ლევან მაისაშვილი საქართველოს ნაკრებს აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის
არის ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, სწორედ მან შეძლო და მიიყვანა ჩვენი გუნდი უდიდეს ისტორიულ ეტაპებამდე, როგორიც იყო უელსთან და იტალიასთან გამარჯვება და რაგბის ევროპის ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა.

მან გამორჩეული წინამძღვრობა გაუწია მორაგბეთა დღევანდელ თაობას, გვერდში მყარად მედგა ქართული რაგბის წინსვლისთვის მუშაობაში, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლევანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლამდე.

მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე”.

ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.

მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.

*ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე.
შავი ლომმა ზედიზედ ორჯერ მოიგო “სუპერ თასი”.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

მკითხველის კომენტარები / 51 /
მადლობა, პატივისცემა და წარმატება.
Რეზო
16 ოქტომბერი 2023 11:30
4
ვინმე უკეთესი ვიპოვეთ? თუ "გადადექი! გადადექი!" ძახილს ვერ გავცდით დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან?
Რაგბის ფანი
16 ოქტომბერი 2023 07:31
23
სანიოლი გესმის ????
რატი
15 ოქტომბერი 2023 15:38
2
ლევანი მაისაშვილს მადლობა მინდა უთხრა გაწეული შრომისათვის. მიმაჩნია რომ ის სწორად მოიქცა, რადგან უკვე დრო იყო ცვლილების. ვფიქრობ კარგი იქნებოდა თუ ის ნაკრებში რომელიმე მწვრთნელის რანგში დარჩება.
გიორგი
16 ოქტომბერი 2023 11:17
7
ლევან
Rezo
16 ოქტომბერი 2023 15:16
1
ასე ითქვა წინა მსოფლიოს მერე დროებითაა მაისაშვილი ახალი მწვრთნელის მოძებნამდეო და ქე შეგვრჩა მთელი 4 წელი, ახლაც იგივე ხომ არ მოხდება?დდდ
ეეე
15 ოქტომბერი 2023 15:21
10
როგორც იქნა წავიდაა
beqa
15 ოქტომბერი 2023 14:45
20
კომენტარებს ვკითხულობ და ვრწმუნდები რომ ბოღმა უმადურობა და გაუნათლებლობა
კვლავ მოდაშია.

წადით რა საქმეს მიხედეთ რაც გიყვართ ,თქვენ არც რაგბი და არც ადამიანი გიყვართ,გათითოკაცებული გასაცოდავებული რევანშის წყურვილით შებყრობილიკ
საწყალი ადამიანების სექტა ხართ!!!

მაისაშვილის მადლობა !!! რაც ამ კაცმა შეძლო ვის გაუკეტებია ერთი ნამიბიას უგებდით მსოფლიოზე ფიჯისთან 40 ქულით ვაგებდით აი სიმართლე!!!!

ჩართეთ მთავარი და უსმინეთ თქვენი ტვ ეგარის.
mesxi
17 ოქტომბერი 2023 15:40
14
ლევან მაისაშვილი არის საამოყო ქართველი ძალიან მაგარი და მაღალი დონის მწვრტნელი ამას ციფრები და სტატისტიკა იძახის მადლობა ლევან მეგობარო შენი თავდადებისათვის,ყველამ ჩაიხედოს თავის თავში მათ შორტის მოთამაშეებმმა და მარტო მოგების წილში ნუ არიან სირცხვილია ახალგაზრდა ბიჭები ხართ პასუხისმგებლობის ღება სპორტზე დიდია!!!!!!!!!!!!

მადლობა მაისაშვიულს,მაისურაძეს,რამიშვილს და ყველას მთელ შტაბს!!!!!

mesxi
17 ოქტომბერი 2023 15:28
9
რისი მადლობა რაგბს აღარ უნდა გააკარო ისეთი შანსი გაანიავა.
123
17 ოქტომბერი 2023 08:58
10
ძლიან მარტივად გეტყვი რა შეძლო სინამდვილეში მაისაშვილის შტაბმა:

შეძლო, რომ პორტუგალისთან თითქმის წააგო თამაში (გადარჩა) და საბოლოოდ მიიღო პორტუგალიაზე უფრო ცუდი მონაცემები (ყველა თვალსაზრისით).

ერთია მოთამაშეების თავდადება (თუნდაც ფიჯისთა), დე მეორეა მწვრთელის კვალიფიკაცია, რომელმაც აუტიც კი ვერ მოაწესრიგა. იმ ფიჯისთან ჩვენი აუტების უმეტესობა მოიგო "ფიჯმა". ლელოგ გაუშვეს, როდესაც ჩVენები მეტნი იყვნენ, შერკინებები წააგო, პასი ვერ გააკეტეს და
აის ეს შეძლო ამ შტაბმა.
Barkaia
20 ოქტომბერი 2023 14:42
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული