საქართველოს ნაკრების ბურჯი ბექა გიგაშვილი (სიმაღლე 1.77 ნ. წონა 116 კგ.) ფრანგულ გრანდში, "ტულონში" გადავიდა. ამის შესახებ ფრანგული კლუბის საიტი იტყობინება.
გიგაშვილმა ტოპ 14-ის კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
27 წლის გიგაშვილს "ბორჯღალოსნებში" 7 მატჩი აქვს ჩატარებული, გასულ სეზონში კი ფრანგული "გრენობლის" ღირსებას იცავდა.