"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
აქ ვინც კომენტი დაწერა, ალალად მითხარით, რომელს გაქვთ ის კანონპროექტი წაკითხული?
თამაზი
14 მარტი 2023 16:01
26
არადემოკრატიული მთავრობის ხელში ეგ კანონი საქართველოს საქმეს არ აკეთებს. მთავრობის კომფორტს ემსახურება, რომ მაგათ ჩასვრილს საქმეებს ნაკლები ხმაური მოყვეს და სკამები შეინარჩუნონ. კანონის წაკითხვაზე აპელირება არასწორია. ამ შემთხვევაში მთავარი შინაარსია და არა ფორმა.
გიო
14 მარტი 2023 16:36
6
ეხ, რომ იცოდე კაჭარავა რა კარგია პარლამენტარის თბილი სკამი! ჩაჯდები და ადგომა აღარ მოგინდება! მაგ სკამისთვის კანონს კი არა რასაც გინდა იმას მოაწერთ ხელს! თქვენ ჯგუფს, რომ გონია ერბო ქონია მასე სად არის ბიძია! აი ევროკავშირს სხვანაირად გონია და ნუ იძახით მაინც იმას რაშიც განსხვავდება თქვენი აზრები ევროკავშირთან! ჩვენ საქართველოს უმრავლეს მოქალაქეს გვინდა იქ შესვლა და არა ევროკავშირი გვეხვეწება არიქა შემოდითო! ისე მაინც ნუ იზამთ, რომ ქვეყანა გადააყოლოთ მაგ საქმეს! ისტორია რას გასწავლით ჩამოგითვალოთ:
გუმბარიძე-გამსახურდია!
გამსახურდია-კიტოვანი,იოსელიანი,სიგუა!
კიტოვანი,იოსელიანი,სიგუა - შევარდნაძე!
შევარდნაძე-სააკაშვილი,ჟვანია,ბურჯანაძე!
ჟვანია,ბურჯანაძე-სააკაშვილი!
სააკაშვილი-ივანიშვილი!
ივანიშვილი - ?????????!
ასე,რომ მეტისმეტი მოგდით გაიგეთ ეს და შეიგონეთ!
მწვრთნელი
14 მარტი 2023 15:57
11
ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოს დათო . შენნაირი მამულიშვილები გვიმრავლოსღმერთმა .
zaza
14 მარტი 2023 15:55
33
ვისაც აზროვნების უნარი აქვს და კანონპროექტს გაეცნო, ყველა მიხვდა:
1. ეს კანონპროექტი "რუსული" არ არის;
2. იმათ "აეწვათ", ვისაც დასამალი ქონდა რამე.

ვინც აქამდე ვერ მიხვდა, კანადა და ევროკავშირი, რომ მიიღებენ, იქნებ მაშინ გაეცნონ და ქართულ ვარიანტს შეადარონ.
თუმცა, ამას დროის დახარჯვა უნდა და თუთიყუშებს სხვისი ნათქვამი ჭორის გამეორება ურჩევნიათ საკითხში გარკვევას!
ნიკა
14 მარტი 2023 15:55
32
გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით ვის გაქვთ ის კანონი წაკითხული?გაგებაში არა ხართ და კაცს მოღალატეს ეძახით,კანონს კი რუსულს,მაგრამ რად გინდათ არქიფო სეთურმა გითხრათ რო რუსულიაო და გჯერათ.აბა თქვენისთანა ერთუჯრედიანებს სადა გაქვთ საკუთარი აზრი? Და ამ ქვექნის სიძულვილი ისე გხეთქავთ ნაკერავზე,ისე გინდათ ამ ქვეყნის განადგურება რო თეთრი და შავი ვერ გაგირჩევიათ
ბაბუაწვერა
14 მარტი 2023 15:54
30
და თქვენ წაკითხული გაქვთ ეს კანონი სვებს რომ ეკითხებით?
ბაბუაწვერას
14 მარტი 2023 16:22
6
მიმიფურთხებია შენი 20 წლიანი კარიერისთვის როცა 1 დღეში ყიდი შენ ქვეყანას! მოღალატე ხარ !
14 მარტი 2023 15:54
16
ამისგან და ყაველაშვილისგან არაფერი მიკვირს, მაგრამ კობიაშვილისგან და სანიკიძისგან არ ველოდი,ძაან მეწყინა!!!!
!!
14 მარტი 2023 15:51
18
აი კიდევ ერთს აეწვა, მაგრამ მაინც გაღმე შეედავეს პრიციპით ცდილობს თავისი მოღალატური პოზიციის გამართლებას,ის 20 წელი რაზედაც აპელირებ საქართვილოს ლომი რაგბისტების ნაკრების წევრი იყავიდა სხვა პოზიციაზე ნაცხადებად მაინც ვერ იქნებოდი. აი ის, რასაც ახლა სამართლიანად გიწოდებენ მერე გახდი. ისე იუდაც თავიდა წმიდანი იყო, მხოლოდ შემდეგ გასცაი იესოს ქრისტე 30 ვერცხლად, ასე რომ შენ უკვე ვეღარავის მიაფურთხებ იმდენს, რაც საკუთარ თავს და წარსულს მიაფურთხებინე.....
ოო ხოოო..
14 მარტი 2023 15:45
18
ყველას უყვარდი და პატივს გცემდნენ. ყველა, თავისი პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად. ეხლა იმათ აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისაც რუსეთს ევროპა ურჩევნია, მოღალატედ მიაჩნიხარ. აი, რად გინდოდა ეს ყველაფერი, დარჩენილიყავი იმ სფეროში რაც შენი იყო და სადაც სარგებლობის მოტანა შეგეძლო. რომელი კანონმდებელი შენ ხარ. ეხლა მოღალატე არ დამიძახოთო. დაგიძახებენ და მართლებიც იქნებიან.
არტ
14 მარტი 2023 15:41
21
მიგვიფურთხებია 20 წლის ნაგორავები ბურთისთვის, აქეთ სასწორზე უფრო დიდი რამე დააყენეთ კითხვის ქვეშ და ეს ყველაფერი,რომ მთაზე კაცისთვის გესიამოვნებინათ, მადლობა გადაგეხადათ.
გიორგი
14 მარტი 2023 15:39
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული