"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა იტალიასთან 17 ნოემბერს გენუაში გამართული შეხვედრა შეაფასა:

“უპირველეს ყოვლისა, უნდა ხაზი გავუსვათ, თუ რამდენად კარგად ითამაშა საქართველომ! მიმაჩნია, რომ პირველ ტაიმში ჩვენი ფიზიკურობა და სიზუსტე ძალიან მაღალ დონეზე იყო, და მინდა მივულოცო ჩემს გუნდს! მათ მართლაც ძალიან კარგად ითამაშეს! იტალიას ორი წლის წინ ბათუმში მოვუგეთ, ხოლო დღეს აქ ვართ, სახლიდან შორს, და მხოლოდ სამი ქულის სხვაობით წავაგეთ. ხაზი უნდა გავუსვათ, რამდენად ძლიერი იყო ჩვენი გუნდი. ბიჭებმა მართლაც შესანიშნავად ითამაშეს. წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევა ჩადეს! ეს არ უნდა დაგვავიწყდეს მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს ვერ მოვიგეთ!”.

“იტალია ძალიან ძლიერი გუნდია. ამას 6 ერშიც ვხედავთ. ისინი უკვე 25 წელია 6 ერში არიან, ასევე 14 წელია URC-ში (რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი - საკლუბო) ორი გუნდით თამაშობენ. წარმოიდგინეთ, საქართველოს რომ მიეცეს ასეთ ტურნირებში თამაშის შესაძლებლობა?! გამოცდილების მიღების შანსი რომ გვქონდეს, რა შედეგები შეიძლებოდა მიგვეღო! ამდენად, იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მაინც მხოლოდ 3 ქულის სხვაობით წავაგეთ. უფრო მეტი ასეთი თამაში გვჭირდება, რათა გავუმჯობესდეთ და უკეთესები გავხდეთ. დღეს საოცარი თამაში იყო! საქართველოს არაფერი დაუკლია! ჩვენ ძალიან, ძალიან პატარა ერი ვართ, ვისთვისაც არავის სურს 6 ერში ან მსგავს ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა!”.

Rugby.ge

გიორგი
ძირითადად მართალს ამბობს, მაგრამ ხანდახან საკუთარი შეცდომებიც უნდა აღიაროს კაცმა. ტრაგედია არაა მაგრამ სხვაგვარად ვერ გაიზრდება გუნდი.
რამაზ მართალი
არასწორი სელექცია პირველ რიგში. არასწორი სათამაშო ტაქტიკა მოედანზე, მეორე რიგში. არასწორი ფსიქოლოგიური მომზადება და თავდაჯერებულობა მოედანზე გასვლამდე, ესეც მესამე. რომ არა ნინიაშვილის ფანტასტიური ინდივიდუალური თამაში, ნოლზე იქნებოდა ჩვენი გუნდი. ქოქრილი მაისაშვილიზაციის გზას დაადგა, სამწუხაროდ და ცარიელი სტადიონი იქნება 24-ში :(
levan
არ გინდა ქოქრილ ახლა ეს თავის მართლებები!
ბესო
ძალიან კარგები რომ ყოფილიყვნენ მაშინ თამაშსაც მოიგებდნენ და იმ უპირატესობას არ გაანიავებდნენ! ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმები ვიხილეთ. პირველი მართლაც კარგი იყო მაგრამ მეორეში ყველა კომპონენტში გადაგვიარეს. სამწუხაროდ ეს ტექნიკური შეცდომები, ბურთის უაზროდ დაკარგვა, დაღლილობა, აუტების საშინლად ჩაწოდება, ბურთის უაზროდ მოგერიება და დაბალი პრესინგი დღემდე ჩვენი სუსუსტეა რის გამოც ესეთ მატჩებს ვაგებთ. ხელით კომბინირებული თამაშის კულტურა დღემდე ვერ ვისწავლეთ. ფაქტია, რომ საბავშვო აკადემიაში ისე არ მიდის ახალი თაობის განვითარება როგორც უნდა იყოს!
რაგბი
აუტს დავამატოთშოტლანდიელების,ირლანდიელების "ჟილკა" და სულ ესაა
ნიკა
სამწუხაროდ რაგბის სამყარო საკმაოდ მიკერძოებულია, ბრიტები წყვიტავენ ყველაფერს....
მეტი დისციპლინაა საჭირო
თქვენ ოღონდ აუტების მოწოდება ისწავლეთ და იტალია კი არა, მთელი 6 ერი ვეღარ მოგიგებთ!
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | მეექვსედ იტალიასთან
"ბორჯღალოსნები" | რიჩარდ ქოქრილი: საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში სულ სხვა შეგრძნებაა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
"ბორჯღალოსნები" | შემოდგომაზე იტალიაში
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
რიჩარდ ქოქრილი: მსოფლიო თასამდე ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
"ბორჯღალოსნები" | იტალიასთან გენუაში