ოფიციალურად - "ბორჯღალოსნებსა" და "შავ ლომს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "შავი ლომის" მწვრთნელად რიჩარდ კოკერილი დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ქართული ფრენჩაიზი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ახალ წელს დიდი ამბით შევხვდით - "ბორჯღალოსნებსა" და "შავ ლომს" ახალი მწვრთნელი ჰყავს.

რიჩარდ კოკერილი წლების განმავლობაში იყო ფრანგული "ტულონის", "მონპელიესა" და შოტლანდიური "ედინბურგის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი.  მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან.

მოთამაშის კარიერის განმავლობაში, კოკერილი იცავდა "ლესტერ ტაიგერსისა" და "კლერმონის" ღირსებას, ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 თამაშში 3 ლელო აქვს დადებული".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ის შემთხვევაა,როცა მხოლოდ ერთი უნდა ვთქვათ:კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.წარმატებები!
მინდია
18 იანვარი 2024 18:35
0
სიმართლე გითხრათ,ველოდი,რომ ბოლო თამაშსაც ლევან მაისაშვილი ათამაშებდა,შავ ლომს და მერე გადაიბარებდა,რიჩარდ კოკერილი,შავ ლომს.ასე,გაგანია ტურნირის მიმდინარეობაში,ახალი მწვრთნელის უმტკივნეულოდ შეყვანა,უიმედო საქმე მგონია.ვფიქრობ,ლევან მაისაშვილი,ყოველნაირად დაეხმარებოდა და დაეხმარება,სწრაფ ადაპტაციაში.ალბათ კლერმონთან,გამარჯვების დიდი იმედი არა გვაქვს და ეს ლოგიკურიცაა,თორემ არა მგონია,ასეთი ნაბიჯი გადაედგათ.ახლა კი,სანაკრებო თამაშებისათვის,კოკერილს უკვე საშუალება მიეცემა,ამ თამაშში ნახოს და უხელმძღანელოს შავი ლომის ბიჭებს.რა თქმა უნდა,ეს მნიშვნელოვანია.უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ რიჩარდ კოკერილს და ასევე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ლევან მაისაშვილს,ჩატარებული უზარმაზარი სამუშაოსა და მონიჭებული უამრავი სიხარულის გამო.რაღაცა პერიოდი,სხვაგან იმუშავებს,ბატონი ლევანი,ამასობაში სისტემაში მოიყვანს,მიღებულ უდიდეს გამოცდილებას და ვინ იცის,კვლავ ვიხილოთ,ნაკრების,ან მთლიანად ქართული რაგბის სისტემაში.ვინც რაც უნდა თქვას,მაგრამ ვთვლიდი,ვთვლი და მომავალშიც ჩავთვლი,რომ ლევან მაისაშვილი უდიდესი ქართველი მწვრთნელია,რომელსაც დღეს ღირსეულად ვერ აფასებენ.ასეთი ადამიანების ღვაწლს,მხოლოდ წლების გადმოსახედიდან აფასებენ ხოლმე,ღირსეულად.
სოსო
18 იანვარი 2024 19:31
3
ამ ფოტოზე უკეთესი ფოტო ვერ ნახეთ....?!
ჟორჟ სამპაიო
18 იანვარი 2024 19:20
2
ლევან მაისაშვილს ქონდა ჩავარდნები,მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ქონდა წარმატებები,თუ ჰეიგის დროს სამოას დამარცხება თბილისში იყო ახალი ეტაპი ქართულ რაგბში,ასევე შეიძლება მაისაშვილის მოგებები იტალიასთან და მოგება უელსში,მაგრამ ზენიტში მყოფსაც გულშემატკივარი არ პატიობს ერთ წაგებასაც კი! რაც შეეხება შავ ლომს დაკომპლექტებულია ქართველ სპორცმენთა ბაზაზე,განსხვავებით ჩელენჯ თასის გათამაშებაში მონაწილე გუნდებისგან,არაფერს ვამბობ ტოპ 14 გუნდებზე,რომლებიც მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებით არიან დაკომპლექტებული,ასეა კასტრი,ასეა კლერმონი და სხვები,ასეთ გუნდებთან ფინანსურად ძლიერი იტალიური,უელსური და ინგლისის გუნდები 30,40,ქულით აგებენ თამაშებს,გადაამოწმეთ ანგარიშები!მადლობას თუ არ ეტყვით ნუ გალანძღავთ და შეურაცყოფას ნუ მიაყენებთ.
მადლობა მაისაშვილს და წარმატებები ვუსურვოთ კოკერლის,რაგბის გულშემატკივრებს.
რაგბის ქომაგი
18 იანვარი 2024 23:24
4
ფრენჩაიზის ქართული შესატყვისი ვერა?
dato
18 იანვარი 2024 20:25
1
მაგარი ჭკვიანურია რომ ერივეს მწვრთნელია, შავ ლომში ბევრი ნაკრების მორაგბე თამაშობს, აქ შეეცდება ცდები ჩაატაროს რომელსაც გამოიყენებს ნაკრებისთვის! მომეწონა
ლევანი
18 იანვარი 2024 19:01
0
მადლობა მაისაშვილს!!! არასდროს დაგვავიწყდება იტალიასთან და უელსთან გამარჯვებები.
რიჩარდს რაც შეეხება - მშვენიერი გამოცდილება აქვს. თან ქალაქ რაგბიდან არის, რაგბის მშობლიური ადგილიდან :)
ხომ ერა
19 იანვარი 2024 00:02
1
კიდევ კარგი დანიშნეს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო! დრო გვიჩვენებს გამიდგება ეს კაცი ნაკრების მწვრთნეოად თუ ისევ სხვა იქნება მოსაძიებელი, მაგრამ მთავარია ახალი სამწვრთნელო გუნდი მივიდეს ნაკრებში და შავ ლომში!!! მაისაშვილის ფანები ნუ ინერვიულებთ, არავითარი წყვეტა გუნდს არ ექნება, ისევ ეგ “გაიყვანს” კლერმონთან გუნდს, მოიგებს მაგისი იქნება და წააგებს ისევ მაგისი… დროა მივხდეთ ზოგადად ყველა სფეროში რა სცენებსაც გვიდგამენ და რეებს გვაგუებენ… მაისაშვილი ნაკრებსაც და შავ ლომსაც სრულად უნდა ჩამოშორდეს და ახალ მწვრთნელს მიეცეს სრული თავისუფლება!
პაატა
18 იანვარი 2024 22:49
10
100%
გიორგი
18 იანვარი 2024 23:54
1
მეგობრებო მობრძანდით სტადიონზე, ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ და ბიჭები თავისას იზავენ.
გულშემატკივარი
19 იანვარი 2024 01:39
0
ლევან მაისაშვილს სანამ გააკრიტიკებს ვინმე ჯერ მოთამაშეების საქციელები მოიკითხოს კარგად მსოფლიოზე და მერე ილაპარაკოს, ტრამვებს აღარ ვახსენებ, გააანალიზეთ ცოტა რა მოხდა მსოფლიოზე...
ნიკა
19 იანვარი 2024 00:21
13
გაგვიზიარე მეგობარო, რა მოხდა ?
ლევანი
19 იანვარი 2024 05:11
0

სიახლეები პოპულარული