ქართველი მორაგბე ნიკოლოზ ხატიაშვილი "ზე რაგბიში" ითამაშებს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბე ნიკოლოზ ხატიაშვილი "ზე რაგბის" იაპონურ კლუბ "სანვულვზში" ითამაშებს.

ამის შესახებ ცნობილი საფრანგეთში მომუშავე იაპონელი სპეციალისტისგან, ჰინატო აკიმოტოსგან გახდა ცნობილი, რომელმაც ინფორმაცია "ტვიტერში" გაავრცელა.

"ქართველი მორაგბე "სანვულვზს" 26 მარტს შეუერთდება", - წერს ჰინატო.

შეგახსენებთ, რომ ადრე ხატიაშვილი ფრანგული "ორიაკის" ღირსებას იცავდა, სადაც მისი თანაგუნდელები მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ხატიაშვილი მეორე ქართველი მორაგბე იქნება, ვინც "ზე რაგბიში" ითამაშებს. პირველმა ეს ჯაბა ბრეგვაძემ შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მე პირადად ხატიაშვილი ნაკრებში არასდროს მინახავს ან შეიძლება იყო და მე გამომრჩა. მაგრამ ერთი რამ ფაქტია ეს სიახლე უფრო მეტად დააფიქრებს მილტონს იფიქროს ხატიაშვილის სანაკრებოდ გამოძახებაზე ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ორი მორაგბე ითამაშებს ზე რაგბში ეს კი ჩვენი რაგბის უდავოდ წინსვლაა მერწმუნეთ რადგან ზე რაგბის კარი გაიხსნა, ქართველებისთვის აღარც დაიხურება და შორს არ არის ის დრო რომ 6 ერის ბოსები უბრალოდ ვეღარ გაუძლებენ საქრთველოს წინსვლას და იძულებულები დარჩებიან რომ ქართველებისთვის ეს კარიც გაიხსნას და ბოლო ბოლო ელიტაში მოხვდეთ,მე ამის მჯერა და დიდი იმედი მაქვს წინ ბორჯღალოსნებო!
Fani
20:41 21-03-2018
1
რომ შევადაროთ, როგორც კალათბურთში NBA ლიგაა. მსგავსი დონის ტურნირია ზე რაგბი.
საფრანგეთის ჩემპიონატთან შედარებაც არ შეიძლება, ისეთი სხვაობაა როგორც ცა და დედამიწა :)
Rugby
17:04 21-03-2018
1

სიახლეები პოპულარული