ფედერალ 1 დივიზიონის "ლანჟონიში" წლეულს ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი. ის დიდი ხნის განმავლობაში ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკის" ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად "ორიაკი" დატოვა და "როვალში" გადაბარგდა შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი შარაშიძე.
ფედერალ 1 დივიზიონში ითამაშებს კიდევ ერთი მეორეხაზელი, საქართველოს
მასთან ერთად ამ გუნდში ითამაშებს ასევე მეორეხაზელი გიორგი სორდია, რომელიც იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლება.
შერკინების ქართველი ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი კი, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, "ალბიში" ჩაირიცხა და ამ გუნდს მეორე დივიზიონში დაბრუნებაში დაეხმარება. აქამდე ნავროზაშვილი "ლიონის" მორაგბე იყო.
ქართული ლეგიონი
ალბი: ზაზა ნავროზაშვილი.
ბურგუენი: გიორგი ზაქაშვილი
შამბერი: ვაჟა კაპანაძე, ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი სორდია
ლანჟონი: ლევან დათუნაშვილი
ლა სეინი: დაჩი დალაქიშვილი,
ბექა ბურდიაშვილი, ბაჩუკი გუჯარაიძე, გიორგი ტვილდიანი
ლიმოჟი: ლაშა თავბერიძე
მაკონი: გურამ კავთიძე, სიმონ მაისურაძე
ნანტი: საბა ქართველიშვილი
როდეზი: დავით ოქრიაშვილი, არჩილ ბეჟიაშვილი.
როვალი:გიორგი შარაშიძე
ტარბი: დავით დადუნაშვილი, კახაბერ კობერიძე, ნიკოლოზ კაზალიკაშვილი
ტრელისაკი: ირაკლი ულუმბეგაშვილი, დიმიტრი ცუხიშვილი
ვალანსი: გიორგი მარგველანი, ლევან ზარიძე
ვიენი: რევაზ ჟღენტი
ლომბე: ნიკოლოზ გიორგაძე
კარკერანი: გიორგი მჭედლიშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"