"ბორჯღალოსნები" | ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა

AutoSharing Option
მირიან მოდებაძე, თენგიზ ზამთარაძე და ლაშა ჯაიანი გადატანილი ოპერაციების შემდეგ თავს კარგად გრძნობენ.

სამივე მორაგბე ფიჯისთან მატჩში დაშავდა: მოდებაძემ ყვრიმალი და თვალის ბუდის ძვალი გაიტეხა, ჯაიანმა წვივის ძვალი ორ ადგილას მოიტეხა, ზამთარაძეს კი იდაყვის ამოვარდნა და ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

„სამივე მორაგბეს ოპერაცია სამშაბათს ბორდოში, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ჩაუტარდა, სადაც მსოფლიოში სახელგანთქმული ქირურგები მუშაობენ და სპორტული ტრავმების მართვის კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ. გართულებებს ადგილი არ ჰქონია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გუნდს ხვალ ნანტში შევუერთდებით“ – განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა ექიმმა ნუცა
შამათავამ და მორაგბეების დაბრუნების დროებითი ვადები დაასახელა:

„მირიან მოდებაძე თამაშს 2 თვეში შეძლებს, თუმცა თავიდან დამცავი ნიღბის გამოყენება მოუწევს. 3 თვე უნდა ზამთარაძის რეაბილიტაციას, ჯაიანი კი 4-5 თვეში დაბრუნდება“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
ნამდვილი მხეცები არიან ეს ფიჯელები. ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად. არ დალეწეს ხალხი? მე არ გამოგონია, რომ ერთი მატჩის დროს სამ რაგბისტს მიეღო მოტეხილობა ერთდროულად. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბიჭებს.
ასეა ეს
10:06 05-10-2023
1
ველაზე შეუსაბამო იყო ის თავდადება რაც მოთამშეებს აქვთ და ის კვალიფიკაცია რაც ნწვრთელებს აქვთ.

ახლოს ვიყავით შედეგთან მხოლოდ მოთამაშეების ხარჯზე. და მწვრთნელებსაც, რომ იგივე ჩედოთ თამაშებში, მაშინ შედეგი აუცილებლად დაგებოდა.

სამწუხაროდ ეს ეტაპი არის გაშვებული შესაძლებლობები, მწვრელების მიდგომის (ტაქტიკის. სელექციის. მართვის და ა.შ.) მხრივ.

ნუ ცალკე პრობლემაა, რომ მსაჯობა რეაგირების გარეშე დარჩა. ამათ თავი შეალეწეს (პირდაპირი გაგებით) და მწვღნელებნა/ფედერაციამ პირში წყალი ჩაიგუბა.
ლევანი
07:00 05-10-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული