"შეწყდეს "ბორჯღალოსნებზე" ზეწოლა, მათ წინ ისტორიული მისია ელით" - რაგბის კავშირის პრეზიდენტი

AutoSharing Option
მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის, ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს სახელმწიფო თუ სხვა საფრთხეების გამოგონებით, – შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ; სჯობს ახალგაზრდებს სტიმული მიეცით განათლებისთვის, გაჯანსაღებისთვის, სპორტული წარმატებისთვის, – მოუწოდეთ, ეზიარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, დარგონ ხეები, – შექმნან მომავალი.

ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის, მორაგბეების სოცქსელში ბულინგმა და დამუნათებამ, რომ თუ არ გავლენ ქუჩაში ევროპის თუ რუსეთის მოთხოვნით, არაპატრიოტებად ჩაითვლებიან... სინამდვილეში სწორედ ისინი არიან პატრიოტები,
– მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები, რომლებმაც საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად ქართული დროშა მსოფლიოს დასანახად ააფრიალეს – ისტორიული გამარჯვებები მოგვიტანეს 6 ერის ქვეყნებთან, უელსთან და იტალიასთან, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს საქართველოს ისტორიაზე, ქართული სპორტის ფესვებზე; დაანახეს, როგორი პროგრესი მოაქვს მშვიდობას და შრომას, როგორი უძლეველია ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ერთად მდგარი საქართველო.

მოვუწოდებ ყველას – ვის ინტერესსაც უნდა ემსახურებოდეთ, თავი შორს დაიჭირეთ ახალგაზრდა მორაგბეებისგან, წინ კი არ გადაუდგეთ მათ, არამედ დაუდექით გვერდში და სპორტულ აღმასვლაში შეუწყვეთ ხელი. წელს უმცროსიც და უფროსი "ბორჯღალოსნებიც" მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ და მთელი ერის თანადგომა სჭირდებათ, რომ ახალი იტორიული გამარჯვებებით ისევ ასახელონ სამშობლო. დიდი გამარჯვებები კი ჩვენს ერთად დგომას, მშვიდობას და შრომას მოაქვს მხოლოდ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 32 /
ძალიან სირცხვილია და მომაბეზრებელი სიცრუეში ცხოვრება. დაასახელეთ ვინ მორაგბეზეა ზეწოლა? რატომ ხართ სულ სიცრუეში ჩაფლული და ვითომ ვიღაცას ატყუებთ? რაგბისტი ვინ არის ის პარლამენტარი ჯერ ის და მერე ასე რომ დააჭერინეს ხელი პარლამენტში? გამოხტა აქ დამცველი. ხან რაგბისტებზე ზეწოლა გესიზმრებათ, ხან ფაშისტები და სატანები გარშემო. ქართველი ხალხი გებრძვით, ევროპა გებრძვით, ამერიკა გებრძვით....დაოკდით ტოვარიშ ქოცებო. ასე ესიზმრებათ რუსებს ყველა თავის მტრებად. რას დაემსგავსედ?
G.LA
21:23 16-03-2023
49
ხომ ვიცით ვისი კაცი არის ეს "პრეზიდენტი", Xომ ვიცით ვის ემსახურება!
გია
22:16 16-03-2023
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული