საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიას სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც პირველად ითამაშა ახალი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით, გასვლაზე გერმანია 28:17 (14:10) დაამარცხა.

შემდეგ ორ შეხვედრას საქართველოს ნაკრები სახლში ჩაატარებს - 10 თებერვალს ნიდერლანდებთან და 17 თებერვალს ესპანეთთან.

4 თებერვალი. დესაუ (გერმანია). Paul Greifzu Stadion
გერმანია – საქართველო 17:28

საქართველო

ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9.
მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება:
1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი).

მარქაფა:
16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. დავით ხუროშვილი (კლერმონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

alt"ბორჯღალოსნები" | მე-16 ტიტულს დესაუდან შევუტევთ

მკითხველის კომენტარები / 22 /
გასაგებია ამდენი ახალბედა, ახალი მწვრთნელი, ცუდი ამინდი და მინდვრის საფარი, ცოტა მეტოქის დაუფასებლობა და დაბალი მოტივაციაც სუსტი მეტოქის გამო, მსაჯის შეცდომებიც, მაგრამ ამ ხარისხს არაფერი ამართლებს და განსაკუთრებით დ ე რ ე ფ ა ნ ი და დაცვა, რომელმაც მოახერხა ორი ლელოს მიღება გერმანიის დონის გუნდისგან!! როდემდე ბატონებო?!
ალექს
04 თებერვალი 2024 21:04
3
კიდევ ერთს დავწერ რა- უნდა მორჩეს ეროვნული ნაკრების საცდელ პოლიგონად გამოყენება!! ეს არის ერთადერთი ტურნირი რომელშიც როგორც ნაკრები ვმონაწილეობთ და ვემზადებით მსოფლიო თასისთვის. თუ აქ ყოველ წელს ყოველ თამაშში ამდენი ახალბედა გვეყოლება და ვიტყვით რომ ძირითად ბირთვს ვასვენებთ, როგორღა უნდა მოახერხოს იმ ძირითადმა შეთამაშება, წელიწადში 3 ტესტ მატჩით?! მსოფლიო თასი კი არა რაგბი ევრაპაც გვერდზე დაგვრჩება ასე ერთხელაც,რადგან მოიმატა დონემ. აგერ პორტუგალიას რა დაემართა ბელგიასთან თან ძირითადი შემადგენლობით!!
ალექს
04 თებერვალი 2024 22:48
6
აქ თუ არა.აბა სად?შედარებით სუსტ გუნდებთან მეტი ექსპერიმენტის საშუალება გვაქვს,უფრო ძლიერებთან კი,უკვე საბრძოლო შემადგენლობით და ამ თამაშებში თავგამოჩენილი ბიჭების სინთეზით გამოვლენ.ახალი სისხლი და კონკურენცია,ყოველთვის საჭიროა.
სოსო
05 თებერვალი 2024 09:58
0
28:17???გერმანიასთან???აუ მგონი მართლა გვერხევა
გიუშა
04 თებერვალი 2024 21:01
6
მსოფლიოს თასის შემდეგ,ყველა ნაკრებში იწყება ახალი ნაკრების შენება,ახალი მწვრთნელების,მოთამაშეების,სათამაშო სქემების თუ კომბინაციების შეყვანა.რა თქმა უნდა ამას,ბევრი ექსპერიმენტი სჭირდება და თამაშის ხარისხიც კლებულობს.ასე იყო ჩვენი ნაკრების შემთხვევაშიც.ბევრისთვის მოულოდნელად,გერმანიამ მაგრად გვეთამაშა და სრულფასოვანი სპარინგიც გამოგვივიდა,რომელმაც შეცდომების მთელი ცისარტყელა აგვითამაშა.რა თქმა უნდა სამომავლოდ,ეს ჩვენთვის კარგიც არის,მაგრამ ცუდია,რომ პრემიის აღება ვერ შევძელით და ესე იგი,პრობლემები იმაზე ,მეტია,ვიდრე გვეგონა.ბოლო წამებზე მეც ვთვლი,რომ გერმანელებმა,ბურთი შეგნებულად დაფარეს,თუმცა არც ეს კმარა გასამართლებლად.ნებისმიერი შემადგენლობით და ნებისმიერ პირობებში,გერმანიასთან ასე არ უნდა გაგვჭირვებოდა.თამაშის გარჩევას,აზრიც არ აქვს,უბრალოდ გამოჩნდა,რომ ახალ მწვრთნელს ძალიან ბევრი მუშაობა და დრო დასჭირდება,სასურველ დონეზე გასასვლელად.ცხადად რაც გამოჩნდა,ის იყო, რომ ჩვენზე საგრძნობლად სუსტი გერმანია,რაქიდან ბურთის სწრაფად გამოტანის ხარჯზე,გვიქმნიდა საკუთარ შანსებს და ამ კომპონენტში,ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა,დერეფანზე კი,სალაპარაკოც არაფერი გვაქვს.ალბათ უკვე დროა,ბავშვებში და ბიჭებში,თუნდაც კალათბურთელებში მოიძიონ,საკმაოდ ტანმაღალი ბიჭები და ისინი მოამზადონ,მხტომელებად.7-8 ბიჭიც რომ მოიძებნოს,მათგან ერთი,ორი მაინც გაუძლებს მომზადების სიმძიმეს და ასაკობრივ ნაკრებს მიაღწევს.იქიდან კი დიდ ნაკრებამდეც შორი აღარ არის.დღეს კალათბურთში 2 მეტრი სიმაღლე,აღარაფერს ნიშნავს,რაგბში კი,ასეთებზე,მწვავე დეფიციტი გვაქვს.
გამარჯვება მაინც გამარჯვებაა და ვულოცავ ახალ მწვრთნელებს,ბიჭებს.ახალი ციკლის წარმატებით დაწყებას.მერაბ შარიქაძეს ვულოცავ მეასე კეპს და დიდებულ ლელოს.მთლიანად გუნდს კი,ნაყოფიერად მუშაობას ვუსურვებ და კონდიციების სწრაფად აღდგენას.
სოსო
04 თებერვალი 2024 22:15
0
გერმანია რომ 17 გაგიტანს
ცუდათაა საქმე
04 თებერვალი 2024 21:52
9
არაფერია საპანიკო. პორტუგალიამ საერთოდ წააგო. წარმატება ბიჭებს.
გიორგი
05 თებერვალი 2024 01:07
1
ეს არის მაისაშვილის დანატოვარი და იმედია მაგას ჭკუას აღარ კითხავს ახალი მწვრთნელი! თავისით უნდა დაიწყონ ბიჭების შეფასება და შემადგენლობის დაყენება, უნდა დამთავრდეს გაუმართლებელი მიკერძოებული მიდგომები!!!
პაატა
04 თებერვალი 2024 22:21
13
ამ თამაშით მწვრთნელის ავ-კარგიანობაზე ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ აშკარაა დებიუტი კარგი ვერ გამოუვიდა. ბევრი მოთამაშე ვერ აკმაყოფილებს ეროვნული ნაკრების დონეს. შესამჩნევი გახდა, რომ რაგბისტები ბოლომდე არ იხარჯებიან და ეს გარემოება მოქმედებს თამაშის ხარისხზე
გიო
04 თებერვალი 2024 23:10
0
კარგი იქნება, თუ ამ გვერდზე ის ხალხი, ვისაც რაგბი უთამაშია ან ეხლაც თამაშობს და მეტი ესმის ვიდრე ჩვენ, მოყვარულ გულშემატკივრებს, აქ კომენტარებში ქების ან პირიქით ვუშვიშის ნაცვლად შეაფასებდნენ გუნდის ტაქტიკას რგოლებისა და სათითაო რეგბისტის თამაშს.
ნიკო
05 თებერვალი 2024 11:33
0
ხოდა აქ ზოგიერთი იმაზე აღშფოთდა პორტუგალიამ როგორ თქვა საქართველოს მოვუგებო.დდდდ
tobo
04 თებერვალი 2024 21:50
5

სიახლეები პოპულარული