ფრანგულმა rugbyrama-მ მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული 5 გამთამაშებელი დაასახელა და ამ სიაში საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მორაგბე გელა აფრასიძე შეიყვანა, სტატიას მისი სურათი წარუმძღვარა და პირველ რიგში, ის დაახასიათა.

გელა აფრასიძე (მონპელიე, 22 წლის)

"მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ყურადღება გასულ სეზონში მიიპყრო, ვინც U20-ის ჩემპიონატებს ადევნებს თვალს, მისი პოტენციალის შესახებ კარგა ხანია იცის. 2016 წელს U20-ის ჩემპიონატზე 18 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა, ხოლო მომდევნო ორ ანალოგიურ შეჯიბრის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იყო. 2017 წელს რაგბის ევროპას ჩემპიონატზე პირველ ნაკრებშიც იასპარეზა. გასული წლის შემოდგომაზე თავის პირველ მსოფლიოს თასზე მიიღო მონაწილეობა, სადაც სათამაშო დროს ვასილ ლობჟანიძესთან ერთად იყოფდა, რომელიც "ბრივის" ღირსებას იცავს.

აფრასიძე არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, ფეთქებადი სასტარტო სისწრაფე აქვს და მიუხედავად მცირე გაბარიტებისა (175 სმ, 70 კგ), მისთვის ბოჭვის გაკეთება ძალიან რთულია. ეს 22 წლის ქართველის ფართო დიაპაზონის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. გელა შესანიშნავად ურტყამს ბურთს ფეხით და შორი დისტანციიდან ისეთივე წარმატებით შეუძლია გატანა, როგორც ღრმა დაცვიდან მეტოქის ნახევრის აუტში გადატანა. "მონპელიე" არ შემცდარა არჩევანში, როდესაც 2017 წელს მიიწვია. აფრასიძეს დიდი მომავალი ელის."

გამოცემამ ხუთეულში აფრასიძის გარდა ბენ უაითი ("ლესტერი", 21 წლის), ტეიტ მაკდერმოტი ("რედსი", 21), კრეიგ კეისი ("მანსტერი", 21) და ჯეიმი დობი ("გლაზგო", 18) შეიყვანა.

კარგი ფოტოა.ორი ქართველი ერთმანეთის წინააღმმდეგ-მონპელიელი აფრასიძე და ბრიველი ლობჟანიძე საფრანგეთის ჩემპიონატის Top 14-ის მატჩში.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კომპანი პსჟ-ს მხრიდან ქარიშხალს ელის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
Geo Team: დავითაშვილისთვის სეზონი დასრულებულია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ლუის ენრიკე: პსჟ საუკეთესოა, "კვარადონა" - ფანტასტიკური
"ნუ სვამ, გრილიშ, "ნაპიტოკებს", სიბერეში დაგიტოკებს" - ჯეკს აღდგენის თავისებური მეთოდი აქვს
"ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით" - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია
ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა
"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა
დანაკლისი ნიდერლანდების ნაკრებს - ხავი სიმონსი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
დიდი მატჩი კვარაცხელიას მონაწილეობით! - ხვიჩა თუ ჰარი?
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!