მამუკა გორგოძე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "ტულონის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე ვარჯიშისას დაშავდა.

33 წლის გორგოძე ძალოსნობის დარბაზში, სიმძიმეების აწევაში ვარჯიშობდა, როცა მკერდის კუნთი დაიზიანა.

სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას მკერდის მყესი და კუნთი ჰქონდა დაზიანებული. გორგოძეს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ექიმების დასკვნით, რეაბილიტაციისთვის ოთხი თვე დასჭირდება. შესაბამისად, მამუკა გორგოძე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ხალხო გაიგეთ რომ სწორია ტრავმა და არა ტრამვა!!!!!
S.K.
17:13 25-12-2017
0
Euhh!Aმომწურავად გეთანხმებით,ჭკვიანი ქართველის ნათქვამია,გორგოძეც და ზირაქაშვილიც,ჩხაიძეც ეროვნულ ნაკრებს ამომავალი მზის ქვეყანაში ,თუნდაც რომ არ ითამაშონ და სათადარიგო ში იყვნენ,საჭირონი არიან და ხარჯებიც მათი წაყვანისა,გაუსაძლისი არ იქნება ალბათ? ქართული რაგბის ფედ-თვის.იგივე ვითარებაა კალათბურთში,სპორტში და საერთოდ ყველაფერში,საგარეო და საშინაო ქართველთა ყოფაში,სტრატეგიული გათვლა არ გვძალუძს-ახლო მომავლისაც კი,რაც ძლიერი სხვაზე,კარგი გაგვაჩნია ვერ ვუფრთხილდებით,უდროოდ,ნაადრევად"ვკარგავთ",ჩვენივე უთავობით,და მერეც ვერ ვხვდებით "დანაკარგის"ფასს,მომავალ ეროვნულ გამარჯვებისათვის გადამწყვეტს.კონკრეტული მაგალითი -კალათბურთის სპეციალისტის კოკოშკოვის "ხელიდან გაშვება",ამგვარი უტვინო მაგალითები ბლომადაა და უფრო სასიცოცხლო ,ყოფნა-არყოფნის ვითარებაშიც ,სფეროებში ქართველთათვის-ქართული სახელმწიფოებრიობისათვის,ვიდრე სპორტია.
i Am Georgian
16:38 25-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული