გასულ უქმეებზე ევროპის წამყვანი კლუბები 2019/20 წლების ევროთასებში ჩაერთნენ და ის ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული გამოდგა. უმაღლეს დონესა თუ ახალ კლუბებში რამდენიმე ჩვენებურის დებიუტი შედგა. სამმა ქართველმა მორაგბემ ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო თედო აბჟანდაძემ შესანიშნავი სადებიუტო მატჩი ჩაატარა და 10 ქულაც მიითვალა.

წლევანდელი ევროტურნირების, კერძოდ, ჩელენჯ ქაფის პირველი ტური ქართული რაგბისთვის სხვა მხრივაც იყო გამორჩეული. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ქართველ მსაჯთა ბრიგადამ ინგლისურ-ფრანგული დაპირისპირება იმსაჯა. "ველფორდ როუდზე" ადგილობრივი "ლესთერ თაიგერსისა" და "პოს" მატჩი ნიკა ამაშუკელმა იმსაჯა და მას ასისტენტობას შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი უწევდნენ. შეხვედრას 15 250 მაყურებელი დაესწრო და ინგლისელებმა მეტოქე 41:20 დაამარცხეს.

"დიდი პატივი და პრესტიჟია ისეთი გუნდის მატჩის მსაჯობა, რომელსაც 139-წლიანი ისტორია აქვს. "ლესთერის" ქომაგებმა სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. გუნდებთან თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და მთელი მატჩის განმავლობაში მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. თამაშის ტემპი იყო მაღალი და ყველანი ნასიამოვნები დავრჩით. შეხვედრას ჩვენი მასწავლებელი დევიდ მაკქიუც დაესწრო და მასგან კარგი შეფასება მივიღეთ", - თქვა ამაშუკელმა.

ქართველი მსაჯები ინგლისში რჩებიან და ერთ კვირაში, 23 ნოემბერს, "უოსფსისა" და "აჟენის" შეხვედრას განსჯიან. აღსანიშნავია, რომ ინგლისური კლუბის ღირსებას ზურაბ ჟვანია, ხოლო "აჟენისას" ანტონ ფეიქრიშვილი და გიორგი თეთრაშვილი იცავენ და არაა გამორიცხული, ისინი მომავალ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ.

აბჟანდაძე - 10; ლობჟანიძე, გიორგაძე და მესხი - 5

ჩემპიონთა თასის მესამე ჯგუფში ფრანგულმა "კლერმონმა" ინგლისურ "ჰარლექუინზს" უმასპინძლა, 7 ლელო გაუტანა და ბონუსით, 53:21 დაამარცხა. ვეტერანი ბურჯი დავით ზირაქაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო და ტრადიციულად, საიმედოდ ითამაშა.

მეხუთე ჯგუფში "მონპელიე" "კონახტს" ირლანდიაში ეწვია და სარაგბო კუთხით მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 20:23. "ბორჯღალოსანმა" მიხეილ ნარიაშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 55 წუთი გაატარა, ბურთით ხელში 3-ჯერ შეუტია და ერთი მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 8 ბოჭვა შეასრულა.

უკვე ვწერდით, რომ ჩელენჯ ქაფზე, ახალ გუნდებში რამდენიმე ქართველი ლეგიონერის წარმატებული დებიუტი შედგა. მე-4 ჯგუფში "ბრივმა" "სტად ფრანსე" პარიზში, "სტად ჟან ბუენზე" სწორედ ჩვენებურთა შესანიშნავი თამაშის წყალობით 27:11 დაამარცხა. 20 წლის მგეზავ თედო აბჟანდაძისთვის ეს "ბრივის" პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი იყო და გუნდს 10 ქულა შესძინა. გარდა ამისა, მან დაცვაშიც შესანიშნავად ითამაშა და ერთ ეპიზოდში გუნდი 100%-იანი ლელოსგან იხსნა, მოედანზე გატარებულ 62 წუთში კი, სულ 11 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა.

ძირითადში იყვნენ და მოედანზე 55-55 წუთი გაატარეს ვასილ ლობჟანიძემ და ოთარ გიორგაძემ. ორივე მათგანმა ლელოს გატანაც მოახერხა - ლობჟანიძე ხელდახელ შეტევას ტაიმის შუაში მიჰყვა, ხოლო გიორგაძემ მოლი ლელოთი შესვენების წინ დააგვირგვინა. ლობჟანიძემ ბურთით ხელში 3-ჯერ შეუტია, ერთხელ სუფთად გაჭრა ხაზი და ჯამში 24 მეტრი იარა. მის ანგარიშზეა 5 ბოჭვა. გიორგაძემ 8 შეტევით 12 მეტრი მოიგო და 9 ბოჭვა შეასრულა.

53-ე წუთზე სტუმართა პირველ ხაზში ცვლილება მოხდა და "ბრივის" შემადგენლობაში ერთბაშად სამი ქართველი გამოჩნდა. ვანო კარკაძისა და ლუკა ჯაფარიძისთვის ეს ამ დონეზე სადებიუტო შეხვედრები იყო. მათ ბურთით თითო-თითოჯერ შეუტიეს და 3-3 ბოჭვა შეასრულეს. 5 ბოჭვაა გამოცდილი კარლენ ასეიშვილის ანგარიშზე.

"სტად ფრანსეს" შემადგენლობაში პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ, რომელმაც ბურთით ხელში 7-ჯერ შეუტია და წინ ჯამში 6 მეტრით წაიწია, ხოლო დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა.

დავით მესხის მიერ 63-ე წუთზე გატანილმა ლელომ ვერ უშველა "ენისეის", რომელმაც ინგლისურ "ვუსტერს" უმასპინძლა და 14:57 დამარცხდა. მან მოედანზე 65 წუთი გაატარა, ბურთით ხელში 4-ჯერ შეუტია და ჯამში 32 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა. მოედანზე 71 წუთი გაატარა ნიკა ხატიაშვილმა, 3 მიძალებით 6 მეტრი მოიგო და 7 ბოჭვა შეასრულა. მატჩში ყველაზე მეტი, 14 ბოჭვა მიხეილ გაჩეჩილაძის ანგარიშზეა, რომელმაც ორჯერ თერნოვერიც გაახერხა. მან "ენისეის" რიგებში ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ წაიღო ბურთი და 44 მეტრი მოიგო.

"ტულონის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ბურჯ ბექა გიგაშვილს. ის "ბეიონთან" მატჩში მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა, ბურთი 4-ჯერ მიიღო და 1 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 9 ბოჭვა შეასრულა და ორჯერ თერნოვერი გაახერხა. შეცვლაზე მეორე ხაზში 33 წუთი ითამაშა მამუკა გორგოძემ. "ტულონმა" მეორე ჯგუფის პირველ შეხვედრაში "ბეიონი" სტუმრად 20:13 დაამარცხა.

მესამე ჯგუფში "ბორდომ" ინგლისურ "უოსფს" უმასპინძლა და 40:30 დაამარცხა. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, შერკინებებში ქართული დუელი იმართებოდა. მასპინძელთა შორის 58-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, რომელმაც ბურთით 3-ჯერ შეუტია და ის წინ 16 მეტრით წასწია, ხოლო დაცვაში 6 ბოჭვა შეასრულა. სტუმართა შორის შესვენებისას შეცვალეს ზურაბ ჟვანია, რომლის ანგარიშზე 10 ბოჭვაა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"რეალის" მეკარე შეიძლება "ტოტენჰემში" გადავიდეს
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში - ფრანგული მედიის ვარაუდი
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
[VIDEO] ზურაბ მუსელიანმა "პარალიმნის" სათასო მატჩი მოაგებინა!
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მექვაბიშვილის სუპერგოლი თურქულ გუნდთან სპარინგში
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 9-15 იანვარს დიღმის არენაზე ჩატარდება
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
კვარაცხელია სრული კომპლექტისთვის! - კიდევ ერთი აზიური ფინალი
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"რეალის" დიდი დანაკლისი - მბაპე სუპერთასზეც არ იქნება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "სტრასბურგს" კვლავ ინგლისელი გაწვრთნის
60 000-იან სტადიონზე ფრანგი ფანები არ იქნებიან - ქუვეითში გასამართი პსჟ "მარსელის" სუპერთასის მატჩის უცნაური დეტალები
[VIDEO] შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ევროლიგაზე - ქართველმა "ბარსელონას" "მაქაბისთან" ულიდერა
ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
დიდი 10. XIV ტური: "არმიამ" რევანში აიღო
ლეგიონერები. 20 ქართული ქულა და დებიუტები "სტად ჟან ბუენზე"
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
U20. საფრანგეთი VS საქართველო - მზადყოფნა ისტორიის დასაწერად
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
რაგბი ევროპა - სუპერთასი დაიწყო, მესხმა ბონუსისთვის გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში