"ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მსოფლიო თასის საგზური ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ნიდერლანდები 40:7 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური.

"ბორჯღალოსნებმა" თავიდანვე დომინანტურად დაიწყეს და მეტოქე პირველ ტაიმში 16:0 დაამარცხეს, საქართველოს ნაკრების უპირატესობა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს.

შეგახსენებთ, პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიას 110:0 მოუგო, შემდეგ მატჩს კი 16 თებერვალს მადრიდში ესპანეთთან ჩაატარებს.

ტურნირის ნახევარფინალები 1-2 მარტს გაიმართება, ფინალები კი 15-16 მარტს.

საქართველო - ნიდერლანდები 40:7

თბილისი. "ავჭალა"

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი),
13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა:
16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

altრაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ

მკითხველის კომენტარები / 13 /
აღარ შეიძლება ჩვენი აქ ყოფნა რა.. ვეთამაშებით გუნდს,რომელიც 80 წუთის მანძილზე ერთხელაც ვერ ახერხებს შეტევას და მხოლოდ დამატებით დროში,როცა უკვე 13 კაცით ვიყავით დარჩენილები ერთ კინკილა ლელოს დებს, უფროსწორად მობეზრდათ ბიჭებს და დაადებინეს ისიც რომ მალე დასრულებულიყო.. რა უნდა განვავითაროთ აქ კი არადა , საერთოდ ნებისმიერი სათამაშო კომპონენტის შეფასებაც უაზრობა ხდება! რა მოტივაციით უნდა ითამაშო ასეთ გუნდთან?? ისევ 6 გუნდიანი ჩემპიონატი დააბრუნონ ნეტავ.
ალექს
17:18 08-02-2025
0
ბოდიში მომითხოვია,მარა ამ სპორტის საყურებლად ხალხი დადის სტადიონზე ან ტელევიზიით ყავთ მაყურებელი? არავის არ ვაკნინებ და არც შეურაწყოფას ვაყენებ არავის,გაუგებარი სპორტია უბრალოდ. შეიძლება მე არ მესმის და მომწონს,მარა წინ პასი არ შეიძლება და ჯარიმად ითვლება,მერე ჩაკეტილი ტურნირებია და კონკურენცია არ არის.როგორც ფეხბურთში არის,გამარჯვებული ზევით ადის და ბოლო ადგილოსანი ქვემოთ ჩამოდის,ესეთი რამე არ არის და ამიტომაც უაზრობაა,მუღამი როგორ უნდა დაუჭირო ამ სპორტს? ფეხბურთში,რეიტინგის პირველი ნომერი ბევრჯერ დაუმარცხებია საუკეთესო ოცეულის წარმომადგენელს ან უფრო ქვევით მყოფს,აქ საქართველო თუ ეთამაშება ზელანდიას,რამდენია იმის ალბათობა რო საქართველო მოიგებს? არა,იმას არ ვამბობ რო ჯანზე არიან ადამიანები ვინც აქ ასპარეზობს და ეს კარგია,თუმცა საქომაგო მუღამი რა არის? მოიგებ იმ ტურნირზე საიდანაც არასოდეს გავარდები,ყველას მოიგებ და იქ ხარ,ყველას წააგებ და მაინც იქ ხარ,რისთვის წვალობს ეს ხალხი? 6 ერში იტალია სულ აგებს,მარა მაინც 6 ერში თამაშობს,მიზეზი რა არის? საქართველო ერთა ლიგაზე სულ იგებს,მარა მაინც ერთალიგაშია,რა არის მიზეზი? ორივე ევროპის რეგიონშია თან. ფეხბურთში,ევროპალიგის გამარჯვებული ადის პირდაპირ ლიგაზე,ხოლო კონფრენს ლიგის ევროპა ლიგაზე. ნაკრებებში,სხვადასხვა საკვალიფიკაციოა და ერთა ლიგის ფორმატით,გამარჯვებული ადის ზემოთ,ბოლო ადგილი ვარდება,ხოლო უმაღლესი დივიზიონის გამარჯვებულები ტიტულისთვის იბრძვიან. ფეხბურთზე ვამბობდი რო უსამართლოდ კეთდება ბევრი რამეთქო და რაგბის ფანებმა რა უნდა თქვან,ერთი და იგივეს ქომაგობენ წლებია.
იასონას უდარი
18:13 08-02-2025
35

სიახლეები პოპულარული