პირველად ისტორიაში - საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში უელსს გადაასწრო

AutoSharing Option
რაგბი ევროპაზე შვეიცარიისა და ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური და რეიტინგში დაწინაურდა.

„ბორჯღალოსნებმა“ ისტორიაში პირველად გადაასწრეს უელსს და მე-11 ადგილზე დამკვიდრდნენ.

რეიტინგში საქართველოს ნაკრებზე წინ იტალიაა, რომელმაც ექვსი ერის მეორე ტურში უელსს 22:15 მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა თქმა უნდა სასიამოვნოა,მაგრამ რეიტინგი ყოველთვის ობიექტური არ არის.გააჩნია ვისთან გიწევს თამაში და ქულების დაგროვება.წლების განმავლობაში ვუსწრებდით რეიტინგში იტალიას,მაგრამ თვითონ ჩვენი მორაგბეებიც აღიარებდნენ,რომ იტალიის ნაკრები ჩვენზე ძლიერი იყო.უბრალოდ ისინი 6 ერზე თამაშობდნენ და მარცხდებოდნენ,ჩვენ კი შედარებით სუსტებთან ვიგებდით და რეიტინგში ვასწრებდით.11 ადგილზე ადრეც ვყოფილვართ,თუმცა მსოფლიოს თასზე თამაშების შემდეგ,ჩვეულებრივ ამ პოზიციას ვკარგავდით.აგერ ტესტები გვექნება და იქ გამოჩნდება დღეს სად ვართ.მანამდე კი,რაგბი ევროპის მატჩები გველის და მატკავას არყოფნაში მოგვიწევს ტიტულის დაცვა.იმედია არც მას სჭირს რაიმე სერიოზული,მაგრამ ისეთი ტკივილი ეტყობოდა,არა მგონია ერთ კვირაში მწყობრში ჩადგეს.სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
სოსო
23:55 09-02-2025
1
უელსის დონეზე როდის მივა საქართველოს ნაკრები
ამირან
14:12 10-02-2025
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული