"ბორჯღალოსნები" | წლის პირველი შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გუშინ შეიკრიბნენ და 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.

გაფართოებულ შემადგენლობაში მცირე ცვლილებებია. შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა "ბრივის" ცენტრი გიორგი შველიძე და მის ნაცვლად "შავი ლომის" ფულბეკ ლუკა ცირეკიძეს უხმეს. ასევე "შავი ლომიდან" დაიმატეს მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი. ტრავმის გამო შეკრება დატოვა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ.

ამრიგად, რიჩარდ ქოქრილის მიერ გამოძახებული 37 მოთამაშიდან 22 ლეგიონერია, 15 კი "შავ ლომს" წარმოადგენს. შეკრებაზე რვა ისეთი მოთამაშეა, რომელთაც "ბორჯღალოსნების" კვართით ჯერ არ უთამაშიათ. ესენი არიან კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე,
მეორეხაზელები თემურ წულუკიძე და დავით ლაგვილავა, ცენტრი გიორგი ხაინდრავა, ფრთები შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე და ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი.

"ბორჯღალოსნები" წლის პირველ თამაშს 1 თებერვალს თბილისში, "ავჭალაზე", 16 საათზე გამართავენ. მათი მეტოქე რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი შვეიცარია იქნება; 8 თებერვალს 15 საათზე, ასევე "ავჭალაზე" ნიდერლანდებს დავუხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 16 თებერვალს ესპანეთთან სტუმრად მატჩით დავასრულებთ.

ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილოსნები თასის ნახევარფინალში გავლენ, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. თასის ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდი ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურსაც მოიპოვებს

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ - 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული, აქედან ბოლო 7 მიყოლებით (2018-2024 წლები). რუმინეთმა ტურნირი 5-ჯერ, ხოლო პორტუგალიამ ერთხელ მოიგო.

საქართველო შვეიცარიას ერთადერთხელ, 31 წლის წინ ეთამაშა და მაშინ სტუმრად მინიმალური სხვაობით, 22:21 გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის

პირველი ხაზი:
ნიკა აბულაძე (მონპელიე), ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი); ვანო კარკაძე (მონპელიე), ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი); ირაკლი აფციაური (ლიონი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), ბაჩუკი ჭუმბაძე (შავი ლომი);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (გრენობლი), გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), ბექა საღინაძე (ლიონი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), ბექა შვანგირაძე (ლიონი);

ღერძი:
ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), მიხეილ ალანია (ორიაკი); ლუკა მატკავა (შავი ლომი);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), გიორგი ხაინდრავა (ბორდო);

ფრთა: სანდრო თოდუა (შავი ლომი), შალვა აფციაური (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ამირან შვანგირაძე (შავი ლომი);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლიონი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი)

I ტური

31 იანვარი

რუმინეთი – გერმანია

1 თებერვალი


საქართველო – შვეიცარია
პორტუგალია – ბელგია

2 თებერვალი

ესპანეთი – ნიდერლანდები

II ტური

8 თებერვალი


საქართველო – ნიდერლანდები
ბელგია – რუმინეთი

9 თებერვალი

შვეიცარია – ესპანეთი
პორტუგალია – გერმანია

III ტური

15 თებერვალი


ნიდერლანდები – შვეიცარია
რუმინეთი – პორტუგალია

16 თებერვალი

ესპანეთი – საქართველო
გერმანია – ბელგია

ნახევარფინალები. 1-2 მარტი

ფინალები. 15-16 მარტი

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
აბჟანდაძის ტრამვის შემდეგ ნაკრებში მხოლოდ ერთი მგეზავი, მატკავა დარჩა. საინტერესოა, ვის ათამაშებს მის შემცვლელად ან რა ვარიანტები იქნება. ცირეკიძეს ახალგაზრდულში კი აქვს 10 ზე იძულებით, ძირითადის ტრამვის გამო, თამაშის გამოცდილება, მაგრამ დიდ ნაკრებში არა.
ნიკო
13:19 29-01-2025
0
ყველა საიტზე რო ქოფი-ფეისტიტ ერთი და იგივე მშრალი ინფორმაცია დევს, ცოტა შეაწუხეთ რა ეს მკვდარი ფედერაცია! თედოს " ტრავმა" ცუდად მენიშნა. ნეტა რაშია საქმე? შველიძე ვერ ჩამოვიდა რას ნისნავს? ვერ ჩამოვიდა და მორჩა? მეტს არაფეტს გვეუბნებიან? ჰკ და, ასეთი დანოკიდებულება რომ აქვთ მაყურებლის მიმართ, იმიტომაც აღარ მიგვიწევს გული არც ჩვენ. ძაღლად არ გვაგდებენ, რამე აგვიხსნან. ისედაც ცომ კარგი ტურნირია? ჰო და მიბრზაბდით ფეხერაცია-ჩინოვნიკები და დატკბით შვეიცარიასთან ტრილერით.
პ.ს. 70 ათასიანს ვაშენევთო, რომ დაგვპურდნენ, დინამოს ხარჯზე იქნება ეგ. სხვანსირად გამორიცხულია
Rezo
23:47 29-01-2025
3

სიახლეები პოპულარული