ამათგან პირველ ტურში ოთხმა მოიგო. ესენია: "ლა როშელი", "მეტრო რასინგი", "ტულონი" და "კლერმონი".
ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. როგორც ჩანს, ჩვენებურის გუნდი მებრძოლი და წარმატებული გუნდის სახელის დაგდებას ევროპაშიც შეეცდება. ჩემპიონთა თასის პირველ ტურში "ლა როშელმა", რომელიც A ჯგუფის ბინადარია, სტუმრად სძლია საკმაოდ ძლიერ ინგლისურ კლუბ "ჰარლიქვინზს" - 34:27.
სამწუხაროდ, შერკინების ქართველი ბურჯი ტრავმირებულია და ამ მატჩში არ უთამაშია. მან საფრანგეთის ჩემპიონატის რამდენიმე ტურიც
B ჯგუფში დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილის, ოთარ გიორგაძისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონმა" სტუმრად დაამარცხა უელსური "ოსფრიზი" - 26:21. ქართველ მორაგბეებს ამ თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მარცხით დაიწყო ტურნირი მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიემ".
ჩვნებურთა ეს გუნდი C ჯგუფში ასპარეზობს და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ირლანდიურ "ლენსტერს" სტუმრობდა. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას ფლობდნენ და თამაშის მიწურულს მონპელიელთა ძალისხმევას მათთვის მატჩის სათავისოდ დასრულებაში ხელი არ შეუშლია.
ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილი მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა, მიქაუტაძე დისკვალიფიცირებულია.
D ჯგუფში ვასილ კაკოვინის "მეტრო რასინგი" გალიდერდა. პარიზელებმა შინ დაამარცხეს ინლისური "ლესტერ ტაიგერზი" - 22:18. კაკოვინი განაცხადში არ იყო.
E ჯგუფში დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია უელსურ "ჰლანეჰლისთან" საშინაო მატჩში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონს". პირველი ტაიმი მასპინძლებმა, თითქოს, დამაჯერებლად მოიგეს - 18:3, თუმცა, შესვენების შემდეგ უელსური გუნდი მთლიანად შეიცვალა. ტულონელებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა მოახერხეს და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით, 21:20 მოიგეს.
ჩემპიონთა თასი
A ჯგუფი
ალსტერი-ვოსფსი 19:9, ჰარლიქვინზი-ლა როშელი 27:34
სატურნირო მდგომარეობა
1. ლა როშელი - 5 ქულა, 2. ალსტერი - 4, 3. ჰარლიქვინზი - 1, 4. ვოსფსი - 0
II ტური
ლა როშელი-ალსტერი, ვოსფსი-ჰარლიქვინზი
B ჯგუფი
ნორსჰემპთონი-სარასენზი 13:57, ოსფრიზი-კლერმონი 21:26
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 5 ქულა, 2. კლერმონი - 4, 3. ოსფრიზი - 1, 4. ნორსჰემპთონი - 0.
II ტური
კლერმონი-ნორსჰემპთონი, სარასენზი-ოსფრიზი
C ჯგუფი
ლენსტერი-მონპელიე 24:17, ექსეტერი-გლაზგო 24:15
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 5 ქულა, 2. ექსეტერი - 4, 3. მონპელიე - 1, 4. გლაზგო - 0
II ტური
გლაზგო-ლენსტერი, მონპელიე-ექსეტერი
D ჯგუფი
რასინგი-ლესტერ ტაიგერსი 22:18, კასტრი-მანსტერი 17:17
სატურნირო მდგომარეობა
1. რასინგი - 4 ქულა, 2. მანსტერი - 2, 3. კასტრი - 2, 4. ლესტერ ტაიგერსი - 1.
II ტური
ლესტერ ტაიგერსი-კასტრი, მანსტერი-რასინგი
E ჯგუფი
ბასი-ბენეტონი 23:0, ტულონი-ჰლანეჰლი 21:20
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 4 ქულა, 2. ტულონი - 4, 3. ჰლანეჰლი - 1, 4. ბენეტონი - 0.
II ტური
ჰლანეჰლი-ბასი, ბენეტონი-ტულონი
* * *
ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ყველაზე დიდი მოულოდნელობა კრასნოიარსკის "კრასნი იარის" გამარჯვება იყო შინ "სტად ფრანსესთან" - 34:29. ამ შეხვედრაში ერთბაშად რვა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. რუსული გუნდის ღირსებას ლაშა მალაღურაძე, გიორგი ფრუიძე, მიხეილ წიკლაური, ჯაბა ბრეგვაძე და ძმები, ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები იცავენ.
პარიზელთა გუნდში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე.
მასპინძელთა გუნდში წიკლაურმა და ბრეგვაძემ შეცვლაზე ითამაშეს, მალაღურაძემ კი გუნდს 9 ქულა შესძინა (სამი გარდასახვა და ერთი საჯარიმო).
"კრასნი იართან" ერთად D ჯგუფში ასპარეზობს ლაშა ლომიძის "ლონდონ აირიში", რომელმაც შინ წააგო შოტლანდიურ "ედინბურგთან" - 14:37. ლომიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეიმ" შინ ვერაფერი გააწყო ლაშა ტაბიძის "ბორდოსთან" - 17:57. კაჭარავამ სრულად ითამაშა, ტაბიძე თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, გაჩეჩილაძე განაცხადში არ იყო.
E ჯგუფის ბინადარმა კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივმა" სტუმრად ითამაშა ინგლისურ "ვორსტერთან" და 20:30 დამარცხდა. ლობჟანიძემ სრულად ითამაშა, ბეკოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.
ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
ენისეი-ბორდო 17:57, ნიუკასლი-ნიუპორტი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბორდო - 5 ქულა, 2. ნიუკასლი - 5, 3. ნიუპორტი - 1, 4. ენისეი - 0
II ტური
ენისეი-ნიუპორტი, ბორდო-ნიუკასლი
B ჯგუფი
კარდიფი-ლიონი 29:19, სეილ შარქსი-ტულუზი 20:20
სატურნირო მდგომარეობა
1. კარდიფი - 5 ქულა, 2. სეილ შარქსი - 2, 3. ტულუზი - 2, 4. ლიონი - 0
II ტური
ლიონი-სეილ შარქსი, ტულუზი-კარდიფი
C ჯგუფი
პო-გლოსტერი 27:21, აჟენი-ზებრე 45:10
სატურნირო მდგომარეობა
1. აჟენი - 5 ქულა, 2. პო - 4, 3. გლოსტერი - 1, 4. ზებრე - 0.
II ტური
გლოსტერი-აჟენი, ზებრე-პო
D ჯგუფი
კრასნი იარი-სტად ფრანსე 34:29, ლონდონ აირიში-ედინბურგი 14:37
სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 5 ქულა, 2. კრასნი იარი - 5, 3. სტად ფრანსე - 2, 4. ლონდონ აირიში - 0
II ტური
კრასნი იარი-ედინბურგი, სტად ფრანსე-ლონდონ აირიში
E ჯგუფი
ვორსტერი-ბრივი 30:20, ოიონაქსი-ქონოთი 15:43
სატურნირო მდგომარეობა
1. ქონოთი - 5 ქულა, 2. ვორსტერი - 5, 3. ბრივი - 0. 4. ოიონაქსი - 0
II ტური
ბრივი-ოიონაქსი, ქონოთი-ვორსტერი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"