ლეგიონერები. 20 ქართული ქულა და დებიუტები "სტად ჟან ბუენზე"

AutoSharing Option
„ქართველების“ ‘ბრივმა’ 2019/2020 წლების ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ადგილობრივი ‘სტად ფრანსე’ 27:11 დაამარცხა.

27-იდან 20 ქულა ჩვენებურთა ანგარიშზე. ვასილ ლობჟანიძემ და ოთარ გიორგაძემ მეტოქეს ლელოები გაუტანეს, ახალგაზრდა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ კი, ორი ჯარიმითა და ამდენივე გარდასახვით 10 ქულას მოუყარა თავი. სტუმრებმა დანარჩენი 7 ქულა საჯარიმო ლელოთი გამოიმუშავეს, ასე, რომ მექულეებში მხოლოდ ქართული გვარები დაფიქსირდა!

20 წლის აბჟანდაძისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო საფრანგეთში და ანგარიში ჯარიმით გახსნა. 24-ე წუთზე ‘ბრივმა’ საკუთარი 22-იდან წამოიწყო
შეტევა, რომელსაც კარგად მიყვა ლობჟანიძე, უკვე მეტოქის 22-ში ფეხით შეცურებული ბურთი აიტაცა, ორ მცველს ცრუმოძრაობით გასცდა, კიდევ ორთან კონტაქტში შევიდა, ფეხზე დარჩა და ლელოს ხაზი გადაკვეთა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა.

23 წლის მორაგბისთვის ეს ევროთასებზე გატანილი პირველი ლელოა. ის ‘ბრივის’ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და პირველი გუნდის მაისურით მეორე ლელო გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ლელოთა ანგარიში გახსნა ოთარ გიორგაძემ. ტაიმის მიწურულს ის მოლის კუდში მოექცა და ხაზის გადაკვეთის შემდეგ ბურთი დაამიწა. აბჟანდაძემ 29-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, შესვენების წინ კი გიორგაძის ლელო გარდასახა და ტაიმი 20:8 დასრულდა, საბოლოო შედეგი კი 73-ე წუთზე გატანილი საჯარიმო ლელოთი დაფიქსირდა.

გიორგაძემ და ლობჟანიძემ მოედანზე 55 წუთი გაატარეს, ხოლო აბჟანდაძე 62-ეზე შეცვალეს. 53-ე წუთიდან ‘ბრივის’ შემადგენლობაში მთელი პირველი ხაზი შეიცვალა და მოედანზე ერთბაშად სამი ქართველი გავიდა. კვაჭი ვანო კარკაძისა და ბურჯი ლუკა ჯაფარიძისთვის ეს ‘ბრივში’ სადებიუტო შეხვედრა იყო, მეორე ბურჯი კი კარლენ ასიეშვილი გახდა. ‘სტად ფრანსეს’ შემადგენლობაში პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

ახალი სეზონის ჩელენჯ ქაფის კიდევ ერთი ქართული ლელო ‘ენისეის’ გარემარბმა დავით მესხმა გაიტანა. მან ფრთაზე მიიღო ბურთი, რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა, მბოჭავებს გასცდა და ინგლისური ‘ვუსტერი’ დაალელოვა. მესხმა პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა და ლელო 63-ეზე გაიტანა, მისი გუნდი კი კრასნოდარში 14:57 დამარცხდა. ‘ენისეის’ რიგებში სრულად ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო ბურჯი ნიკოლოზ ხატისაშვილი სასტარტოში იყო და 71 წუთი გაისარჯა.

მეორე ჯგუფში ‘ტულონი’ ‘ბეიონს’ ეწვია და 20:13 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ბურჯი ბექა გიგაშვილი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. ის ‘ტულონში’ ამ სეზონის წინ გადავიდა და ახალ გუნდში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა მამუკა გორგოძემ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე ჩანს,რომ ბრივი რარაც გაგებით ქართულ ფრანჩაიზად შეიძლება განვიხილოთ.ამდენი ნაკრების წევრი ერთ გუნდში,ეს ხომ ძალიან კარგია მათი შეთამაშებისათვის.
სოსო
22:08 16-11-2019
0
სწორად მეგობარი ევროპა და დასავლეთი (!)- როგორ შესაძლებლობებს გვაძლევს ყველა მიმართულებით ... - ცნიბოსათვის - ურუსეთის მეხოტბეებს- სწორად დასავლეთის უდიდესი თანადგომა და მხარდაჭერა რომ არა - დღესაც რუსულ-აზიურ შუა საუკუნეების იმპერიაში ვიქნებოდით და - სახელმწიფო და ეროვნული ნაკრებების არსებობა ნებისმიერ სპორტის სახეობაში კი არა ( ვის გაუგია ჩერქეზეთის ნაკრები, ან დაღესტანის ეროვნული ნაკრები, ან ყაბარდოს ეროვნული ნაკრები, თათრეთის
ეროვნული ნაკრები) ... დასავლეთში გასვლა-ც კი, თუნდაც როგორც ტურისტი- ოცნება იქნებოდა მრავალთათვის (!)- ცოტა მეტი გონიერება - ჯანსაღი მენტალიტეტი რომ ქონდეს დღევანდელ პოსტ-რუსულ-საბჭოთა ქართველობას , ანუ ა რ- ვერ შ ე ჭ მ უ ლ ი ჯერ კიდევ ნკვდ-ს მიერ დამუშავებულ - განმტკიცებულ -კრიმინალურ - ქურდულ იდეოლოგიით- მენტალიტეტით და მით პოლიტიკური რხევები - შიდა დაპირისპირებები - დღეს პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთის... დონეზე ვიქნებოდით ყ ვ ე ლ ა სფეროს და ყველა მიმართულებით და ყ ვ ე ლ ა ზ ე წარმატებული - პროგრესირებადი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში!
გლახუნა
19:04 16-11-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული