"ბორჯღალოსნები" | ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა

AutoSharing Option
მირიან მოდებაძე, თენგიზ ზამთარაძე და ლაშა ჯაიანი გადატანილი ოპერაციების შემდეგ თავს კარგად გრძნობენ.

სამივე მორაგბე ფიჯისთან მატჩში დაშავდა: მოდებაძემ ყვრიმალი და თვალის ბუდის ძვალი გაიტეხა, ჯაიანმა წვივის ძვალი ორ ადგილას მოიტეხა, ზამთარაძეს კი იდაყვის ამოვარდნა და ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

„სამივე მორაგბეს ოპერაცია სამშაბათს ბორდოში, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ჩაუტარდა, სადაც მსოფლიოში სახელგანთქმული ქირურგები მუშაობენ და სპორტული ტრავმების მართვის კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ. გართულებებს ადგილი არ ჰქონია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გუნდს ხვალ ნანტში შევუერთდებით“ – განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა ექიმმა ნუცა
შამათავამ და მორაგბეების დაბრუნების დროებითი ვადები დაასახელა:

„მირიან მოდებაძე თამაშს 2 თვეში შეძლებს, თუმცა თავიდან დამცავი ნიღბის გამოყენება მოუწევს. 3 თვე უნდა ზამთარაძის რეაბილიტაციას, ჯაიანი კი 4-5 თვეში დაბრუნდება“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
მატჩის განხილვა https://www.youtube.com/watch?v=ZRPYRT2VN6U
დათო
21:21 05-10-2023
0
მიუხედავად არასახარბიელო შედეგისა, მორაგბეებზე ვერ მომიბრუნდება ენა რომ გავაკრიტიკო, როდესაც ვხედავ როგორი თავდადებით თამაშობენ. იყო შეცდომები, ძალების არასწორი გადანაწილება, მაგრამ უგულო თამაშს ვერ დავწამებ. მჯერა რომ გაანალიზდება ეს შედეგი და მომავალში უფრო კარგად გამოვალთ. გამოჯანმრთელება ბიჭებს და წარმატება საქართველოს!
ქუთაისელი
16:15 05-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული