საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში 19:43 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უელსელები 17:0 დაწინაურდნენ, ჩვენი ჩათვლის მოედანზე ლელოები ტომას ფრანსისმა და ლიამ უილიამსმა დაამიწეს, რასაც სემ კასტელოუს 2 გარდასახვა და 1 საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, ტაიმის მიწურულს მერაბ შარიქაძემ ჩვენი მხრიდან მოახერხა ლელოს დადება, ლუკა მანტკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნები" ბურთს აკონტროლებდნენ, თუმცა ჩვენი შეცდომით ლუის რის-ზამიტმა ისარგებლა, ლელო დადო, სემ კასტელოუმ კი გარდასახვა ზუსტად კიდევ ერთხელ შეასრულა.

53-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ უელსელთა
ჩათვლის მოედანზე ბურთი დაამიწა, თუმცა მოწინააღმდეგემ მისი კიდეზე გადაყვანა მოახერხა და ლელო არ ჩაითვალა.

დერეფანში დალაგებული თამაშის შემდეგ 59-ე წუთზე ვანო კარკაძემ მეორე ლელო დადო, ლუკა მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

62-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთხელ მოიგეს დერეფანი, გაიშალა შეტევა, შემდეგ კი უკვე დავით ნინიაშვილმა პირველხაზელი მარტივად ჩამოიშორა, გაჭრა ხაზი და კიდევ ერთი ლელო დაამიწა, მატკავამ ამჯერად გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა.

67-ე წუთზე ლიამ უილიამსის ზუსტ გადაკიდებად რის სამიტი კარგად მიყვა, ბურთი იდეალურად აუხტა და თამაშში მეორე ლელოს დადება აღარ გასჭირვებია, სემ კასტელოუმ კი კიდევ ერთხელ გარდასახა ზუსტად.

71-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დავით ნინიაშვილი და ტაიმე ბაშამი 10 წუთით ანუ მატჩის ბოლომდე გააძევა, მიზეზი ჩხუბის წამოწყება გახლდათ. ამის შემდეგ კიდევ ერთმა მორაგბემ მიიღო ტრავმა და მოედანზე 13 კაცით დარჩენა მოგვიწია, რაც მეტისმეტად დიდი დანაკლისია...

74-ე წუთზე რის სამიტმა თავისი მესამე ლელო დადო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ცოტა საეჭვო სიტუაცია იყო, კარგად არ ჩანდა რამდენად დაამიწა რისმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედანში.

79-ე წუთზე ჯორჯ ნორტმა კიდევ ერთი ლელო დადო, სემ კასტელოუმ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

2023 წლის მსოფლიო თასი. V ტური. C ჯგუფი
საფრანგეთი. ნანტი. „სტად დე ლა ბოჟუა“. 7 ოქტომბერი


ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 84 /
საქართველოს ნაკრები მსოფლიოზე ყველანაირად მოუმზადებელი წავიდა. ამის საპირისპირო მაგალითი პორტუგალიამ მოგვცა, რომელმაც ყველა თამაში, განსაკუთრებით კი ფიჯისთან, ძირითადის მოთამაშეებით ითამაშა. ჩვენ კი აუარებელი მოთამაშე დაგვიშავდა. აქედან გამომდინარე, შედეგი სრულიად ლოგიკურია. არ მინდა გაცვეთილ მწვრთნელის თემას დავაბრალო ყველაფერი, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ სამწვრთნელო შტაბის მიერ გაწეულმა სამუშაომ ეს შედეგი დააფიქსირა. ბევრი მოთამაშე ნაკრებს დაემშვიდობება, მაგრამ თუ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი ისევ ამ ხალხმა უნდა აითვისოს, მაშინ საგულშემატკივროდ მხოლოდ მაისაშვილის, მაისურაძის და ლელოს ქომაგები ივლიან. წინ რაგბი ევროპა მოდის და ასე მგონია, იქაც გაგვიჭირდება ძველებურად გამარჯვება. ფაქტია, საქართველოს ნაკრებმა პროგრესის მაგივრად რეგრესი განიცადა. გუნდი კატასტროფულად გამოიყურება შერკინება აბსოლუტურად ყველა რგოლში - დგომაში, მიწოლაში, დერეფანში და მოლში. თუ ამის თაობაზე ისევ იოსებ ტყემალაძის ტრადიციულად თემას გადახვეული, ამოსუნთქვის გარეშე სადღეგრძელოები უნდა ვისმინოთ, ჩათვალეთ მაისაშვილი ამ გუნდით ისევ მწვრთნელი იქნება და ფუჭად ჩავლილი 4 წელი განმეორდება დღე და ღამე იტალიისა და უელსის დამარცხებით გამოწვეული ნოსტალგიებით, რომლებსაც მე პირადად ფიჯისთან მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მერჩივნა, აღარაფერს ვამბობ პორტუგალიასთან მიღწეულ სამარცხვინო ფრეზე
:)))))))))))
16:16 10-10-2023
0
რა სამარცხცვინოა! ჯერ გადადგა და შემდეგ რეგბის კავშირმა უარყო! იმედი მაქვს "დაწყნარებულზე" მაინც შეცვლიან!
თემო
12:18 10-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული