"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" 2023 წლის მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრას 7 ოქტომბერს, ჩვენი დროით 17 საათზე გ ჯგუფის ლიდერ უელსთან ნანტში გამართავს.

უელსმა სამივე განვლილი თამაში მოიგო, 14 ქულა მოაგროვა და ავსტრალიას, რომელმაც უკვე ოთხივე შეხვედრა ჩაატარა 3, ხოლო ფიჯის 4 ქულით უსწრებს. ფიჯი დასკვნით ტურში პორტუგალიას ეთამაშება და ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავების შანსი ექნება. შესაბამისად, „დრაკონებს“ საქართველოსთან მინიმუმ 2 ქულის მოპოვება სჭირდებათ, რათა მეოთხედფინალში გარანტირებულად პირველი ადგილით გავიდნენ.

"ბორჯღალოსნებს" სამი თამაშიდან 3 ქულა აქვთ – ფრე პორტუგალიასთან და ნუგეში ფიჯისთან.
გუნდი ტრავმების გამო ურთულეს სიტუაციაშია. მსოფლიო თასის მსვლელობისას 33-კაციან შემადგენლობას ბექა გორგაძე, ლუკა ჯაფარიძე, მირიან მოდებაძე, ლაშა ჯაიანი და თენგიზ ზამთარაძე გამოაკლდა. მომავალ შეხვედრას ტოვებს ლუკა ივანიშვილი. ტრავმირებულები არიან გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი.

საქართველოს უელსთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. მეტოქემ მოიგო პირველი სამი რკენა – 2017 წელს კარდიფში 13:6; 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე 43:14 და 2020 წელს ჰლანეჰლიში 18:0. ბოლოს უელსს 2022 წელს კარდიფში ვერკინეთ და ტიერ1-ის გუნდთან მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ, პირველი გასვლით მატჩში – 13:12. ბორჯღალოსნებმა ამ ოთხ თამაშში ჯამში გაიტანეს 3 ლელო და 33 ქულა, თავად კი 11 ლელო და 86 ქულა მიიღეს.

მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბერში საქართველომ უელსი დაამარცხა, შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და გუნდის სათავეში გამოცდილი უორენ გეთლანდი დაბრუნდა, რომელიც უელსს 2007-2019 წლებში თავკაცობდა და გუნდის არაერთი წარმატების შემოქმედი გახდა. გეთლანდის თავკაცობით „დრაკონებმა“ სამი მსოფლიო თასი ითამაშეს და ორჯერ მე-4 ადგილი დაიკავეს.

მოცემული მომენტისთვის უელსი მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილზეა (83,17), საქართველო კი მე-13 პოზიციაზეა (72,68).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
შეიძლებოდა უკეთესი ნაკრებით ჩავსულიყავით და უელსთან შანშიც გვექნებოდა. ამისთვის გაცილებით უკეთესი მწვრთნელი დაგვჭირდება. პირველ რიგში ჯანმრთელი სელექცია და ურთიერთობებია დასალაგებელი. მერე თამაშის წაკითხვა და ტაქტიკა. მომავალი ჩვენია.
გიორგი
11:00 04-10-2023
5
საქართველოს თამაშმა ფიჯისთან, მიუხედავად მარცხისა, რეგბის მოყვარულები და მესვეურები კვლავ აალაპარაკა, რომ ლელოები (როგორც იცით, ასე ეძახიან ჩვენს ეროვნულ გუნდს და არა ბორჯღალოსნებს) იმსახურებენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ხშირ თამაშს. აღნიშნულზე წერენ როგორც ჟურნალისტები, ასევე გულშემატკივრები ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თავდადება, განსაკუთრებული დაცვა და ფიჯის ბევრ კომპონენტში დაჩაგვრა მათაც არ გამორჩენიათ. უელსთან თამაშიც, ჩემის აზრით, უნდა გახდეს კიდევ ერთი ნაბიჯი, კარგი თამაშით მივუახლოვდეთ მიზანს, რომ დიდ გუნდებთან მხოლოდ მსოფლიოზე და წელიწადში ერთხელ კი არ ვთამაშობდეთ, არამედ მუდმივ შეჯიბრში. ასევე, უძლიერესმა მწვრთნელებმაც, ვინც განიხილავს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას, უნდა დაინახოს, რომ ვენთან ერთად დიდი მიზნების მიღწევაა შესაძლებელი. შედეგებიც მოვა, დარწმუნებული ვარ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თავდადებულ ნაკრებს!
თემო
18:08 04-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული