ქართველი მორაგბე ნიკოლოზ ხატიაშვილი "ზე რაგბიში" ითამაშებს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბე ნიკოლოზ ხატიაშვილი "ზე რაგბის" იაპონურ კლუბ "სანვულვზში" ითამაშებს.

ამის შესახებ ცნობილი საფრანგეთში მომუშავე იაპონელი სპეციალისტისგან, ჰინატო აკიმოტოსგან გახდა ცნობილი, რომელმაც ინფორმაცია "ტვიტერში" გაავრცელა.

"ქართველი მორაგბე "სანვულვზს" 26 მარტს შეუერთდება", - წერს ჰინატო.

შეგახსენებთ, რომ ადრე ხატიაშვილი ფრანგული "ორიაკის" ღირსებას იცავდა, სადაც მისი თანაგუნდელები მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ხატიაშვილი მეორე ქართველი მორაგბე იქნება, ვინც "ზე რაგბიში" ითამაშებს. პირველმა ეს ჯაბა ბრეგვაძემ შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
არ მინდა ამ ორ მოთამაშეს დაედოს მთელი ქვეყნის პასუხისმგებლობა, მაგრამ საუცხოო პერსპექტივა ექმნება ჩვენ მოთამაშეებს მომავალში. ხაზიც თუ გაგვირეკლამდა კარგად ჩვენი ხასიათის გათვალისწინებით ექვსი ერის 2-3 ნაკრებს გახევენ ჩვენები მომავალში. ეხლა ამ ორს წაადგეს პირადად ეს გამოცდილება!
რეზო
16:41 21-03-2018
1
თუ არ ვცდები ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის, არგენტინისა და იაპონიის კლუბები თამაშობენ ზე რაგბის ტურნირს. ასე რომ საფრანგეთზე ძლიერი ჩემპიონატი თუ არა სუსტი ნამდვილად არ იქნება
2

სიახლეები პოპულარული