა აქვს და ახლა სხვა ამოცანები გვექნება გადასაჭრელი,მაგრამ ბორჯღალი უკვე გადაიქცა,თანამედროვე სტილით მოთამაშე ნაკრებად და ამის შემდეგაც,ამ მიმართულებით განვითარდება.ასე რომ წარმატებები და გამარჯვებები,ბიჭებო!
სოსო
22:16 20-02-2023
0
გილოცავთ ბიჭებო!!!... მადლობა რომ გაგვახარეთ!!!...
კობა
18:51 19-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული