ისევ ტრავმა - მერაბ შარიქაძისათვის სეზონი დასრულდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანს და ფრანგული "ორიაკის" მორაგბეს, მერაბ შარიქაძეს ოპერაციის გაკეთება მოუწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ შარიქაძისათვის სეზონი დასრულდა.

შარიქაძე "ორიაკს" ვერც სეზონის დასაწყისში დაეხმარა, რისი მიზეზიც მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებთან ერთად ყოფნა იყო. მერაბი საფრანგეთში მუხლის ტრავმით დაბრუნდა და ოპერაცია სწორედ ამიტომ სჭირდება.

ქირურგიულ ჩარევას შარიქაძის მუხლზე ამ კვირაში ელოდებიან. ტრავმიდან გამომდინარე, ფრანგული გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს მინიმუმ 6 თვე გაუცდება და "ბორჯღალოსნებსაც" ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ იმის ბრალია, რომ ჩემპიონატზე ბოლომდე ვერ მორჩა, ისე ითამაშა. ძალიან ცუდია, მაგრამ რაგბი ევროპა არ არის ის ტურნირი, შარიქაძის გარეშე რომ ვერ მოვიგოთ
: )))))))
17:41 13-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული