"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ახალ სახეებს უხმო

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის 37 მორაგბეს უხმო.

გამოძახებულთა შორის 21 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა და ის გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. შეკრებაზე რვა ისეთი მოთამაშე იქნება, რომელთაც "ბორჯღალოსნების" კვართი ჯერ არ მოურგიათ. ესენი არიან კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, მეორეხაზელები თემურ წულუკიძე და დავით ლაგვილავა, ცენტრი გიორგი ხაინდრავა, ფრთები შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე და ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი. წულუკიძე, ლაგვილავა და ხაინდრავა ეროვნულში 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდნენ.

მე-17-ე ტიტულისა და მე-7 მსოფლიო
თასისთვის


თებერვლის პირველ სამ კვირაში "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას გამართავენ; მარტის დასაწყისში ნახევარფინალები, ხოლო ორი კვირის თავზე ფინალები გველის.

ქოქრილის შეგირდები ა ჯგუფში მოხვდნენ და წლის პირველ თამაშს 1 თებერვალს თბილისში, "ავჭალაზე", 16 საათზე გამართავენ. მათი მეტოქე რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი შვეიცარია იქნება; 8 თებერვალს 15 საათზე, ასევე “ავჭალაზე” ნიდერლანდებს დავუხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 16 თებერვალს ესპანეთთან სტუმრად მატჩით დავასრულებთ.

ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილოსნები თასის ნახევარფინალში გავლენ, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას ოთხი გუნდი გაივლის (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები), მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება (აქამდე პირდაპირ საგზურს 2 გუნდი იღებდა და მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა).

მსოფლიო რაგბთან კონსულტაციების შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ორის ნაცვლად ერთ წრედ ჩატარდება და 2025 წლის მარტში დასრულდება. უცვლელი რჩება რაგბი ევროპის ჩემპიონატის ასვლა/დაქვეითების სისტემა და ბოლოადგილოსანი, რომელიც ალაფაზე დაქვეითდება, ორი წლის (2025-2026) ჯამით გაირკვევა.

2027 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა იმ 12-მა გუნდმა, რომლებმაც 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი სამი ადგილი დაიკავეს. დანარჩენ 12 საგზურს მიიღებენ: 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი; თითო-თითოს 2025 წლის აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები; 2025 წლის წყნარი ოკეანის თასის 3 საუკეთესო გუნდი (ფიჯისა და იაპონიის გარდა, რომლებმაც უკვე გაიარეს კვალიფიკაცია); სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებული; რეპეშაჟის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ - 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული, აქედან ბოლო 7 მიყოლებით (2018-2024 წლები). რუმინეთმა ტურნირი 5-ჯერ, ხოლო პორტუგალიამ ერთხელ მოიგო.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის

პირველი ხაზი:
ნიკა აბულაძე, ლუკა გოგინავა, გიორგი მამაიაშვილი; ვანო კარკაძე, ლუკა პეტრიაშვილი, ირაკლი ქვათაძე; ირაკლი აფციაური, ლუკა ჯაფარიძე, ბაჩუკი ჭუმბაძე;

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი, ლადო ჩაჩანიძე, გიორგი ჯავახია, ლაშა ჯაიანი, თემურ წულუკიძე, დავით ლაგვილავა;

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, გიორგი ცუცქირიძე, ილია სპანდერაშვილი, ბექა შვანგირაძე;

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, მიხეილ ალანია; ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე;

ცენტრი: გიორგი შველიძე, გიორგი კვესელაძე, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი ხაინდრავა;

ფრთა: სანდრო თოდუა, შალვა აფციაური, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე;

ფულბეკი:
დავით ნინიაშვილი, დაჩი პაპუნაშვილი.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი)

I ტური

31 იანვარი


რუმინეთი – გერმანია

1 თებერვალი

საქართველო – შვეიცარია

პორტუგალია – ბელგია

2 თებერვალი

ესპანეთი – ნიდერლანდები

II ტური

8 თებერვალი


საქართველო – ნიდერლანდები

ბელგია – რუმინეთი

9 თებერვალი

შვეიცარია – ესპანეთი

პორტუგალია – გერმანია

III ტური

15 თებერვალი


ნიდერლანდები – შვეიცარია

რუმინეთი – პორტუგალია

16 თებერვალი

ესპანეთი – საქართველო

გერმანია – ბელგია

ნახევარფინალები. 1-2 მარტი

ფინალები. 15-16 მარტი

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული