საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში 19:43 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უელსელები 17:0 დაწინაურდნენ, ჩვენი ჩათვლის მოედანზე ლელოები ტომას ფრანსისმა და ლიამ უილიამსმა დაამიწეს, რასაც სემ კასტელოუს 2 გარდასახვა და 1 საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, ტაიმის მიწურულს მერაბ შარიქაძემ ჩვენი მხრიდან მოახერხა ლელოს დადება, ლუკა მანტკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნები" ბურთს აკონტროლებდნენ, თუმცა ჩვენი შეცდომით ლუის რის-ზამიტმა ისარგებლა, ლელო დადო, სემ კასტელოუმ კი გარდასახვა ზუსტად კიდევ ერთხელ შეასრულა.

53-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ უელსელთა
ჩათვლის მოედანზე ბურთი დაამიწა, თუმცა მოწინააღმდეგემ მისი კიდეზე გადაყვანა მოახერხა და ლელო არ ჩაითვალა.

დერეფანში დალაგებული თამაშის შემდეგ 59-ე წუთზე ვანო კარკაძემ მეორე ლელო დადო, ლუკა მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

62-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთხელ მოიგეს დერეფანი, გაიშალა შეტევა, შემდეგ კი უკვე დავით ნინიაშვილმა პირველხაზელი მარტივად ჩამოიშორა, გაჭრა ხაზი და კიდევ ერთი ლელო დაამიწა, მატკავამ ამჯერად გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა.

67-ე წუთზე ლიამ უილიამსის ზუსტ გადაკიდებად რის სამიტი კარგად მიყვა, ბურთი იდეალურად აუხტა და თამაშში მეორე ლელოს დადება აღარ გასჭირვებია, სემ კასტელოუმ კი კიდევ ერთხელ გარდასახა ზუსტად.

71-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დავით ნინიაშვილი და ტაიმე ბაშამი 10 წუთით ანუ მატჩის ბოლომდე გააძევა, მიზეზი ჩხუბის წამოწყება გახლდათ. ამის შემდეგ კიდევ ერთმა მორაგბემ მიიღო ტრავმა და მოედანზე 13 კაცით დარჩენა მოგვიწია, რაც მეტისმეტად დიდი დანაკლისია...

74-ე წუთზე რის სამიტმა თავისი მესამე ლელო დადო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ცოტა საეჭვო სიტუაცია იყო, კარგად არ ჩანდა რამდენად დაამიწა რისმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედანში.

79-ე წუთზე ჯორჯ ნორტმა კიდევ ერთი ლელო დადო, სემ კასტელოუმ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

2023 წლის მსოფლიო თასი. V ტური. C ჯგუფი
საფრანგეთი. ნანტი. „სტად დე ლა ბოჟუა“. 7 ოქტომბერი


ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 84 /
ვის რა ვალი აქვს მაისაშვილის ასეთი გუნდი საბოლოოდ რომ გააბანძებინა? სამარცხვინო ფედერაცია, სამარცხვინო მწვრთნელი და სამარცხვინო შედეგი! წაგებით ამაყები მხოლოდ ბანძები არიან!
ჩელენჯერი
20:24 07-10-2023
10
, "აუტიიიიი" ლევან, "აუტიიიიი" მაისაშვილო, ოეეეე,
შერკინებაზე, პასზე და ფეხით თამაშზე აღარაფერს ვამბობ,

ოეეეეე "აუტიიიიი" მაინც ....
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული