მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთში ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
TOP 14-ის დისციპლინურმა კომიტეტმა "მონპელიეს" მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

საქართველოს ნაკრების ბურჯის მიმართ ასეთი გადაწყვეტილება 30 დეკემბერს "მონპელიესა" და "პაუს" მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო მიიღეს. ნარიაშვილმა სტეფონ არმიტაჯს მატჩის მიმდინარეობისას ზურგის ტრავმა მიაყენა, ინგლისელ მორაგბეს ქართველის მუხლი მოხვდა.

დისციპლინური კომიტეტი 9 იანვარს შეიკრიბა და სასჯელი, რომელიც ოთხკვირიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს, სხვადასხვა ფაქტორის გამო (დანაშაულის აღიარება, დისციპლინირებული წარსული) ორ კვირამდე შემცირდა.

altქართველი მორაგბე ლეგიონერების ამბები: მიხეილ ნარიაშვილი დაბრუნდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული