"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და დავით ნინიაშვილმა, უელსთან 7 ოქტომბერს გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი თამაში ნანტში, „სტად დე ლა ბოჟუაზე“ საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

ლევან მაისაშვილმა, მომავალი შეხვედრის მოლოდინების გარდა, ფიჯისთან გამართული თამაში და გუნდში არსებული მდგომარეობაც შეაფასა:

„სამ მოთამაშეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა. ტრავმა სპორტის თანმდევი ნაწილია, რომელმაც, სამწუხაროდ, ძალიან დაგვაზიანა. განსაკუთრებით მძიმე იყო ფიჯისთან მატჩის დასაწყისში მიღებული ორი ტრავმა (თენგიზ ზამთარაძე და
ლაშა ჯაიანი), რის გამოც ნაადრევად მოგვიწია შეცვლები და ამან მეორე ტაიმში ტაქტიკური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა არ მოგვცა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო ბევრი მოთამაშე მოვისაკლისეთ, მნიშვნელოვანია ის სისტემა და ერთიანობა, რომლითაც ვთამაშობთ. მოედანზე გასული თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად დაიხარჯება, დანარჩენი კი შაბათს გამოჩნდება“.

„შარშან იტალიასთან და უელსთან გამარჯვებებით თამასა გაცილებით მაღლა ავწიეთ. გულშემატკივარმა ეს თამასა ორჯერ უფრო ასწია, რაც გასაგებია. ახლა უელსს სხვა მწვრთნელი ჰყავს, მან მსოფლიო თასისთვის მზადება ყველაზე ადრე დაიწყო და დაახლოებით 4-5 თვეა ერთად გაატარეს. ყველა მოთამაშეს კარგად ესმის სათამაშო გეგმა და ის შემთხვევით არ იკავებს ჯგუფში პირველ ადგილს“.


Sportall.Ge



გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ნეკნის ტრავმა მოირჩინა და უელსთან 99-ე კეპს მოიხვეჭს:

„ხვალინდელი თამაშის მოსაგებად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენ ყველა თამაშზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავდივართ, მაგრამ სადღაც არ გაგვიმართლა, სადღაც ცოტა ჩვენ დავაკელით. რაც მთავარია, თავი არსად დაგვიზოგავს და ეს ყველაზე ნათლად ფიჯისთან გამოჩნდა“.

„ფიჯისთან ბიჭებმა ისეთი ტრავმები მიიღეს, რომლებიც მხოლოდ თავგანწირვით მოდის. მირიან მოდებაძემ გატეხილი ყვრიმალით 10 წუთი ითამაშა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი რამაა. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ნეკნის ხრტილი მქონდა დაზიანებული, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა და სათამაშოდ მზად ვარ“.

„დაგვემატნენ ის მოთამაშეები, რომლებმაც მზადების ეტაპი ჩვენთან ერთად გაიარეს. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი თამაშში დიდ ენერგიას და მოტივაციას ჩადებს“.

„შარშანდელთან შედარებით უელსი ბევრად სტრუქტურულ და დალაგებულ თამაშს აჩვენებს. ისინი თითქმის არ უშვებენ შეცდომას და ამის ხარჯზე შეძლეს სამივე თამაშის მოგება. ის ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნოემბერში იყო, თუმცა მე მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია!“.

დავით ნინიაშვილი: „ფიჯისთან ნაჩვენებმა თამაშმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. გავიაზრეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია მოსაგებად ბრძოლა. უელსთანაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და მინდა ეს თამაში იმ ტრავმირებულ ბიჭებს მივუძღვნა, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან“.

rugby.ge

alt"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
მკითხველის კომენტარები / 8 /
დაიწყო თამაში, პირველი ტაიმის ნახევარი გავიდა, ასეთი სუსტი თამაშები მსოფლიო ჩემპიონატებზე არ მახსოვს, როგორიც დღეს, ასევე პირველი ორი ტურიც. საინტერესოა ხმალაძე რა კრიტერიუმით აიყვანეს ამ ჩემპიონატზე და დღეს რატომ დააყენეს საერთოდ. ( ალბათ სტატისტიკისათვის) . არ ვიცი, არ ვიცი. წარმატებები ბიჭებს.
ტარიელი
17:28 07-10-2023
1
ეხლა ამათი წვალების ყურების დროა, წააგებენ 40 ქულით და ვიძახოთ: მადლობა ბიჭებო. ეს ლუზერის მენტალიტეტი ხო მკლავს.
მეგრელი
14:57 07-10-2023
1

სიახლეები პოპულარული