"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
ჩვენ დიდი ხანია მოგაფურთხეთ უკვე, როცა საკუთარ კარიერას და ხალხის სიყვარულს, კომფორმიზმით და სულის გაყიდვით უპასუხე. შენი საქციელი,მეტყველებს შენს კაცობაზე. ჩვეულებრივი გორსალა, ფულზე დაზიანებული უპრინციპო კაცუნა ხარ.
009
14 მარტი 2023 14:56
39
ნეტავი სადმე შეგხვდეს და გაუმეორე რაც დაწერე, შე მართლა კაცუნავ.
საკმაოდ ბევრი შენნაირია აქ და ნეტა რომელი სპორტის სახეობა მოგწონთ ,

რუსთაველზე ღრიალი?
-
15 მარტი 2023 01:05
5
დავით! დიდება უფალს! შენ ქართველობაში ეჭვი არავის არ ეპარება. არც მაგ საცოდავებს. უბრალოდ, ამ კანონის მიღებით ყელში დანას ვუსვამდით და ამიტომ გაიგიჟეს თავი. მთავარი სალაპარაკო რა აქვთ? მიშა ევროპა და ამერიკაა, ოცნება და ბიძინა კი რუსების, პუტინის ვასალები. და ამ კანონის მიღების შემდეგ უცებ აღმოჩნდებოდა, რომ მინიმუმ 50% მათი დაფინანსება რუსეთიდანაა და ამიტომ ყველაფერზე წავიდნენ. და თუ, შენ რომ წერ "07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!" - მართლა ასე იქნა, ღირდა ნერვიულობაც, სულში ჩაფურთხების ატანაც ამისთვის! გაიხარე დავით, თუნდაც ისე ჩვენ რამ გვახარებდი 20 წელი! ჯიგარი ხარ! ნაღდი პატრიოტი ქართველი!
რადგანაც ამ ვიღაც "დათო"-ს კომენტარი დადეთ, ჩემიც აუცილებლად დადეთ, გთხოვთ.
alexandre
14 მარტი 2023 14:54
63
ბრძენს უთქვამს:"როცა ვინმე უღირსი, სხვას -კეთილზნიანს,ღირსებით ვერ უტოლდება,ლანძღვით უსწორდებაო".გული არ გაიტეხო,ვაჟკაცო,უფალი დიდია,არავის შეარჩენს უსამართლობას,არც საქმისმიერს და არც ბოროტი ენით გამოხატულს!
დრანდელი
14 მარტი 2023 14:54
33
მაგიტომაც დაგვწყდა გული შენზე - მოედანზე მაგარი ჯიგრიანი მოთამაშე იყავი, პოლიტიკაში თუნდაც ამ ტექსტიდან გამომდინარე რა გითხრა ….
Gogi
14 მარტი 2023 14:52
24
შენ გადახაზე ეგ 20 წელი და ამიტომ შენივე თავისთვის გმართებს შეფურთხება.
B-52
14 მარტი 2023 14:52
31
სხვა სხვის ცხოვრებას ვერც გაყიდის და ვერც გადახაზავს. ეს მხოლოდ თვითონ ძალუძს ...
სულხან-საბა
14 მარტი 2023 15:17
8
ჩვეულებრივი მედროვე და მოღალატე ხარ, ბოდიშის ნაცვლად იქეთ ილანძღები
რეზი
14 მარტი 2023 14:51
33
ფაქრტი სახეზეა რომ რუსების სასარგებლო საქმეს აკეთებდი და ამის დასტურია ის რუსეთის გოსდუმის თავმჯდომარისა და ლავროვის წიოკი ამ ჩავარდნილ "ევროპულ თუ ამერიკულ" კანონზე... ასევე მათი პროპაგანდისტების სალავიოვისა და სიმონიანის გადაცემები...

თამაზი
14 მარტი 2023 14:50
29
რამზან კადიროვიც იარაღით ებრძოდა რუსეთს, მაგრამ დღეს კი ვხედავთ ვინცაა.
ამიტომ ჩვეულებრივი მოღალატე ხარ და ვერსადროს ჩამოირეცხავ ამას.
დათო
14 მარტი 2023 14:44
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული