"ბორჯღალოსნების" 4 ლელო და კარგი მეორე ტაიმი - საქართველო ტესტ-მატჩში ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრალიასთან 29:40 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 10:26 წააგეს, თუმცა მეორე ნახევარში მატჩის სურათი მთლიანად შეიცვალა და ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აკაკი ტაბუცაძის ლელო გამოდგა, "ბორჯღალოსნების" გარემარბმა მეორმოცე სანაკრებო ლელო მიითვალა, აკამ ულამაზესი მომენტი შემოგვთავაზა და მეტოქესთან სხვაობა ორ ქულამდე შემცირა, თუმცა 56-ე წუთზე მეტოქისგან კვლავ ლელო მივიღეთ და უპირატესობა კვლავ ავსტრალიელთა მხარეს გადავიდა. 

საბოლოოდ, "ბორჯღალოსნები" ავსტრალიასთან 29:40 დამარცხდნენ.

20 ივლისი. სიდნეი (ავსტრალია). „ალიანს სთედიუმი“.

საქართველო – ავსტრალია

საქართველო

ხაზი:
15. დავით
ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო, კაპ.), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მკითხველის კომენტარები / 25 /
ადმინ,შემადგენლობა,ეტყობა წინა სამატჩო განაცხადიდან გადმოიტანეთ.სანდრო თოდუას,საერთოდ არ უთამაშია.რაც შეეხება თამაშს,მიუხედავად კატასტროფული სტარტისა,ბიჭებმა შეძლეს და თამაშში დაბრუნდნენ.26 :24-ს შემდეგ,გამარჯვების იმედიც მოგვეცა,მაგრამ ავსტრალიელთა მწვრთნელმა,სასწრაფო ცვლილებებს მიმართა და თამაშზე კონტროლი დაიბრუნა.ეგეც არ იყოს,ჩვენს ასაკობრივ და მოზრდილთა ნაკრებსაც ხშირად ემართებათ,როცა ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდთან გამარჯვების სიახლოვეს ვიგრძნობთ,ფსიქოლოგიურ წონასწორობას ვკარგავთ და თამაში გვიფუჭდება.ეტყობა გამარჯვებებსაც შეჩვევა უნდა.სასტარტოში გამოუცდელი ალანიას დაყენება,შესაძლოა შეცდომა იყო.ჯერ ისევ სასტარტო მღელვარების ქვეშ მყოფს,რაქიდან ბურთის გამოტანა დაუგვიანდა,მსაჯმა დააჯარიმა და შედეგად ლელო მივიღეთ.ალანია აშკარად აიჭრა და ზედიზედ ორჯერ დაუფარეს დარტყმაზე.ავსტრალიელები ძალიან სწრაფად თამაშობდნენ და მსაჯიც რაქიდან ბურთის გამოტანას,ძალიან გვაჩქარებინებდა.ასეთი სისწრაფეებისათვის მოუმზადებელი ჩვენი ბიჭები,მუდმივად ჩამორჩებოდნენ მეტოქეების მოქმედებას და შედეგმაც არ დააყოვნა.20 წუთში,უკვე სამი ლელო დაგვიდეს.ჩვენი მთავარი პრობლემა,სწორედ ეს არის.რაგბი ევროპის ტემპი,შეუდარებლად ჩამორჩება 6 ერის ნაკრებებს და კიდევ უფრო მეტად,სამხრეთი ნახევარსფეროს ნაკრებების ტემპს.სწორედ ამიტომ გვჭირდება,მათთან ხშირი ტესტ მატჩები,რომ ამას მივეჩვიოთ და ისე აღარ გაგვიჭირდეს,როგორც ამ თამაშში.ასეთი სტარტის შემდეგ,ავსტრალიელები ცოტა დაწყნარდნენ,ჩვენც ცოტა გონზე მოვედით და თამაშის დალაგებაც დავიწყეთ.მერე კი,უკვე ორმხრივი თამაში და შესანიშნავი ლელოები,მათ შორის ჩვენი შესრულებითაც.თურმე ჩვენც შეგვძლებია!გვათამაშონ ერთი კვირის შემდეგ განმეორებით და ვფიქრობ,სულ სხვა ნაკრები იქნება გამარჯვებული.იმას არ ვამტკიცებ,ჩვენ მათზე აუცილებლად ძლიერები ვართო.უკვე ვნახეთ,მათ რა შეუძლიათ,ისიც,რომ მათთან ბრძოლა შესაძლებელია.ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია და ჩვენ თავიდანვე შევძლებთ,სრული ძალით ამოქმედებას.ზუსტად ისე,როგორც განმეორებით შეხვედრაში დავამარცხეთ ინგლისელთა 20 წლამდელები.დაღირებას დარტყმა სჯობიაო,ნათქვამია და როცა დარტყმა უკვე მიღებული გაქვს,შიშიც იხსნება,რადგან უკვე იცი,რას წარმოადგენს,ეს დარტყმა.ჩვენმა ბიჭებმა,მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან ბრძოლის გამართვა უკვე ისწავლეს,იბრძვიან და ღირსეულად მარცხდებიან.ახლა მათზე გამარჯვებების სწავლაა საჭირო.ბოლო წლებში,უკვე სამჯერ შევძელით ეს,მაგრამ გადამწყვეტ თამაშებში ამის მიღწევა,ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს.ამისი დროც მოვა,მაგრამ ეს ჯერ კიდევ სამომავლო საქმეა.ყოველი ასეთი დამარცხება,იმ სამომავლო გამარჯვებისათვის საჭირო აგურია.მიუხედავად დამარცხებისა,მაინც ვფიქრობ,რომ ეს თამაში,ჩვენი საუკეთესო თამაში იყო,ამ ტესტებში და ყოველი თამაშის შემდეგ,სამხრეთი ნახევარსფეროს ნაკრებებთან,სულ უფრო უკეთესად ვთამაშობდით.ესე იგი, ვეგუებოდით მათი თამაშის სტილს.სწრაფად ვსწავლობთ!მთავარია ხშირად გვქონდეს მსგავსი პრაქტიკა,რომ ნასწავლი,მტკიცედ დავიხსომოთ და გავითავისოთ.ბოლო ხანებში,ესპანელებმა და პორტუგალიელებმაც საგრძნობლად მოუმატეს და რაგბი ევროპაზე მათთან თამაშიც,ძველებურად უაზრო დროის დაკარგვა აღარ არის.მათ ჩვენგან ბევრი ისწავლეს და ახლა,უკვე ჩვენ გვეხმარებიან,ელიტარულ ნაკრებებთან თანაბარ უფლებიანობისათვის ბრძოლაში.კოკერილის ნაკრები,თანდათანობით იძენს კონტურებს და თითქოს ცუდი შესახედავი არ უნდა იყოს.ძალიან ბევრი ლიდერი გვაკლდა,ისინიც დაგვემატებიან და შემოდგომის ტესტებზე, კიდევ უფრო ჩამოყალიბებული სახით ვნახავთ.
სოსო
18:40 20-07-2024
0
ყოჩაღ ბიჭებს. ავსტრალიას 4 ლელო დაუდო პატარა საქმე არაა. ამ ბოლო სამა თამაშმა ვფიქრობ ჩვენი ნაკრები უფრო გაზარდა და ტიერი 1-ს ძალიან უახლოვდებით. წარმატება ჩვენ ლომებს.
G.LA
18:24 20-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული