საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე მეორე ტაიმი ჩაატარა და რაგბი ევროპის გამარჯვებული ზედიზედ მეექვსედ გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 38:11 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ მოიგო ტურნირი.

მატჩის წინ „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელმა მაისაშვილმა განაცხადა, რომ ეს მატჩი ყველას დაანახებდა, სადაა ჩვენი გუნდი და სადაა მეტოქე. პორტუგალია დებიუტში ლელოთი დაწინაურდა, რასაც ტაბუცაძის ორი ლელო და აბჟანდაძის ორიდან ერთი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. 28-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი გუნდის კაპიტანი შარიქაძე სახიფათო თამაშის გამო გაასინბინა, მოწინააღმდეგემ კი ორი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები მოედანზე უფრო შემართული გავიდა. ტაბუცაძემ შესანიშნავი შეტევა ვერ დააგვირგვინა, თუმცა
მალე მამუკაშვილმა დადო ლელო, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა. მერე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და არბიტრმა ლობჟანიძე და პორტუგალიელი მორაგბე გაასინბინა. თამაში, ცოტა არ იყოს, აირია, რაც მეტოქეს აძლევდა ხელს, რითაც ვერ ისარგებლეს. სამაგიეროდ, ისარგებლეს ქართველებმა - პაპიძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით 13 ქულით გავიდნენ წინ. ეს მატჩში გარდამტეხი ეპიზოდი გამოდგა. ორივე გუნდიდან საუკეთესო მოთამაშე ტაბუცაძემ ისევ წამოიწყო იერიში, რომელიც თაფლაძემ წარმატებულად დაასრულა, მატკავამ გარდასახვა მიაყოლა და ანგარიში კომფორტული გახდა. პორტუგალიელები უკვე გატყდნენ, რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ. ჭყოიძემ ბრუნით დაალელოვა ლუზიტანები, მატკავა გარდასახვისას კვლავ უზადო იყო და საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27 კეპი, 125ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 80ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106 კეპი, 90 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41კეპი, 329 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 9 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 81 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 35 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 55 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29 კეპი, 30 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 36კეპი, 10 ქულა), 18. გურამ პაპიძე (პო, 8 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9 კეპი, 5 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21 კეპი, 25 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 44 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6 კეპი, 36 ქულა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი).

მკითხველის კომენტარები / 27 /
წინა თამაშებში,თითქოს აუტის პრობლემა გამოვასწორეთ,მაგრამ ამ თამაშში,აშკარად გავაფუჭეთ ეს კომპონენტი.ვერც შერკინებაში გვქონდა ძველებური უპირატესობა და მსაჯებმაც,პირველი 50 წუთი,მაგრად ითამაშეს პორტუგალიელების მხარეზე,თუმცა ძალამ აღმართი მოხნა და ბიჭებმაც დამაჯერებლად დაამარცხეს მეტოქე.მთელი გათამაშება,ცდილობდნენ,როგორმე შეეჩერებინათ ბორჯღალი,ყველაფერი სცადეს,თუმცა დამატებითი დაბრკოლებები,ჩვენებზე სასიკეთოდ მოქმედებდა და უფრო შეკრული თამაშით აღწევდნენ,სასურველ შედეგს.ახლაც ასე მოხდა.ვულოცავ ბიჭებს საიუბილეო გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ, მომავალში.
სოსო
19:29 20-03-2023
0
ეპანეთი რუმინეთი პორტუგალია რუსეთი ყოველთვის ერთაიგივე ერთხელ მაინც ოფიციალურ მათჩი მოუგოთ რომელიმეს
ბექა
14:33 20-03-2023
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული